ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა
ავტორი: გურიის მოამბე
ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა

კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში ფიროსმანის ნახატთან „არსენალის მთა ღამით“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს რომ კრისტის აუქციონზე გამოტანილი ნახატი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა:

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანი იყიდა!!!არსენალის მთა მალე თბილისში იქნება!!!“- წერს ქეთევან დუმბაძე.

ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ კრისტის აუქციონზე 1 486 100 დოლარად გაიყიდა. ვაჭრობა ლონდონში დღეს გაიმართა

1957 წელს, "არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.

'.$TEXT['print'].'