ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაღება დაიწყო-ლევილი, ყვარელი, ლიხაური
ავტორი: გურიის მოამბე
ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაღება დაიწყო-ლევილი, ყვარელი, ლიხაური

ამ ეტაპზე გადაღებები, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მიმდინარეობს. მანამდე კი საფრანგეთში, ლევილში გადასაღები ადგილების შერჩევა მიმდინარეობდა, საგურამოს შემდეგ, გადამღები ჯგუფი,  ექვთიმეს მშობლიურ სოფელ ლიხაურს (ოზურგეთი) ეწვევა.

უპრეცენდენტო და ისტორიული პროექტი - პირველად ქართული კინოს ისტორიაში.

რეჟისორის და სცენარისტის, ნიკა ხომასურის ფილმი ბიოგრაფიულია და ექვთიმეს როლს, მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ილია ჭავჭავაძის როლში ნუგზარ ჩიქოვანი იქნება, დავით სარაჯიშვილს კი გოგი თურქიაშვილი ითამაშებს.

"პირველად ქართული კინოს ისტორიაში იქმნება ფილმი, რომელსაც არ აფინანსებს არც რომელიმე კონკრეტული ბიზნესჯგუფი და სახელმწიფო, მისი მთავარი შემქმნელი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან"-აცხადებენ გადამღებთა ჯგუფში.

რეზო ჩხიკვიშვილი:" ორი ფაქტორია რაც მე შედარებით გამიადვილებს ამ როლის შესრულებას, ერთი ის, რომ მეც გადახვეწილი ვარ სამშობლოდან უკვე 22 წელია და ექვთიმე, ღვთისკაცი, 24 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში  და მეორე, არა მარტო გურულები ვართ, არამედ ორივე ერთი სოფლიდან ვართ
ლიხაურიდან."
ნიკა ხომასურიძე:"ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თითი ლარი გადმორიცხოს ფილმისთვის მობილურიდან, ან სახლის ტელეფონიდან და ეს იქნება პირველი სახალხო პროექტი, რომელსაც თავად ხალხი შექმნის 0901200121 ეს არის ნომერი, რომელზეც შეუძლია დარეკოს ნებისმიერმა მსურველმა."

'.$TEXT['print'].'