რუსული ესტრადის ვარსკვლავი-ჟანა ფრისკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
ავტორი: გურიის მოამბე
რუსული ესტრადის ვარსკვლავი-ჟანა ფრისკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად რუსული ესტრადის ვარსკვლავი-ჟანა ფრისკე, ამ დილით, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია, მომღერლის მამამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფრისკე გასული წლის დასაწყისიდან ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა, მას თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა.

მომღერლის თაყვანისმცემლებმა სამკურნალოდ 60 მილიონი რუბლის შეგროვება შეძლეს. თავიდან ის ამერიკასა და გერმანიაში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ბალტიისპირეთში ცხოვრობდა.

გასულ ზაფხულს, მას სიმსივნიდან დაკარგული მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნდა, თუმცა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ის დღეს, დილით გარდაიცვალა.

https://www.youtube.com/watch?v=3N3v1z9sOSs

'.$TEXT['print'].'