"ბევრი რომ არ ეჟიმავათ ჩვენ წინაპრებს, ჩვენ როგორც ერი კარგა ხნის გამქრლები ვიქნებოდით"
ავტორი: მწერალი Toresa Mossy
"ბევრი რომ არ ეჟიმავათ ჩვენ წინაპრებს, ჩვენ როგორც ერი კარგა ხნის გამქრლები ვიქნებოდით"

მწერალი Toresa Mossy ქართულ საზოგადოებაში "ქალიშვილობის ინსტიტუტთან" დაკავშირებით გამართულ დისკუსიას ეხმაურება და წერს:

"ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები. ეს ქალწულობის ინსტიტუტი თუ აკადემია თუ რა ჯანდაბაცაა, რა თქმა უნდა არავითარ კავშირში არ არის და ვერც იქნება ჩვენ ნამდვილ ტრადიციებთან. ასე სირული რომ ყოფილიყო ჩვენი კულტურა და ტრადიციები, ბევრი რომ არ ეჟიმავათ ჩვენ წინაპრებს, ჩვენ როგორც ერი კარგა ხნის გამქრლები ვიქნებოდით ამ პლანეტიდან. დიდი ალბათობით კაცობრობის მეხსიერებასაც აღარ შემოვრჩებოდით. ეს ფსევდომორალი, აქტიურად ფორმირდა კომუნისტური ფსევდომორალის ზეობის ხანაში, როდესაც თბილისისა თუ სხვა ქალაქებისთვის, საკმაოდ ტრადიციული საროსკიპოები გააუქმეს და აკრძალეს. ასევე შეზღუდეს მიგრაცია, იყო ასეთი მომენტი, სოფლიდან ქალაქში რომ მიდიოდა ადამიანი, თუ ჩაწერილი არ იყო მილიციისთვის უნდა განემარტა გადაადგილების მიზეზი, საკუთრება აკრძალული იყო, შესაბამისად თავისუფლად ვერ გადაცხოვრდებოდი სხვა ქალაქში თუ თავად კომუნისტები არ ააშენებდნენ სადმე ქარხანას და თავიანთი შეხედულებისამებრ არ გადაგისროდნენ. ხალხს აიძულებდნენ იმ ქვაბში მოხარშულიყო, რომელშიც დაიბადა და ვინაიდან ყველაფერი აკრძალული იყო, აღარც მეტი საქმე ჰქონდათ იმის გარდა ერთმანეთის საძინებლებში ეცქირათ და თეთრეულები ესინჯათ. მოკლედ თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხისთვის, რომლებიც აშკარაა საკმაოდ აქტიურად წყვილდებოდნენ, შუსაუკუნეების პიკში, როდესაც საქართველო აბრეშუმის გზის ცენტრალური მონაკვეთი და ამდენი კულტურის გადაკვეთის წერტილი იყო, ვერაფრით ჩამოეკიდებოდა საქალწულე აპკების სიმრთელეს. ამიტომ ის, რასაც ეს ხალხი ევროპულობას ეძახის და ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უცხოა, პირიქით, ყველაზე უფრო ორგანული და ბუნებრივია და ჩვენთანაც იგივე წარმატებით იქნბოდა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ბოროტების იმპერიას რომ არ ჩავეყლაპეთ. ის კი რაც ჩვენმა მამებმა ჩვენი პაპებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, არაფერია გარდა საბჭოთა მენტალობისა და მას საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს. საბჭოთა ადამიანი არც ქართველია, არც სომეხი არც არაფერი, საბჭოთა ადამიანი საერთოდ არაა ადამიანი, შესაბამისად მის ტრადიციას, არათუ ქართველობასთან არ აქვს რაიმე საერთო, არამედ საერთოდ ადამიანობის მიღმაა. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ადამაინობა უნდა დავიბრუნოთ და უნდა გავითავისოთ, რომ ჭეშმარიტი ქართველი ის ქართველია, რომელიც საკუთარი მენტალობით წინააღმდეგობაში არ მოდის ევროპულ ცივილიზაციასთან, რადგან საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ამ ცივილიზაციის ნაწილი და სხვა არანაირი ქართველობა ქართველობა არ არის და ვერც იქნება"-წსერს მწერალი Toresa Mossy.

'.$TEXT['print'].'