"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ჩოხატაურშიც შეღებეს
ავტორი: გიორგი სირაძე
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ჩოხატაურშიც შეღებეს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ჩოხატაურშიც შეღებეს.

როგორც "გურიის მოამბეს" პარტიის ჩოხატაურის ოფისის წარმომადგენელმა, დიმიტრი კორიფაძემ განუცხადა, არსებული პარტიის ოფისი წითელი საღებავებით არის დასვრილი.

მისივე თქმით, ოფისი ღამით, სავარაუდოთ ნიღბიანმა პირებმა შეღებეს.

კორიფაძე აცხადებს, რომ კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ვანდალური ფაქტი მისთვის უცნობია, თუმცა ის აცხადებს, რომ პარტიის ოფისების შეღებვა მთავრობის დაკვეთით ხორციელდება. ანალოგიური ფაქტები მოხდა თითქმის ყველა რეგიონში.

'.$TEXT['print'].'