გურიის 30 სოფელი ინტერნეტით ისარგებლებს
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის 30 სოფელი ინტერნეტით ისარგებლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. 
პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა. 
პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის - აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი - 500-მდე სოფლისთვის. 
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს  გურიის 30 სოფელი, მათ შორის, ნიგვზიანი, ქვიანი, ლესა, ბოხვაური, გვიმრალაური, აცანა;

'.$TEXT['print'].'