„შეიძლება აქ ყველანი მოვიწამლოთ”-დანგრეული საყდრისი, ელიტური კორუფცია და მოსახლეობის შიში (ფოტოკოლაჟი)
ავტორი: გიორგი სირაძე
„შეიძლება აქ ყველანი მოვიწამლოთ”-დანგრეული საყდრისი, ელიტური კორუფცია და მოსახლეობის შიში (ფოტოკოლაჟი)

უძველესი ოქროს მაღარო თუ ბუნებრივი ნაპრალი, რომელმაც ქართულ-გერმანულ ექსპედიციას გრანტი მოაპოვებინა?!

“აქ ბევრი მოდის და ამბობს: ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, მაგრამ ისინიც მხოლოდ ფულს იღებენ და გარბიან. არავინ არაფერს აკეთებს, არავის ადარდებს, რომ შეიძლება აქ ყველანი მოვიწამლოთ. ჩვენ განწირულები ვართ”,- ამ სიტყვებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის  თითოეული მცხოვრებისგან მოისმენთ. 

საყდრისი ყაჩაღიანის საბადოს დიდი ნაწილი უკვე აღარ არსებობს და განადგურებულია. „არემ ჯი გოლდი“ სამუშაოებს ბულდოზერებით ახორციელებს. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია აბრებიც, რომელიც იუწყება, რომ ეს ტერიტორია კომანიის საკუთრებაა და იქ შესვლა აკრძალულია. თითქმის 5 ათასი წლის წინ  გათხრილი ოქოს საბადოს არსებობა „არ ემ ჯი გოლდიმ“ ორი აფეთქებით დაასრულა. მის ნანგრევებთან, ორგანიზაცია „მწვანე ალტირნატივას“ ორგანიზებით, 30-მდე ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი ჩავედით.  თუმცა, შემთხვევის ადგილზე ჩვენი მისვლიდან რამდენიმე წუთში სპეციალურ ფორმაში გადაცმული ორი მამაკაცი მოვიდა, რომელიც ჟურნალისტებს და „მწვანე ალტერნატივას“ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ტერიტორიის დატოვებას გვთხოვდა.

-წარმოგვიდგინეთ დოკუმენტი რის საფუძველზე არ გვიშვებთ ტერიტორიაზე?
-დატოვეთ ტერიტირია გაფრთხილებთ!
-და თუ არ დავტოვებთ?
-პოლიციას გამოვიძახებთ.
-და თქვენ ვინ ბრძანდებით?
-დატოვეთ ტერიტორია!!!


როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საყრდირისის ტერიტორიაზე კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ სამუშაოები ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობს. იმავე ტერიტორიაზე მუშებისთვის ღამის გასათევი ვაგონებიც არის განთავსებული:
„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლი გახდა, მტვერია და ვიწამლებით, აქ არანაირი საბადო აღარ არსებობს. აქააა დიდი ორმო, საიდანაც გააქვთ ნედლეული და ჩვენ გვწამლავენ. არ ჩერდება მუშაობა, მთელი ღამით მიმდინარეობს მანქანების მიმოსვლა.  ასე თუ გაგრძელდა, აქ ნამოსახლარი დარჩება. პოლიციაც შეკრულია ამათთან. ეტყობა ბრძანება აქვთ გაცემული, არავინ მიუხლოვდეს ტერიტორიას. ეს არის ამ ხელისუფლების და პირადად ივანიშვილის დამსახურება. “-  აცხადებენ ადგილობრივები.
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, წყალი რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს, ციანიდებით და სხვა მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული.
„ აქ ტყით სარგებლობის ყველაზე მავნე ფორმაა გამოყენებული, ამ საქმინობისთვის მათ არ მოეთხოვებათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება და ფაქტობრივად არის გარემოს შეუქცევადი დეგრადაცია. ის არასოდეს არ აღდგება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. წყალი, რომელიც ციანიდებით და სხვა მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული სად მიდის? როგორც წესი, ჩაედინება მდინარე მაშავერაში და სარწყავ სისტემებში, მერე ჩვენამდე მოდის. თქვენ ხედავთ მტვრით დაბინძურებას. სავალი გზა არის დაბინძურებული, კარიერის გადამუშავებით მძიმე მეტალები ხდება გრუნტის წყლებში და მერე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვის ძალიან მძიმე შედეგები. ადგილობრივების შრომისა და საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმეა - აცხადებს მაჭარაშვილი.
როგორც მაჭარაშვილი განმარტავს, ის რაც კაზრეთში ხდება, ეს არის ელიტური კორუფციიის თვალსაჩინიო მაგალითი.
„წიაღის მრეწველობა, ყველაზე მძიმე დატვირთვაა გარემოსთვის. ეს იწვევს საბინადრო გარემოს მთლიან განადგურებას, ფართოფოთლიანი ტყე, შეცვლილია ქვის უდაბნოთი, სადაც სიცოცხლის ნიშანწყალი არაა. მოპოვების ადგილზეც ხდება ჰაერის დაბინძურება.  აღსანიშნავია ის, რომ გამოსატუტის მოედნის მშენებლობა დაიწყეს მანამ, ვიდრე აიღებდნენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას. მის გარეშე ასეთი სახის საქმიანობა, არის სისხლის სამართლის დანაშაული. გარემოს დაცვის სამისტრომ იმის მაგივრად, რომ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა, მათ შესთავაზა  მოეტანათ საბუთები, სადაც ეწერებოდა, რომ ადგილზე უკვე დაწყებული აქვთ საქმინობა. ეს არის ელიტური კორუფციიის თვალსაჩინიო მაგალითი“ - აცხადებს მაჭარაშვილი.

'.$TEXT['print'].'