მოსწავლეთა რაიონული საჭადრაკო ჩემპიონატი 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის დღეს დაუკავშირეს
ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება. I-II ეტაპზე ჩემპიონატი 12 და 14 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის გაიმართება, თითოეულიდან გამოვლენილი 3-3 მოჭადრაკე (ჩემპიონები და პრიზიოორები) დაშვებულ იქნება აბსოლუტურ ჩემპიონატში, რომელშიც მათთან ერთად სასკოლო ასაკის (17 წლამდე) წარმატებული მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას. I-II ეტაპი გაიმართება 12-24 მაისს, ხოლო ფინალური ეტაპი _ 27-31 მაისს.
გამოვლენილი ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით 1 ივნისს _ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
საჭადრაკო ღონისძიება ორგანიზებულია გურიის ჭადრაკის ფედერაციისა და ოზურგეთის სასპორტო სკოლის მიერ.
'.$TEXT['print'].'