თეიმურაზ თავამაიშვილი: "ყველაზე ბედნიერი გურიაში ვარ"
თეიმურაზ თავამაიშვილი:
_ ჩემი ნათესავები კატო და გიგი ნაცლიშვილები საქართველოს კალათბურთელთა გუნდში თამაშობდნენ, მათ თამაშებს რომ უყურებდი, სურვილი გამიჩნდა, მეც კალათბურთელი გამოვსულიყავი, ამაში ჩემი ფიზიკური მონაცემებიც მიწყობდა ხელს. თავდაპირველად თამაში თვრამეტ წლამდე ჭაბუკთა ნაკრებში დავიწყე და დღეს უკვე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი ვარ.
_ თემურ, რამდენადაც ვიცით, თბილისის `დინამოში~ გადასვლამდე საჩხერის გუნდში თამაშობდით, როგორ წარიმართა თქვენი პირველი დღეები `დინამოში~?
_ ეს დღეები შესანიშნავი იყო, ყველა კალათბურთელი ძალიან დამეხმარა. პირველი დღეები თავისთავად რთული იყო, მაგრამ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველა კალათბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ხუთი დაგვტოვეს.
_ ამ ეტაპზე რა მიზანს ისახავს გუნდი?
_ პლეიოფებისთვის მებრძოლი გუნდი ვიქნებით, ოთხეულში მოსახვდრად ვიბრძოლებთ, ამის შემდეგ გადანაწილდება შედეგები. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
_ საქართველოზე, როგორც საკალაბურთო ქვეყანაზე რას იტყვი?
_ საქართველოში წინა წლებში ფინანსურად წელმაგარი გუნდები იშვიათობა გახლდათ. ჩვენ ძალიან გვჭირდება სპორტული წარმატებები არამარტო კალათბურთში, არამედ სხვა სახეობებშიც. სწორედ ძლიერმა საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებმა უნდა მოიპოვონ საერთაშორისო ორგანიზაციების დამატებითი მხარდაჭერა. ამჟამად ჩვენს გუნდში საუკეთესო პირობებია და იმედი მაქვს, `დინამო~ კარგ შედეგს მიაღწევს ჩემპიონატში.
_ გურიას ხშირად სტუმრობთ?
_ ძალიან დაკავებული ვარ და დიდი სურვილის მიუხედავად, მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებ მშობლიურ ოზურგეთს ვესტუმრო. ბავშობა აქ გავატარე, მეხუთე კლასამდე აქ ვსწავლობდი და ამიტომაც, გამორჩეულად მიყვარს ეს მხარე. ყველაზე ბედნიერი გურიაში ვარ. როცა დროს გამოვნახავ, ყოველთვის აქ ჩამოვდივარ.
'.$TEXT['print'].'