ჯონ ბასი -`რეგიონულ მედიას აქვს დიდი უპირატესობები ეროვნულ მედიასთან შედარებით. გამოირჩევა კარგი კითხვების დასმის უნარით და ამას ავღნიშნავდი როგორც სიძლიერეს~
.
-თამთა დოლიძე –(სამაუწყებლო კომპანია გურია)პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისათვის და იმისათვის, რასაც თქვენ და აშშ საელჩო აკეთებთ რეგიონული მედიისათვის. რაც შეეხება შეკითხვას, თქვენ პროფესიით ჟურნალისტი ბრძანდებით, ვიცით ისიც ,რომ შტატებში რეგიონული მედია საკმაოდ განვითარებულია და სერიოზულ ძალას წარმოადგენს, მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ უყურებთ საქართველოში რეგიონული მედიის განვითარებას, რა გამოწვევები გვაქვს და რა არის საჭირო რეგიონული მედიის წარმატებისთვის?
ჯონ ბასი შესანიშნავი კითხვაა, ბოდიშს გიხდით არ ვახსენე, ჩემი მეუღლე ჰოლი, ჩემთან ერთადაა, ისიც მზად არის გასცეს თქვენს კითხვებს პასუხი, თუ გექნებათ ასეთი. ავღნიშნავ რომ, როგორც ბევრი რამ საქართველოში, რეგიონალური მედიის განვითარებაც სამუშაო პროცესშია. ამავე დროს რეგიონალურ მედიას აქვს დიდი უპირატესობები ეროვნულ მედიასთან შედარებით. პირველ რიგში ეს გახლავთ ის შესაძლებლობა, რომელიც გამოიხატება პროფესიონალთა შენარჩუნებაში, პროფესიონალები ხანგრძლივი დროით მუშაობენ ერთი კონკრეტული გამოცემის თანამშრომლებად. ეს აისახება უდავოდ ღრმა ცოდნაზე თემებისა, რომლებზეც ისინი მუშაობენ. გამოირჩევან კარგი კითხვების დასმის უნარით და ამას ავღნიშნავდი როგორც სიძლიერეს. მეორეს მხრივ ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც რეალურად დგას ბეჭდვითი მედიის წინაშე, ეს არა მხოლოდ საქართველოშია პრობლემა, არამედ მთელს მსოფლიოში, ეს გახლავთ ეკონომიკური მხარე. საქართველო მცირე ქვეყანაა და მიუხედავად ამისა, აქ არის რეგიონები, სადაც მოსახლეობას მუდამ აინტერესებს შეიტყოს კონკრეტული რეგიონული სიახლეები. ეს გარკვეულწილად უპირატესობასაც აძლევს რეგიონალურ მედიას, მაგრამ ამავე დროს, ის განიცდის სირთულეს რეკლამის მოზიდვის თვალსაზრისით. აქ საუბარი არ არის იმაზე, მედია გახდეს მაინცადამაინც მომგებიანი, მინიმუმ უნდა უზრუნველყოს მან, რომ არ იყოს წამგებიანი მაინც. ამ შემთხვევაში გამოწვევის დაძლევის გზა შეიძლება იყოს თანამშრომლობაში, რეგიონალური მედის წარმომადგენლებმა უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში და უფრო დიდი ბაზარი შესთავაზონ რეკლამის მომტანებს. ეს მისცემს საშუალებას რეგიონალურ მედიას შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა. პროფესიონალური ხარისხი და თემატიკა, საინტერესო მათი აუდიტორიისთვის.
თეა იოსელიანი- გაზეთი `გურიის მოამბე`პირველ რიგში დიდ მადლობა მინდა გადაგიხადოთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გახსნისათვის, ეს ორგანიზაცია, ისეთ ტიპის მედია საშუალებებისათვის, როგორიც ჩვენ ვართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ოფისის წამომადგენლებთან და მივიღეთ თანხმობა, რომ იქ შესაძ;ლებელი იქნება დისკუსიების, შეხვედრების მოწყობა და გადაცემების ჩაწერაც კი, რაც ჩვენთვის მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. გვაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ჟურნალისტიკის როლს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან მიმართებაში?
ჯონ ბასი -მოხარულ ვარ რომ თქვენ აპირებთ წვლილის შეტანას და სარგებლობას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრით. მიგვაჩნია, რომ მნიშვნლოვანი ელემენტია, რომელიც დააკმაყოფილებს იმ ინტერესს, რაც არსებობს საზოგადოებაში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს მთავრობა, როგორ საქმიანობს იგი. ასევე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტ აქტიურ ურთიერთობაში, საუბარში ჩაერთონ. საჯარო საუბარი ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვან ნაწილად დემოკრატიული კულტურისა. როცა საზოგადოების წარმომადგენლები ერთად მუშაობენ სხვადასხვა საკითხების თემებზე და ეძებენ მოგვარების გზებსაც. საქართველოში იქნება ეს თუ უცხოეთში, ყოველთვის აქტუალურია. მაგრამ არ არსებობს მხარე, რომელიც იქნება სრული ჭეშმარიტების გამხმოვანებელი და მეორე მხარე, რომელიც ასპროცენტიან მცდარ პოზიციას წარმოადგენს. ყოველთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში საქმე ეხება ღირებულებას და სარგებელს, ყოველთვის უნდა შეეცადოს საზოგადოება სწორი ბალანსი მოიძებნოს საუბრისა და მსჯელობის შედეგად. გაკეთდეს სწორი არჩევანი. ალტერნატივა ამას არა აქვს და სწორედ ამას უნდა შეუწყოს ხელი ჟურნალისტებმა და მედია საშუალებებმა.
ეკა მგელაძე(რადიო `იმედი~, რეგიონული წარმომადგენელი) მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა თქვენი შეხვედრის შესაძლებლობა, იმიტომ, რომ თქვენი, როგორც ყოფილი ჟურნალისტის ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის მისაღები და გასათვალისწინებელია. მოკლე კითხვა მაქვს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, მაინტერესებს მოქმედებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამა, თუნდაც მედიასთან ურთიერთობის კონტექსტში და არის თუ არა ადგილი შეზღუდული?
ჯონ ბასი -ნამდვილად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გამოკვეთეთ თქვენ, ეს გახლავთ ნაწილი საქართველოს დემოკრატიის განვითარების შემდგომი ეტაპისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეებს შეეძლოთ მოახდინონ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ან მიიღონ შენიშვნები, კითხვები, ან საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან მოისმინონ მათი ხედვა. არ არის აუცილებელი სახელმწიფო მოხელე იზიარებდეს იმ აზრს, რომელსაც აწვდის მას საზოგადოების ესა თუ ის პირი. ან რომელიმე კონკრეტული ორგანიზაცია. თეორიულად მას ისიც უნდა შეეძლოს, რომ თქვას: ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოზიციის ერთგული დავრჩებით. ჩვენ ვმუშაობთ ამჟამად კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას. განსაკუთრებით ეს ეხება მათ ურთიერთობებს საზოგადოებასთან, მაგრამ ეს პროექტი ამჟამად სამუშაო პროცესშია და სრულდება მისი დახვეწა. მე იმედი მაქვს, რომ ზუსტად ეს მიმართულება ხელს შეუწყობს, რომ უფრო მტკიცე იყოს საზოგადოების ჩართულობა და საჯარო მოხელეებისა თუ არჩეული ოფიციალური პირების ანგარიშვადებულება.
ნატო გოგელია - (გაზეთი `გურია ნიუსი`)მე ძალიან ისეთი კითხვა მაქვს, რომელსაც გავაერთიანებ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თბილისში და რეგიონებში დაიწყო სამოქალაქო აქტივობა ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს და ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრები, ამაში ჩართულები არიან საერთაშორისო მისიები და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, მაინტერესებს როგორ აპირებს ამერკის საელჩო ამ პროცესში ჩართვას, ან ჩაერთვება თუ არა და რა ფორმით ? და ასევე ამ თემას ეხება, როგორ აფასებთ პრესკონფერენციას, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს ერთგვარი პრესკონფერენცია, რაც იმ შეხვედრაზე მოხდა ჟურნალისტების მხრიდან?
ჯონ ბასი – მიგვაჩნია, რომ მოქალაქეობის თემა გახლავთ საქართველოს და საქართველოს სასამართლოების კომპეტენციის საკითხი და მათი გადასაწყვეტია. ეს გახლავთ სამართლებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. გვსურს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იყოს საქართველოს იურისპუდენციის შესაბამისი, ხოლო შემდგომი პროცედურები იყოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. რაც შეეხება პრესკონფერენციას, გამაკვირვა, თუ როგორ მიუდგა ზოგიერთი თქვენი კოლეგა ამ პრესკონფერენციის მსვლელობას. მე პირადად, ვისურვებდი, უფრო მეტი კითხვა დასვან ჟურნალისტებმა და ნაკლები განცხადებები გააკეთონ. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი უფრო ალეგორიულად და ფარული კონოტაციებით საუბრობდა და არ სვამდა პირდაპირ კითხვებს. დასანანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ პრესკონფერენციის შედეგად ვერ შეძლო მიეღო პასუხი კითხვებზე თუ ვინაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რისი სჯერა მას და როგორ ესახება იმ გამოწვევების დაძლევა, რაც დგას ამჯერად საქართველოს წინაშე.
ნუგზარ ასათიანი( გაზეთი `ალიონი~) მოხარული ვარ, რომ კიდევ ეთხელ მომეცა თქვენთან შეხვედრის საშუალება. როგრც თქვენ ბრძანეთ რეგიონალურ მედია საშუალებებში გაცლებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ცენტრალურ მედია საშუალებებში, მაგრამ სამწუხაროდ, სახელმწიფო რესურსის არასწორი გამოყენება სხვადასხვა პირობებში აგდებს სხვადასხვა მედია საშუალებებს, როგორ ფიქრობთ რა დახმარება სჭირდებათ დონორი ოგანიზაციებიდან მედია საშუალებებს განვითარებისათვს, რომ მათ ამავდროულად შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი.?
ჯონ ბასი – ერთ-ერთი საინტერესო სფერო მედიისთვის ჩემი აზრით ამ ბოლო პერიოდში არის ინტერნეტი და ის შესაძლებლობები, რასაც გვთავაზობს სოციალური მედია. ეს გახლავთ ახალი მიმართულება, რომელსაც სულ უფრო მეტი ბეჭდვითი გამოცემა ირჩევს. ეს ასევე ითხოვს საკმაო მცირე რესურსებს. რასაკვირველია, საქართველოში ეს დამოკიდებულია ინტერნეტის გავრცელებასთან, მოქალაქეების მის ხელმისაწვდომობასთან. ეს თავისთავად არჩევანს მისცემს ბეჭდვით მედიას გადაერთოს თუ არა ამ საშუალებაზე. ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის უნარი, რასაც ზოგიერთი ქართულ მედია საშუალება იჩენს ამ მხრივ, რომლებიც გადადიან ინტერნეტ პლატფორმებზე და ამას ახორციელებენ სწრაფი ტემპით. ისინი აფართოებენ აუდიტორიასაც. მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში მოინახება მედია საშუალებ,ა რომელიც მონახავს სხვა მედია საშუალებას და შექმნიან გაეთიანებებს, რითაც ისინი შეეცდებიან უკეთ წარმოაჩინონ თავი ეროვნული და ცენტრალური მაუწყებლების ფონზე.
ნატო გოგელია-(გაზეთი `გურია ნიუსი`)ბატონო ელჩო, მე მაქვს კიდევ ერთი შეკითხვა, ბუშის ადმინისტრაციის შეცდომა იყო ის, რომ სანამ ცეესკო გამოაცხადებდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მანამდე მიულოცა ადმინისტრაცამ სააკაშვილს გამარჯვება. მე მაინტერესებს ეხლა რა ხდება, როგრ მონიტორინგს განახოციელებს ამერიკის შეერთებული შტატები იმ არჩევნებზე, რომელიც წინ გველის. როგორი იქნება თქვენი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, იმ ფონზე, როცა ჩვენ ვხედავთ რომ უკვე დაიწყო სერიოზული ზეწოლები კონკრეტულ პარტიებზე, `ქართუ ბანკის~ მაგალთს მოვიხსენიებ, დაყადაღებულია ახლაც გარკვეული თანხა, ივანიშვილის მომხრეების უმრავლესობა არის დაჭერილი, მე აქვე მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს, ეს არის დაზუსტებული ფაქტი, 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს შეემთხვა ავარია, დაეჯახა ახალგაზრდას, ეს შემთხვევა არ დასრულებულა რთულად და საქმე პოლიცაში არ აღძრულა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლაზე, ეს საქმე განაახლეს, ადამიანი ძალით მიიყვანეს დასაკითხად, ათქმევინეს რომ მაშინდელმა პოლიციის უფროსმა დიდი ფულ აიღო, აღძრეს საქმე და ამ ეტაპზე გირაოთია გამოშვებული. ანუ ეს და ასეთი პოცესები ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან რთული არჩევნები გველის წინ და ამიტომ მაინტერესებს თქვენი ხედვა, თქვენი როლი რა იქნება აი ამ პროცესების დარეგულირებაში?
ჯონ ბასი - პირველ რიგში ვიტყვი, რომ არ ვიღებ ფაქტად იმ მოვლენებს, რომლებიც თქვენ გადმოეცით როგორც შემდგარი და დასაბუთებული ფაქტი. თუმცა ამავე დროს ვაღიარებ თქვენს უფლებად, რომ თქვენ მოიხსენიოთ ეს ფაქტად. ამავე დროს ავღნიშნავ, რომ პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმყოფებოდი საქართველოში იმ პერიოდში, 2008 წელს, რომელიც თქვენ ახსენეთ, არ ვთვლი რომ დრო იყო არჩეული შეცდომით, ამავე დროს ავღნიშნავ იმასაც, ამერიკის შეერთებულ შტატები არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან პიროვნებას, შეერთებული შტატები დაინტერესებულია ამ ქვეყანამ გააძლიეროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და დემოკრატიული კულტურა. გააძლიეროს ლეგიტიმურობა არსებული ინსტიტუტებისა.
რაც შეეხება კამპანიას და საარჩევნო პერიოდს, ჯერ საპარლამენტოს და შემდეგ საპრეზიდენტოს, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით რათა უზრუნველვყოთ გარემო, რომელიც იქნება კონკურენტული, სამართლიანი, გამჭვირვალე ყველა კანდიდატისთვის, ყველა პირისთვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ეს ნაწილობრივ გულისხმობს ტრენინგებს, რომლებსაც ჩვენ ვუტარებთ პოლიტიკურ პარტიებს და ამას გავაგრძელებთ მომავალში. ეს ეხება მნიშვნელოვან საორგანიზაციო სამუშაოებს. მათ შორის ამ პარტიების მიერ კანდიდატების შერჩევას, გამოყოფას მათი რიგებიდან. ამ პერიოდში ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ურთიერთმოქმედებენ პარტიები, განსაკუთრებით კი, ხელისუფლებაში მყოფი პირები. როგორ იყენებენ ისინი მათ პოზიციას. ძალიან ყურადღებით მივიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც შემოვა იმ შესაძლო ქმედებების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული კონკურეტული ბალანსის შესაცვლელად, გადასაწონად ერთ-ერთ მხარეს. ამ ფაქტების მიღების შემთხვევაში ამას შევატყობინებთ შესაბამის ადამიანებს. შეიძლება ეს იყოს საჯარო, ზოგჯერ კი შეიძლება არ გაკეთდეს საჯარო განცხადება, მაგრამ ამის შესახებ შევატყობნოთ კერძო საუბრებში. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით გამოსწორდეს ის შექმნილი ვითარება ან არ განმეორდეს მომავალში.
თამთა დოლიძე (სამაუწყებლო კომპანია გურია) თქვენს მეუღლეს მინდა შევეკითხო, მაინტერესებს მოასწრო თუ არა მან ჩვენი მხარის დათვალიერება და მისი შთაბეჭდილებები გურიაზე როგორია?
ჰოლი ბასი ( ჯონ ბასის მეუღლე) მოხარული ვარ რომ ვარ გურიაში, თქვენი რეგიონი არის ერთ-ერთი პირველი, რომელსაც მე ვესტუმრე საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის დროს და ყოველთვს მიხარია როცა ამ რეგიონს ვსტუმრობ. განსაკუთრებით საინტერესოა ზღვისა და მთის შერწყმა, რომელიც თქვენს რეგიონშია განსაკუთრებით.
'.$TEXT['print'].'