ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

 1. ბავშვებში კბილების კრაჭუნს (განსაკუთრებით ძილის დროს) სამი მიზეზი აქვს: ა) ნევროზი ბ) ჭიებით ინვაზია გ) კალციუმის ნაკლებობა.
2. ნებისმიერი დაავადება ჰორმონალური  დისბალანსით იწყება. Hჰორმონალურ დისბალანსს კი, იწვევენ ქსენოესტროგენები. ეს ის ქიმიური ნაგავია, რომელსაც ვიღებთ _ პესტიციდებიდან, ჭუჭყიანი ჰაერიდან, უხარისხო პროდუქტებიდან. ისინი ორგანიზმის ნორმალურ ქიმიურ რეაქციებს ცვლიან, არღვევენ ფიზიოლოგიურ მიმდინარეობებს, შლიან ჰორმონალურ სისტემას. მათი სასიკვდილო მოქმედების შეჩერება შეუძლია, მხოლოდ ნივთიერება - ინდოლას, ინდოლა არის შემდეგ პროდუქტებში: კომბოსტო, პირშუშხა  (წინა თავებში ხშირად ვუსვამდი ხაზს პირშუშხას, როგორც კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტს), ბოლოკი, სატაცური, კოლრაბი, მიწამხალი. ჩამოთვლილი პროდუქტები ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმების დაწვას, განსაკუთრებით, ქონის შემცირებას. პროდუქტები ჰორმონალურ ცვლას არეგულირებენ. Nნორმალური ჰორმონალური ცვლა, ადამიანის ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.Mმუცელზე ცხიმი იმ ადამიანს აქვს ჭარბად, ვისაც ესტროგენების ცვლა აქვს დაქვეითებული. ინდოლას საშუალებით, კომბოსტო და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, აჩერებენ უხარისხო საკვების მავნე შედეგებს ორგანიზმში. შედეგად ამისა, დიდი შანსია, რომ ადამიანი გადაურჩეს კიბოს.
3. ბავშვის წონა (ნაკლები და ზედმეტიც) პირდაპირი მაჩვენებელია მისი ჯანმრთელობის სტატუსის. Dდაბადებისას ყველაზე ნორმალური წონაა 3500გრ. Mმას ბავშვი 4 ან 4,5 თვის ასაკში აორმაგებს. ერთი წლის ასაკში ასამმაგებს. შემდეგ წლებში წონა ორი კილოგრამით მატულობს. Eე.წ. გარდატეხის ასაკში ყოველწლიურად შეიძლება ბავშვმა 6-7 კგ. მოიმატოს. Pპირველ ან მეორე კლასში ერთი წლის ასაკში ყოფილი წონა ორმაგდება, თორმეტი წლის ასაკში კი ოთხმაგდება. 1-დან 6 წლამდე ბავშვს ნორმალური წონა = ასაკის წლებში 2-დან 8-წლამდე. 4 წლამდე და 8-დან 10-მდე წლებში, ყველაზე მეტს იმატებენ წონაში. 5-დან 6 წლამდე ასაკში უფრო სიმაღლე იმატებს, ვიდრე წონა.
4. ამერიკელი და ევროპელი პედიატრიული სკოლების მკვეთრი მითითებით, ხელოვნურ კვებაზე მყოფმა წლამდე ბავშვმა _ 4 თვიდან ხშირად, უნდა მიიღოს გოგრის ფაფა, ხოლო თუ ბუნებრივ კვებაზეა ბავშვი, მაშინ 6 თვიდან.
5. მოსახლეობა ხშირად სვამს კითხვას თირკმლიდან კენჭების, ქვების და ქვიშის გამოდევნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამის საწინაამდეგო კარგი მედიკამენტები არსებობს, ხალხს მაინც ფიტოთერაპია ურჩევნია. ნარჩენი ქვიშის გამოსადევნად, ფიტოთერაპიას ევროპის უმაღლესი რანგის კლინიკებშიც მიმართავენ. ფიტოთერაპია პირადი ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს. ბუნებრივი, ორგანული კალციუმი ყველაზე აუცილებელია ორგანიზმისთვის. ის ყველაზე მეტი უმ ხილსა და ბოსტნეულშია. ღვიძლიდან ორგანიზმი მას უდანაკარგოდ ითვისებს. ორგანიზმისთვის არასასურველი ბალასტია არაორგანული კალციუმი. ორგანიზმის იმუნიტეტი სისხლის და ლიმფის საშუალებით, პირველივე წუთებიდან იბრძვის, რომ არაორგანული კალციუმი გარეთ გამოაძევოს. მას იღებს ადამიანი, სითბურად დამუშავებულ სახამებლისა და შაქრისაგან, ფქვილეულიდან და საკონდიტრო ნაწარმიდან. არაორგანული კალციუმის გარეთ გამოსაძევებლად ორი გზაა. პირველი ესაა სანაღვლე გზები, მეორე კი სისხლძარღვთა უპერსპექტივო დასასრულები. ამ შემთხვევაში კი ¬_ თუ სწორ ნაწლავში გამოილექა ბუასილი განვითარდება, თუ მუცლის ღრუში ¬_ მაშინ სიმსივნეა მოსალოდნელი. თუ ცუდი კალციუმი ამ ღრუებში გაძვრა, მაშინ ის თირკმელში ლოკალიზდება და ქვები წარმოიქმნება. გამოიყენეთ კენჭოვანი დაავადების ყველაზე ეფექტური მეთოდი. ფიტოთერაპიაში _ ერთი ცალი კარგად გაწურული დიდი ზომის ლიმონის წვენი 1 ჩაის ჭიქაში ჩაასხით, ზედ დაასხით მდუღარე წყალი ნახევარზე მეტ ჭიქას ფარავდეს, მაგრამ ბოლომდე არ გაავსოთ. ასეთი ჭიქა ასე მომზადებული ორჯერ მიიღეთ დღეში. პირველი  ჭიქა უნდა უზმოზე. თუ გასტრიტი გაქვთ მაღალი სიმჟავით ან კუჭის წყლული ამას ვერ გააკეთებთ. დღის განმავლობაში საჭიროა, აგრეთვე 10 წილი სტაფილოს, 3 წილი  კიტრის და 3 წილი ხახვის წვენი. ქვიშა 1 კვირის მანძილზე გამოიდევნება. ტკივილის შემთხვევაში ექიმის კონტროლის ქვეშ მიიღეთ სპაზმის მომხსნელები.
6. პანკრეატიტი მძიმე დაავადებაა. ხშირად ის შენიღბულად, უსიპტომოდ მიდის. თუ თქვენ ნერწყვის გამოყოფა _ ჰიპერსალივაცია გაგირძელდათ, ხშირად გულისრევის შეგრძნებაა, ცხიმიანი საკვები გძულთ, მუცელი ხშირად გებერებათ ხან კუჭ _ ნაწლავის დისკომფორტიცაა _ ეს არის პანკრეასის დაავადება. კერძოდ, მისი გარე სეკრეციული უკმარისობის სინდრომი _ პანკრეატიტის დისპეფსიური სინდრომით. ქრონიკული პანკრეატიტი ძალიან შენიღბულია და მას, ხშირად, შეცდომით სხვა დაავადებად მკურნალობენ. ქრონიკულ პანკრეატიტს 3 მკვეთრი სიმპტომი აქვს: ა) ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში. ბ)ზემოდ აღნიშნული  გარესეკრეციული სინდრომი ან გ)შიდასეკრეციული უკმარისობის სინდრომი, რაც დიაბეტითაა გამოხატული. ქრონიკული პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის წინარე დაავადებად ითვლება. მისი ამ ფორმაში გადასვლა, დიდადაა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების რეჟიმზე ამიტომ, თუ ეს ჩივილებია, ძალიან ფრთხილად იყავით. ქრონიკული პანკრეატიტს აპროვოცირებს შემდეგი გარემოებები: ა)ალკოჰოლის ხშირი მიღება, ბ)ნაღვლის ბუშტის პრობლემები, დაავადებული ნაღველი პანკრეასის სადინარში ან კენჭის წარმოქმნისაგან ანთებას იწვევს გ)ნაწლავების დაავადებები და წყლულები. დ)ცხიმიანი, მჟავე, მწარე, შებოლილი, შემწვარი, ცხარე საკვების ხშირი გამოყენება ე)ჩიყვი და ფარისებრი ახლო ჯირკვლის დაავადებები. ფარისებრი ჰორმონის გავლენით პანკრეასის წვენში ირღვევა კალციუმის ბალანსი წყალსა და ბიკარბონატებს შორის, რის შედეგად პანკრეასის სადინარის დაცობა ხდება კალციუმით და ცილებით.
7. ორფერის ბალახზე ხშირად სვამს მოსახლეობა კითხვას, განსაკუთრებით პედაგოგები, რადგან ის ჩახლეჩილი ხმის აღმდგენია. მაგრამ, არა მარტო ეს. უძველესი მედიცინიდან დაწყებული მას ,,ფილტვების ბალახი~ ჰქვიოდა. არა მარტო მოსახლეობა, არამედ მედიცინაც ძველი დროიდან მას ფილტვების და ბრონქების დაავადების დროს იყენებდა. ხველას ის იმიტომ ანელებს, რომ დადებითად მოქმედებს სასუნთქი გზების ლორწოვანზე. ის ასევე გამოიყენება საშარდე გზების ანთების დროს, ყველა ანატომიურ რგოლში, მათ შორის, თირკმლის ანთების დროს. ადრეულ მედიცინაში მისი დახმარებით არჩენდნენ ჩიყვს. დღესაც აქტურად იყენებენ ბრონქიტისა და ხმის ჩახლეჩის დროს. სხვადასხვა დაავადების დროს, მისი შემზადების ფიტოთერაპია სხვადასხვაა ასევე ის გამოიყენება გასტრიტის ქრონიკულ ნაწლავთა აშლილობის და შარდის ბუშტის კენჭების დროს. ორფერა, როგორც მკურნალობაზე ფიტოდანამატი უნდა დანიშნოს ექიმმა. როგორც ავღნიშნე, მომზადების წესი სხვადასხვაა, განსხვავებული პათოლოგიების დროს. გთავაზობთ ორფერას მომზადების წესს, რომელიც მხოლოდ გამოიყენება ჩახლეჩილი ხმის მოსაყვანად (არასიმსივნური პროცესის დროს). 2 ს/კ ორფერს დაასხით 0,5 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ თაფლთან ერთად. 5-ჯერ დღეში 50 მლ _ საუბარია ზრდასრულ პაციენტებზე.
მარინა ტოტოჩავა

'.$TEXT['print'].'