ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

1. თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავი აწუხებს, მაშინ მისი წნევის ცვალებადობა, პირდაპირ არის დაკავშირებული, ამ სისტემის მდგომარეობასთან. უფრო ხშირად, ოდნავ მომატებულ წნევაზეა საუბარი, რომლის დაბალანსება გაძნელებულია წნევის მედიკამენტით, სანამ კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის ანუ საბაზისო პრობლემა არ მოიხსნება. დღეს ამის მაგალითები უამრავი გვხვდება. სამწუხაროდ, ასეთი პაციენტები ძალიან ხშირად, ნევროპათოლოგებთან ხვდებიან თავბრუხვევის გამო და ნევროლოგიურ წამლებს იღებენ. თანამედროვე პირობებში კუჭ-ნაწლავის და სანაღვლე გზების პრობლემები სიმპტომურად შეცვლილი და შენიღბულია. უამრავი პრაქტიკული მაგალითი გვიჩვენებს, რომ  ეს ფაქტორები თეორიულად ახალ ჭრილში უნდა დავაპოსტულატოდ. მაგალითისათვის, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს  მცირედ მომატებული წნევა და თავბრუხვევა, ყოველგვარი გულისრევისა და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის გარეშე (მაგ. ასეთი პაციენტი სამი მყავდა დღეს).ეს კი იყო მწვავე გასტრიტი და სანაღვლე გზების დისკინეზია.
2.  თუ ბოყინი გაქვთ, ლაყე კვერცხის სუნით, მაშინ ქრონიკული გასტრიტი გაქვთ მჟავიანობის დაქვეითებით.
3. თუ 1 წლამდე ბავშვს, შესაბამისი ფორმულის მიხედვით, წონის სიჭარბე აქვს, თუნდაც I ხარისხით გამოხატული, პედიატრმა ის ბავშვთა ენდოკრინოლოგთან უნდა გაგზავნოს. ასე, რომ, ბუთქუნა ბავშვის მოფერებაში დიდ დროს ნუ დაკარგავთ. სჯობს ის, კარგ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან მიიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაადრევ  ასაკში მიიღება დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, მათ შორის იმპოტენციაც.
4. ბავშვს თუ რამდენიმე კბილი აქვს დაზიანებული, ის ჯანმრთელობის III ჯგუფს მიეკუთვნება
5.  პაროდონტოზი (სისხლის დენა ღრძილებიდან) არასოდეს არ არის იზოლირებული სინდრომი. ამიტომ, მარტო სტომატოლოგის დანიშნულებით, საბოლოოდ, ვერ მორჩება. როგორც ბავშვთა ისე, ზრდასრულ ასაკში ღრძილიდან სისხლდენის მიზეზებია: ფოსფატ-დიაბეტი, ხელისგულ-ფეხისგულების დისკერატოზი, ზოგიერთი სისხლის პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ამიტომ, სტომატოლოგებს უნდა ახსოვდეთ, რომ პაროდონტოზს პედიატრისა და თერაპევტის გარეშე ვერ მოარჩენენ საბოლოოდ. მიიჩქმალება პროცესი და ადამიანი, შეიძლება, სერიოზული დაავადების ბოლო სტადიაში გადავარდეს.
6. ბავშვებში კბილების დაზიანების, უფრო სწრაფი მიზეზი, შაქრის სიჭარბეა, ვიდრე ფოსფორის და კალციუმის დაქვეითება
7.  ტერფმრუდობის მკურნალობა სასწრაფოა, სიცოცხლის პირველი დღეებიდან
8.  თუ თვალის ბადურა გარსში პიგმენტები იშლება, მაშინ ღამის მხედველობა დაქვეითდება.
9  A ვიტამინის მოქმედების კარდინალური მექანიზმია ტროფიკული პროცესების რეგულირება და ინფექციის ადვილად ატანა. თუ ჭრილობა ადვილად არ გიხორცდებათ, თუ მემკვიდრეობით ვენების დაავადება გაქვთ, თუ ადვილად ცივდებით, მაშინ A ვიტამინის კორექციაზე იფიქრეთ. მით უმეტეს, ის საჭიროა ოპერაციის შემდეგ.
10. თუ სხვა – მაღალი დონის გამოკვლევებზე ხელი არ მიგიწვდებათ, თანამედროვე ექიმი თქვენს ჰიპოავიტამინოზს, თქვენი შარდის საერთო ანალიზიდანაც დაადასტურებს.
11. B2 ვიტამინის მძლავრი დაქვეითებისას, განსაკუთრებით ბავშვებში, სტომატიტი გამოიხატება.
12.  პპ ვიტამინი ფაგოციტურ პროცესებს არეგულირებს თუ ადამიანს პპ  ვიტამინი არ აკლია, მას ჩირქოვანი კერა იშვიათად გაუჩნდება.თუ ადამიანს პპ ვიტამინის ნაკლებობა აქვს, მას მზის სინათლეზე კანის ფერი ეცვლება.
13. წლამდე ბავშვებში სებორეული დერმატიტი, B6 ვიტამინის ნაკლებობის გამოვლინებაა. სამწუხაროდ, ამ დროს ხშირად ხდება არასაჭირო მალამოების გამოყენება.
14. თუ წლამდე ბავშვს, რომელსაც ფონური დაავადება არა აქვს და ნორმალური განვითარებისაა, აღენიშნება ქსოვილების ზოგადი შეშუპება მას E ვიტამინის დეფიციტი აქვს.
15. პეტექიურ სისხლჩაქცევებს, რომელზეც მოსახლეობა, ხშირად, ალერგიის მალამოს იყენებს, პ ვიტამინის უკმარისობა იწვევს. ამ დროს ალერგიის მალამო არ არის საჭირო, რადან ეს პეტექია, ალერგია არ არის.
16. თუ A ვიტამინის ნაკლებობა აქვს ადამიანს, თვალის მხრივ მას გამოუვლინდება: ღამის სიბრმავე, თვალის სიმშრალე, ბიტოტის ლაქები, კერატომალაცია.
17. დღენაკლ ან უმწიფარ ჩვილს, რაქიტიც რომ არ ჰქონდეს, კრანიოტაბესი (თავის უკანა მიდამოს გარბილება)  მაინც აღენიშნება.
 18.  გლანდები და ბრმანაწლავი იმუნიტეტის ერთ-ერთ კარდინალური საყრდენი ცენტრებია. თუ ბავშვს აქვს ქრონიკული, მორეციდივე ანგინა, რომელიც საფრთხეს უქმნის გულსა და თირკმლებს, ასეთი მდგომარეობა ტონზილექტომიის (ოპერაციის) ჩვენებას წარმოადგენს. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა გურიაში ქალს არ ითხოვდნენ, თუ მას ბრმანაწლავი და გლანდები ,,მოცილებული~ არ ჰქონდა. ანუ გლანდების ოპერაცია არ კეთდება, თუ წელიწადში სამჯერ მაინც, არ მოხდა მისი დაჩირქება.
19. თუ ბავშვს აცრების კალენდარი დარღვეული აქვს, მშობელს არ უნდა შეეშინდეს, თუ პოლიკლინიკაში ბავშვს, ექიმი ერთ დღეს აცრის, რამდენიმე ვაქცინით ერთად.
20. აცრის წინააღმდეგ ჩვენებები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, არის მხოლოდ შემდეგი მდგომარეობები: ა) არანამკურნალევი მწვავე ტუბერკულოზი, ბ) მძიმე პათოლოგიური რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე გ) პირველადი იმუნოდეფიციტი.
21. ვაქცინაციის გადავადების ჩვენებაა, ანუ აიცრება ბავშვი რამდენიმე ხნის შემდეგ:
ა) ცხელება 38,5-ზე მეტი და 38,5 გრადუსი ბ) დიარეა ინტოქსიკაციით, გ) ახლო წარსულში პრედნიზოლონის ან დექსამეტაზონის ჭარბად გამოყენება 1 კვირაზე მეტ ხანს.
22.  ბცჟ ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენებაა ანუ ბავშვი ბცჟ-თ არ იცრება შემდეგ შემთხვევაში: ა) შიდსი, ბ) ბცჟ-ზე რეაქცია კელოიდური, გ) ფსორიაზი და ნეიროდერმიტი.
23. თუ წლამდე ბავშვი საჭირო რაოდენობით იღებს დედის რძეს, მაშინ იგი მოშარდავს ხუთჯერ და მეტჯერ.
23. დედის ძუძუზე ბავშვის მოჭიდების, სწორი პოზიციის გამომხატველია – გადაშლილი და გადმობრუნებული ტუჩები.
24. ქალის გამოწველილი რძე, ოთახის ტემპერატურაზე 3 საათის შემდეგ უვარგისია.
25. 4 ან 5 თვის ასაკში ბავშვი აორმაგებს დაბადების წონას, თუ ის ჯანმრთელია.
26. თუ ბავშვი დედის რძეზეა, კვერცხის გული ეძლევა 7 ან 8 თვეზე.
27. თუ ბავშვი დედის რძეზეა, ფაფა ენიშნება 6 თვიდან.
28. ძუძუთი კვებაზე ბავშვს ხაჭო ენიშნება 8 თვიდან.
29. ძუძუთი კვებაზე ბავშვს, ბოსტნეულის პიურე ეძლევა 6 თვიდან.
30. ძუძუთი კვებაზე ბავშვს, ხორცის ფარში ეძლევა 8 თვიდან.
31. ძუძუთი კვებაზე ბავშვს მაწონი შეიძლება მიეცეს 6 ან 7 თვის ასაკში.
32. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს, ხილის წვენები ენიშნება 6 თვიდან.
33. ბავშვისთვის და საერთოდ, ბოსტნეულის პიურე არასწორად მზადდება, თუ პროდუქტი იხარშება ბევრ წყალში, თავდაუხურავ ჭურჭელში.

'.$TEXT['print'].'