ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

1.    თუ ჩვილ ბავშვს ხშირი ამოქაფება, ან ღებინება აქვს, ქალასშიდა წნევა უნდა გამოირიცხოს.
2.    თუ სისხლის ანალიზის აღების წინა საათებში, პიროვნებამ აბაზანა მიიღო, ან ანალიზის აღების წინ, რაიმე ემოციით იყო შეპყრობილი, მას ცრუ ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების მატება) დაუფიქსირდება.თქვენი სისხლის საერთო ანალიზი, აბსოლიტურად არ შეესაბამება  სისწორეს, თუ აღების დღეებში იმყოფებით შემდეგ მდგომარეობებში: თუ სვამთ სულფანილამიდებს (ბისეპტოლი, ორიპრიმი და სხვა), ასპირინს, ინდომეტაცინს და მისი რიგის სხვა არასტეროიდულებს, დიაზეპამის ჯგუფს, იკეთებთ ფიზიო პროცედურებს, რენტგენოლოგიურ კვლევებს, ხშირად იმყოფებით მზეზე, მიღებული გაქვთ ალკოჰოლი. ეს მედიკამენტები და სიტუაციები სისხლის შემადგენლობის სურათს მკვეთრად ცვლიან.  თანამედროვე მედიცინაში, მთავარია, ეს შემთხვევები გაითვალისწინოთ. ხოლო,  რაც შეეხება სისხლის საერთო ანალიზზე მშიერ წასვლას, ეს დღეს აუცილებელი არ არის. უფრო ღრმა-ბიოქიმიურ ანალიზებზე კი, მშიერი უნდა მივიდეს პიროვნება.
3.    თუ ფუროსემიდი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, მან შეიძლება უშაქრო დიაბეტის ჩამოყალიბებაში, დიდი როლი შეასრულოს. წყალ-მარილოვანი ცვლა იმდენად სათუთი პრობლემაა, რომ მისი ბალანსის დადგენაში, ექიმები შესაბამის ფორმულებს ვიყენებთ.
4.    ბავშვთა ენურეზი_ღამის უნებლიე შარდვა, 70%-ში უშაქრო დიაბეტის ფონზეა. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, პირველად უშაქრო დიაბეტი უნდა გამოირიცხოს.
5.    უშაქრო დიაბეტის დროს, ბავშვებში არ არის აუცილებელი წინ წამოწეული სიმპტომი იყოს_ბევრი შარდვა და წყალზე დიდი მოთხოვნილება. უშაქრო დიაბეტის დროს ბავშვებში ძირითადი ჩივილებია: თავის ტკივილი, ცუდი ძილი, კანის სიმშრალე, უმადობა, წონაში ჩამორჩენა. ხშირი შემთხვევებია, როცა ბავშვს უშაქრო დიაბეტი აქვს და დაავადება გვიან უფიქსირდება, როცა მინერალური ცვლა ძლიერ მოშლილია. ამიტომ, ბავშვებში ყველა სიმპტომს, დიდი ყირადღებით უნდა მიუდგეს ექიმი. უშაქრო დიაბეტი ადამიანის ნივთიერებათა ცვლას გამოუსწორებლად აზიანებს.
6.    დიაბეტი ტიპი_2  10-დან 9 შემთხვევაში ჭარბ წონას უკავშირდება. ამერიკელმა მეცნიერებმა საფუძვლიანად დაადგინეს, რომ ვარჯიშის, წონის კლების და ზომიერი კვების (ხშირი და ცოტა) პირობებში-ეს დიაბეტი სრულიად შეიძლება გაქრეს, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე.
7.    ანტიბიოტიკი გრიპს და გაციებას არ არჩენს, არც მისი გართულების პროფილაქტიკაა. ანტიბიოტიკი, მხოლოდ ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების დროს გამოიყენება. ექიმმა უნდა შეარჩიოს კონკრეტულ დაავადებულ ფლორაზე_შესაბამისი ანტიბიოტიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის იმუნიტეტი ნგრევას იწყებს. არა ექიმის მიერ თავის გემოზე დანიშნული ანტიბიოტიკი, მხოლოდ დიდი ზიანის მომტანია. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ თვითნებურად დანიშნული ანტიბიოტიკი რეზისტენტული აღმოჩნდა (ანუ ამ მიკრობების ფლორას ვერ ამარცხებს), მაშინ ეს მდგრადი ბაქტერია, ირგვლივ ყველას გადაეცემა: მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ინფექციის ახალ-ახალი, მიძინებული კერები ჩნდება. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ახალი ინფექციური კერების გაჩენის პირობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით—მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგენილია, რომ 100-დან 80%-ში ანტიბიოტიკი უსარგებლოდ და უმიზნოდ ინიშნება. ამას ემატება აფთიაქში ანტიბიოტიკის თავისუფალი შეძენა. უმისამართოდ მოქმედი ანტიბიოტიკი, სიმსივნის ერთ-ერთი წინაპირობაა.
8.    საქართველოში გავრცელებულ  მცენარის - ბაყაყურას თესლის ნაყენს, საუკეთესო შედეგები აქვს ღვიძლის გაჯანსაღების პრობლემაში. სილიმარინი რომელიც ღვიძლის ყველაზე ძვირადღირებულ პრეპარატებში შედის-ეს იგივეა, რაც ბაყაყურა.
9.    ატოპიური დერმატიტი ყოველ მესამე ჩვილ ბავშვს ემართება. მას დიათეზის ანალოგიად განიხილავენ. ის ალერგიული რეაქციაა საკვებზე. გამოიხატება ჯერ სიწითლით კანზე, შემდეგ გამონაყარით. დაავადებას ამწვავებს კანის ნაკაწრი, სადაც შეიჭრება მიკრობები. დედამ და პედიატრმა ბავშვის კვება დღიურით უნდა აკონტროლონ. ბავშვს უნდა ჩააცვან ტემპერატურის შესაბამისად-ნატურალური ქსოვილი. ევროპულ პედიატრიაში ამ დროს ფართოდ გამოიყენება ორკბილას აბაზანები. ის, აგრეთვე, გამოიყენება გამოყელვის დროს, ოღონდ პირადი პედიატრის მკაცრი კონტროლით.
10.    თუ ადამიანს ოფლიანობა აწუხებს (უფრო მეტად ზურგის)-საჭიროა ჰორმონული გამოკვლევა, მათ შორის ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (თშH). თუ ეს ჰორმონი დაქვეითებულია, მაშინ ჯირკვლის ფუნქცია გაცხოველებული იქნება. ამ შემთვევაში ადამიანი ოფლიანობს მომატებულად.
11.    ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვის) დაავადების დროს,  ადამიანი წონაში იკლებს, თუ ჯირკვლის ჰორმონებია მომატებული.
12.    შაქრიანი დიაბეტის დამახასიათებელი სიმპტომია-ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით გამოვლინებამდე.
13.    ახალშობილი თუ კონიუქტივიტით (თვალის ანთებით) იბადება _ ქლამიდიოზი უნდა გამოირიცხოს.
14.     ორსულობის პირველ ორ თვეში ნაყოფის განვითარებაზე, ყველაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს ვირუსული ინფექცია.
15.    თუ ორსულ ქალს 100% _ ით სჭირდება ანტიბიოტიკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დებულებით, მას ნაყოფისთვის რისკის გარეშე, შეიძლება დაენიშნოს ცეფალოსპორინები, მაგალითად _ კლაფორანი.
16.    (ერთი) 1 თვის, ჯანმრთელი, დროული ახალშობილისთვის, ჰემოგლობინის შემცირება ფიზიოლოგიურია. ის გამოწვეულია ერითროციტების ბუნებრივი ჰემოლიზით.
17.    არტერიული წნევა მხრის არტერიაზე იზომება ყველა ასაკში, თუნდაც ახალშობილობის.
18.        თანამედროვე მედიცინაში (რომელიც ყველაზე კრეატიული დარგია და თითქმის ყოველდღეEპროგრესსა და ცვალებადობას განიცდის) პიელონეფრიტის ძირითადი დამადასტურებელი კრიტერიუმი, აღარ არის ლეიკოციტები. პიოლონეფრიტის სასარგებლოდ მეტყველებს, შარდის ნალექში ნეიტროფილების სიჭარბე.
19.    ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, ყველაზე სასურველი და აუცილებელია ჯანსაღი, დრეკადი სისხლძარღვები, რაც ახალგაზრდა ასაკში ბუნებრივად არის.(27 წლამდე).  ახალგაზრდობა რომ დაიბრუნოთ, ორიენტირი აიღეთ სისხლძარღვების გაჯანსაღებაზე. ამისთვის აუცილებელია: სირბილი, ველოსიპედი, ძუნძული, ფეხით სიარული, უმი ხილი და ბოსტნეული, სითხეები, ვიტამინები (რომლის დეფიციტი გაქვთ ამას ექიმი გადაწყვეტს). დღეს უკვე აღარ არსებობს მცნებები _ ახალგაზრდა და ხანდაზმული (და არა ტერმინი მოხუცი რომელიც უკულტურო დიალექტს შეესამაბა). კონკრეტული ადამიანი იმ ასაკისაა, როგორც გამოიყურება მისი სისხლძარღვები. ამის დასტურია ისიც, რომ სტატისტიკურად ახალგაზრდა ასაკში სიკვდილობა გახშირდა. თუ გინდა, რომ არ დაბერდე, გახადე შენი სისხლძარღვები უფრო მეტად ელასტიკური. მდინარეში სიცოცხლეა, გაჩერებული გუბე კი ლპება. აუცილებელია _ მეტი მოძრაობა, მეტი ჟანგბადი და მეტი გახალისება.

'.$TEXT['print'].'