ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

1)    თუ მეუღლეს თქვენი ხვრინვა მობეზრდა, თქვენ კი წასასვლელი არსად გაქვთ, მაშინ ძილის წინ დაწეწილი და თაფლში ამოვლებული კომბოსტო მიირთვით. გულსისხლძარღვთა სისტემაც გარკვეულად დაიწმინდება და ხვრინვაც ნაზ ვოკალურ პარტიაში გადაინაცვლებს.
2)    ტკბილეულის ხშირი მირთმევა რომ ნივთიერებათა ცვლას აზიანებს, ყველამ იცის თუ ძალიან გიყვართ ნამცხვრები, ეცადეთ 4-დან 6 საათამდე მიირთვაათ. ამ საათებში გლუკოზა სისხლში დაბალია და არ გადაიტვირთებით. ისე თანამედროვე კრეატიული ადამიანები ნამცხვრებს აღარ მიირთმევენ. ისინი უნდა ჩაანაცვლოთ - ხილით, ქიშმიშით, ხალვით.
3)    B 3 ( ბე მესამე) ვიტამინს ხუთი სახელწოდება აქვს: ანტიპელაგრული ფაქტორი, ვიტამინი PP (პ,პ) ნიკოტინის მჟავა სამი „D“ დამბლების მექანიზმში ძირითადი მიზეზი ამ ვიტამინის ნაკლებობაა. ასევე სისხლძარღვების შევიწროების მოზეზია მისი ნაკლებობა. დადგენილია, რომ ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბებაში ამ ვიტამინის ნაკლებობა დიდი გამომწვევი ფაქტორია. B 3-ს  ნაკლებობა პირდაპირი მიზეზია შეძენილი ჭკუასუსტობის. ადამიანს დაბალი წნევა არ ექნება, თუ არ აქვს დაქვეითებული: B 3, K, E  და  ჩ  ვიტამინები. B 3-ს ნაკლებობისას ზიანდება - გული, ღვიძლი, ჩნდება წყლული, იწყება დიაბეტი.
4)       თუ მსხლის ჩირის კომფოტით დაიტვირთებით,  მოწამვლის შემდეგ, ინტოქსიკაცია    უფრო მალე გაგივლით.
5)    დიაბეტიანების სადილის მომზადებისას ხშირად უნდა გამოიყენოთ ქონდარი. ის ასევე, აუცილებელია, თუ ოჯახში ჭარბი წონის ადამიანებია.
6)    სტაფილოს წვენი ყოველდღე უნდა სვას იმ ადამიანებმა, რომლებიც ზიან კომპიუტერთან. ეს წვენი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებას - ფალკარინოლს, რომელიც ანეიტრალებს კომპიუტერის  გამოსხივებას.  რა ხარისხისაც არ უნდა იყოს კომპიუტერი, ის გარკვეულწილად მაინც ასხივებს ადამიანს.
7)    არ შეიძლება-რძე-თევზთან, რძე-ხილთან, კვერცხი -  თევზთან, ცივი წყალი - ცხიმიან საკვებთან.
8)    უსისტემო კვების დროს ცილა-ბეტაამილოიდი მატულობს და ჭკუასუსტობას იწვევს. ვაშლის წვენი ბლოკავს ამ ცილის სინთეზს.
9)    ისპანახი კუჭ-ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაა.
10)    რკინის ნაკლებობის, ანუ დაბალი ჰემოგლობინის პირველი ნიშანია დაღლა.
11)    თუ ადამიანს ჰემოგლობინი ნორმაში აქვს და მაინც იღლება, მას აკლია ჰოლინი და კრეატინი, რაც არის ცხიმიან თევზში.
12)    ამერიკელი მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ ფილტვის და გულის დაზიანებას ყველაზე მეტ პროცენტში ჭუჭყიანი ჰაერი იწვევს - ქსეროქსები, სტამბები, ქიმიური ნივთიერებები. მაქსიმალურად ეძებეთ სუფთა ჰაერი. არ შეისუნთქოთ ბენზინი. უკვე დადგინდა, რომ მისი შესუნთქვა ინფარქტსა და ინსულტს იწვევს. ჭარბად მოიხმარეთ დილის სუფთა ჰაერი და ნაწვიმარზე გარემო.
13)    ამერიკელ მეცნიერებს წლებით ადრე შეუძლია დაადგინონ - დაემართება თუ  არა ადამიანს ინფარქტი. თუ ცილა ტროპონემი მომატებულია, არაფერიც რომ არ აწუხებდეს ადამიანს, ეს ცილა სიგნალია ინფარქტის ან სიკვდილის.
14)    მეცნიერულად დამუშავებულია პროდუქტების სია, რომლებიც ამცირებენ ტრიგლიცერიდების დონეს, ( ისინი მთავარი გამომწვევებია ინსულტის და ინფარქტის) აწესრიგებენ ქოსელტერინს, ააქტიურებენ ქსოვილებში ჟანგბადის ათვისებას, აწესრიგებენ სისხლის მიმოქცევას, ანუ ეს ის პროდუქტებია, რომლებიც სიცოცხლეს უხანგრძლივებს გულით დაავადებულს. ესენია: წითელი ყურძენი, ბროწეული, ზეითუნის ზეთი, ფინიკი, შვრია, ორაგული, ვაშლი, წითელი სუფთა ღვინო, ნუში, ცეხვილი მარცვლეული,მწვანე ფოთოლა ბოსტნეული, სოიო, პომიდორი. არა მარტო გულით დაავადებულმა, ასევე - ასაკოვანმა, მსუქანმა, დიაბეტიანმა, არასპორტულმა და ახალგაზრდამაც -უნდა გააკეთოს აქცენტი - ხილზე, ბოსტნეულზე და თევზზე. 4 წლის წინ ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკელ სამეცნიერო ჟურნალიდან გადმოვთარგმნე ომეგა 3-ის მჟავის შესახებ. მანამდე, აფთიაქებშიც   არ იყო ფართო ბრუნვაში. ეს ახლაც შემახსენა ექიმებმა თბილისში. მას შემდეგ ამ გაზეთში და არამარტო ამ გაზეთში  ინტენსიურად ვარეკლამებ ომეგა 3-ის მჟავას. იმდენად ინტენსიურად, რომ ხალხი თავადაც ყიდულობს ექიმის გარეშე. თუ ორაგული არ არის, მაშინ გამოიყენეთ - ქაშაყი, თინუსი, სარდინი, კალმახი, გოჯა ( სიომგა). ამ თევზებში არის ომეგა 3-ის მჟავა. ეს მჟავა სისხლს წმენდს თრომბებისგან, აბალანსებს ქოლესტერინს, ვისაც ომეგა 3 -ის მჟავა არ აკლია, მას, არც ინსულტი, არც ინფარქტი და არც   განგრენა არ დაემართება.
15)    ამერიკელი მეცნიერების კვლევით, ვისაც ალერგია აწუხებს, მას მინიმალური შანსი აქვს ტვინის სიმსივნის.  ციტოკინები, რომლებიც მთავარ როლშია ალერგიის დროს, აფერხებენ ტვინის სიმსივნეს.
16)    კრეატინკინაზა ფერმენტია, რომელსაც შეიცავს კუნთი. ინფარქტი როცა იწყება ეს ფერმენტი კუნთში ქვეითდება და სისხლში მატულობს.
17)    ამერიკელი მეცნიერების კვლევებით დადგინდა -  კვარცეტინი და კატექინები, რომელიც მწვანე ჩაიშია, ამცირებს კიბოს ზომას. ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას, ბლოკავენ უჯრედულ ცილას პ-53, რომელიც სიმსივნის დაწყებაში მონაწილეობს.ფლავინოიდები ხელს უშლიან სიმსივნის ზრდას, აჩერებენ მეტასტაზირებას, აჩერებენ მკერდის კიბოს. ფლავინოიდია - სოია. მასში ყველაზე მეტია ფლავინოიდები.

'.$TEXT['print'].'