ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

 ეს დაავადება ქალთა სფეროს დიდი პრობლემაა.
ის ისეთი სიხშირით დამკვიდრდა ჩვენს ირგვლივ, რომ თითქმის რუტინულ ნოზოლოგიებს გაუთანაბრდა. ბრიტანეთის მუზეუმში წარმოდგენილია, ძველი ეგვიპტური პაპირუსი, სადაც აღნუსხულია მკერდის კიბოს შემთხვევები. თუ თვალს გადავავლებთ ჰიპოკრატეს ნაღვაწს, ვნახავთ რომ ის ყველგან წინააღმდეგია, მკერდის კიბოს დროს ქირურგიული ჩარევის, ანუ იმ დროსაც ეს პრობლემა მძაფრად იდგა. საქართველოში, ზოგადად კიბოს რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად. ქალთა სქესის სიმსივნით დაავადებაში სიხშირით მკერდის კიბო ლიდერობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით XXI საუკუნეში, მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტ ქალს დაემართება მკერდის კიბო, ეს რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ქალები ჯანსაღი ცხოვრების წესს არ დაამკვიდრებენ. საქართველოში ამ დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 10 000-მდე ქალი. ბევრია ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი და აღურიცხავი შემთხვევები.  20 წლამდე ასაკის ქალებში, ეს დაავადება, თითქმის არ არის. 30 წლიდან მატულობს და 70 წლის ზემოთ ძალიან მცირდება. ჩამოვთვლი მკერდის კიბოს დადგენილ რისკ -ფაქტორებს: 1) საკვერცხეების და საშვილოსნოს გადატანილი ანთებები. მენსტრუალური დარღვევები; 2) ჰიპერტენზია ( წნევა),  სიმსუქნე, დიაბეტი, ღვიძლის პათოლოგია, სარძევე ჯირკვლების დაავადება; 3) გენეტიკა, რომლის გამო არის „ოჯახური კიბო“ ანუ BGჩA-1   და   BGჩA-2 გენების მატარებლობა. ამ გენების გამო არის, აგრეთვე საკვერცხეების „ოჯახური კიბო“. მკერდის კიბოს წარმოშობაში, გარეგანი ფაქტორებიდან წამყვანია: რადიაცია, მზეზე გარუჯვა, თამბაქო, ქიმიური ნივთიერებები, ცხოველური ცხიმის ხშირი მოხმარება კვებაში. ქალს რომელსაც არასდროს გაუჩენია შვილი, აქვს მკერდის კიბოს მაღალი რისკი. თუ ქალი, 20 წლამდე დაორსულდა, მას  მკერდის  კიბოს დამართების ბევრად ნაკლები რისკი აქვს, ვიდრე 30 წელზე ზემოთ ასაკში დაორსულებულ ქალებს.ესტროგენულ ბალანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკერდის კიბოს დამართებაში. ესტროგენები ქალური ჰორმონებია. ქალები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში განმეორებით  მშობიარობენ, ესტროგენების მაღალი რიცხვი აქვთ და მკერდის კიბო იშვიათად ემართებათ. ხოლო ესტროგენების დაბალი რიცხვი ასაკიან ქალებში ( 30 წელზე ზემოთ) პირდაპირაა დაკავშირებული მკერდის კიბოს დამართების ძლიერ რისკთან. მკერდის კიბოს მძლავრი რისკ- ფაქტორია-აბორტი, პირველ მშობიარობამდე. მკერდის კიბოს  განვითარებას ძალიან უწყობს ხელს, აგრეთვე შემდეგი მდგომარეობები:  მენსტრუაციის დროებით  შეწყვეტა, ან მისი დროულობის დარღვევა,ორალური კონტრაცეპტივები, ენდომეტრიუმი, ფიზიკური მოდუნება და არასპორტული ცხოვრების წესი. დაავადების უდიდესი რისკი აქვს ქალს, თუ მას აღენიშნება ნაადრევი მენარხე  და გახანგრძლივებული მენოპაუზა. ანუ ქალს, რომელსაც პირველი მენსტრუაცია დაუფიქსირდა 13 წლამდე, ხოლო მენოპაუზა დაეწყო 55 წლის შემდეგ,  აქვს ამ დაავადების დამართების 3-ჯერ მეტი რისკი. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი მენსტრუალური  გრაფიკის მქონე ქალებს, იმუნიტეტი სუსტი აქვთ და სხვადასხვა დაავადებებისაკენ ხშირად არიან მიდრეკილნი. ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ დაბალ ასაკში ჰორმონალური პრეპარატების მიღება ზრდის მკერდის კიბოს სიხშირეს. ამ ფარგლებში მოიაზრება დექსამეტაზონიც, რომელიც საჭიროზე მეტი ინტერვალითაა შემოსული ბავშვთა მკურნალობაში. თუ დედას ან დას მკერდის კიბო აქვს, რისკი უკვე გაორმაგებულია. მკერდის კიბოს მემკვიდრეობით ფორმას ახასიათებს შემ დეგი ნიშნები: განვითარდება 40-დან 45 წლამდე ასაკში და აქვს ბილატერალური მიდრეკილება, ანუ მეორე ძუძუს კიბოს დამართების რისკი 50%-ია, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მკერდის კიბოს  მემკვიდრეობითი გენებია  BGჩA-1   და   BGჩA-2. დამტკიცებულია, რომ თუ ეს გენი აქვს ადამიანს, მაშინ მას ან მის ქვედა თაობას 90% რისკი აქვს კიბოს დამართების. კვების სტილი მკერდის კიბოსთან, ყველაზე მეტად ასოცირდება. ღორის ქონი, მარგარინიანი ნამცხვარი, შებოლილი ცხიმი, ცხიმიანი ხორცი და მსგავსი პროდუქტები დიდ როლს ასრულებენ ადამიანის დაავადებაში. ეს პროდუქტები, არამარტო ქალთა დაავადებების ფონს ქმნიან, არამედ მამაკაცთა ბევრ პათოლოგიას უწყობენ ხელს.    ქართველები ცხიმის მოყვარული ხალხია. მკერდის კიბო  თითქმის არ ემართებათ იაპონელ და ჩინელ ქალებს. მოგეხსენებათ, აზიის რეგიონებს ახასიათებთ კვების რეჟიმი, რომელიც ცხიმის უმცირეს რაოდენობას მოიცავს. ისინი ძირითადად, ვეგეტარიანულად იკვებებიან. ცხიმით სავსე საკვები ნეოპლაზიურ პროცესებს იწვევს, რომლის შემდეგ კანცეროგენეზი იწყება. მსუქან ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ, ხშირია მკერდის  კიბო. მკერდის კიბო არ დაემართება ქალს, რომელიც დაბალია, გამხდარია, ვეგეტარიანულად იკვებება, არ იღებს ალკოჰოლს და სიგარეტს და იმშობიარებს 35 წლამდე მაინც. ქალებში მკერდის კიბოთ სიკვდილი შემცირდება, თუ დაავადება ადრე გამოვლინდება და მოხდება მისი დროული და ხარისხიანი მკურნალობა. სანდრა რულოვსის დიდი ღვაწლის საშუალებით   თქვენ  აღმოჩნდებით საფუძვლიანი სკრინინგის პროგრამაში. ეს არის ისეთი კეთილშობილური საქმე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მედიცინის ისტორიაში. კვლევა სრულიად უფასოა და ამ პროგრამამ ბევრი ქალი გადაარჩინა კიბოსგან. ამ დრამატულ ფონზე ეს არის უდიდესი მიღწევა და ბედნიერება. 10 წლის წინ ფიქსირდებოდა  მხოლოდ დაგვიანებული შემთხვევები. რადგან გამოკვლევების შესაძლებლობა ხალხს არ ჰქონდათ. მესამე სტადიაში მყოფი ადამიანი ჰყიდდა ოჯახის უკანასკნელ მარჩენალს- ძროხას, ღორს, ქათმებს, მიდიოდა ონკოცენტრში, ხარჯავდა ფულს და რამდენიმე თვეში კვდებოდა. სანდრა რულოვსის პროგრამებმა ადამიანებს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ თავი დაიმშვიდონ არარსებული დაავადებების შესახებ. ხოლო თუ ის დასაწყის სტადიებში გამოვლინდება, სწორი მკურნალობით სიცოცხლე გარანტირებულია. უპირველესი კვლევაა მამოგრაფია და გასინჯვა. ქალი დაბალი დონის პიროვნებად ითვლება, თუ ის 40-დან 50 წლამდეა და 2 წელიწადში ერთხელ არ იკეთებს მამოგრაფიას. 50 წლის შემდეგ, ყოველ წელს უნდა გაკეთდეს მამოგრაფია. ქალი უნდა იტარებდეს თვით გასინჯვას, მენსტრუაციიდან 5-7 დღის შემდეგ- ყოველ თვეში. ქალი ექიმს უნდა გაესინჯოს ყოველ 3 წელიწადში თუ ის 20-დან 40 წლამდეა.  ხოლო თუ ქალი  40 წელს ზევითაა, ის ექიმს ყოველ 2 წელიწადში უნდა გაესინჯოს. თუ ქალი ონკოგენის მატარებელია,  მისი გამოკვლევა იწყება 25 წლიდან. თუ ამ ქალის ოჯახის წევრს მკერდის კიბო გაუჩნდა, მაშინ მისი კვლევა 10 წლით ადრე უნდა დაიწყოს, ოჯახის წევრის დაავადებიდან. გახსოვდეთ! თვითგასინჯვისას მკვრივი, თუნდაც უმტკივნეულო წარმონაქმნი ძლიერ საყურადღებოა. სისხლიანი გამონადენი დვრილიდან საგანგაშოა! პროგნოზს ძირითადად, ლიმფური კვანძები განსაზღვრავს. პროგნოზი მით უფრო ცუდია, რაც უფრო მეტია, მეტასტაზურად დაზიანებული ლიმფური კვანძების რიცხვი. თუ ჰორმონალური მდგომარეობა კარგია, მიუხედავად სიმსივნისა, ეს საუკეთესო ვარიანტია, ქალის მეტ ხანს სიცოცხლისთვის. დადებითი ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად ქალმა რომ იმკურნალოს, დღეს ჩვენს პირობებში ეს მიუწვდომელია. ამიტომ, საუკეთესო  ვარიანტია, რომ ეს ბალანსი არ დაირღვეს. ამისთვის ქალს სჭირდება სპორტი, სიმშვიდე, სწორი, ძირითადად ვეგეტარიანული კვება და საერთოდ ცხოვრების ნორმალური პირობები. მკერდის კიბოს დროს, დადებითი ჰორმონალური ვითარების ქალები დიდხანს ცოცხლობენ. ნუ დაივიწყებთ გამოკვლევებს. ეს კულტურის ერთ-ერთი მანერაა. დღეს მედიცინის მიღწევები ისეთ  დონეზეა-თუ მკერდის კიბო დასაწყის სტადიაში აღმოჩნდება, ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდება. მკურნალობის მეთოდებია: ქირურგია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია,  ჰორმონოთერაპია. სხივური თერაპია ამცირებს მეტასტაზების განვითარებას და სიკვდილობას ადრე სტადიებში. ქიმიოთერაპია სიმსივნის ზომებს ამცირებს და პროგნოზს აუმჯობესებს. ჰორმონოთერაპია სიმსივნეს ამცირებს, ხოლო ზოგიერთ ავადმყოფს სრულიად უქრობს კიდეც. მკერდის ჯირკვლების სტატუსს, ქალის სიცოცხლეში არეგულირებს რამდენიმე ჰორმონი. ისინი წარმოიშვებიან შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ ( საკვერცხე, თირკმელზედა, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი) ამ ჰორმონების პირველი ფორმა არის ქოლესტეროლი ანუ როგორც ხალხი უწოდებს მას -ქოლესტერინი. ამიტომაც აქვს სწორ კვებას უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისათვის, ანუ დამღუპველია ჭარბი, ქოლესტეროლის შემცველი ცხიმიანი საკვები. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალის სიფრთხილეს ტექნიკურად გაუმართავ სიტუაციებში.  სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა ქალი წაიქცა, ის მკერდით ალუმინის თასზე დაეცა. ექვსი თვის შემდეგ ეს ქალი  მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა.

'.$TEXT['print'].'