ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

თუ თქვენი დიაგნოზი ჩიყვია, აუცილებლად,სასწრაფოდ   უნდა დაუკავშირდეთ ენდოკრინოლოგს.იოდდეფიციტი კი ჩიყვის წინარე მდგომარეობაა. ის იმდენად ხშირია, რომ ყოველ მე-5 ბავშვს აქვს. პედიატრის ძალიან მახვილი თვალი სჭირდება, ხანდახან ბავშვებში, უკიდურესად მინიმალური ნიშნებით გამოხატულ იოდდეფიციტს. ეს მინიმალური ნიშანი, მშობელს ხშირად სიზარმაცის გამოხატულება  ჰგონია და ბავშვის ორგანიზმი ნელ-ნელა სერიოზულ დაზიანებას იწვევს.  იოდდეფიციტს განსაკუთრებით , ბავშვებში, სწრაფი კუპირება ესაჭიროება, რომ სხვადასხვა პათოლოგიით არ გართულდეს. შეიძლება ჩიყვი არა, მაგრამ სხვა პათოლოგია ჩამოყალიბდეს.  ჰოპოთირეოზი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ფარისებბრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ან მათი მოქმედების სიმკვეთრის შენელებით. ენდოკრინული სისტემა - ეს არის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ერთობლიობა. ამ ჯირკვლებს  გამომყოფი მილები არა  აქვს და მათში წარმოქმნილი ბიოლოგიური ნივთიერებები, პირდაპირ სისხლში ხვდებიან. ადამიანის ჯანმრთელობა და სულიერი კომფორტი ყველაზე მეტად ფარისებრ ჯირკვალზეა დამოკიდებული. ფარისებრი ჯირკვლის კარდინალურ ცხოველმყოფელობაზე, თუნდაც, ისიც მიუთითებს, რომ მასში 1 საათში ხუთი ლიტრი სისხლი გადამოძრავდება. ადამიანის აქტიურობის და დასვენების მიხედვით, ჯირკვლის ფორმა სხვადასხვაა. ჯირკვალში სამი ჰორმონი გამომუშავდება. აქედან -თიროქსინი და ტრიიოდთირონი  აკონტროლებენ  ბავშვის ზრდას და მომწიფებას. თუ მათი ფუნქცია დაქვეითებულია, მაშინ ადამიანს დაზიანებული და დაავადებული აქვს გული, ნერვული სისტემა, ნივთიერებათა ცვლა და სასქესო ჯირკვლები.
    მესამე ჰორმონი - თირეოკალციტონინი - აწესრიგებს კალციუმის ცვლას და არეგულირებს  ძვლების ფუნქციებს. ამ ჰორმონებმა სინქრონულად რომ იფუნქციონირონ, ადამიანს სჭირდება იოდის ზღვრული რაოდენობა და ამინომჟავა თიროზინი, რომელიც უფრო ცხოველურ საჭმელშია. იოდი უმეტესად, მცენარეულ საკვებშია. იოდი ოფლის გზით ბევრი იკარგება. თუ იოდი დაქვეითდა ორგანიზმში, მაშინ ჰორმონები მცირდება, თუ ჭარბია - მაშინ  ნორმაზე მეტი ჰორმონებია. ორივე შემთხვევაში დიდი პრობლემები და ცუდი შედეგებია. თუ იოდის რაოდენობა დარღვეულია ორგანიზმში, მაშინ: დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, მოშლილია ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების პროცესები, გამართულად ვერ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი, ჰორმონების ნორმა დარღვეულია, ნერვული სისტემა დაზიანებულია, ადამიანი მოშლილია ფსიქიკურად, დეპრესიაშია და სექსუალური ფუნქციები დაქვეითებული აქვს. იოდზე  ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილება, ყველა ასაკში სხვადასხვაა.
    ადამიანებს ჰგონიათ - ზამთარში იმიტომ სუქდებიან რომ ნაკლებად მოძრაობენ. საქმე კი შემდეგშია: ფარისებრი ჯირკვალი ზამთარში დუნდება და ზარმაცდება, ამის გამო ადამიანიც დუნდება. მადა მატულობს, მოდუნებულ ადამიანს მეტი ჭამა უნდა, ვიდრე აქტიურს. შემოდგომასა და ზამთარში იოდის შემცველობა აუცილებლად უნდა გაიკონტროლოთ.
    ჩიყვი-ესაა ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება. ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება მომატებულიც იყოს და დაქვეითებულიც.
შეიძლება იყოს კლასიკური ჩიყვიც, მაგრამ ჯირკვლის ფუნქცია არ იყოს დარღვეული. ამის გამო, ხშირად  ხდება სამედიცინო შეცდომა. სამედიცინო შეცდომა  ხშირად ხდება, იმის გამოც, რომ  ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, გარდა ჩიყვისა,  სხვა დაავადებებიც იწვევენ.  ამიტომ, თანამედროვე მედიცინაში ჩიყვი დაავადებად კი არ ითვლება, არამედ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთ სინდრომად.
    ენდემიური ჩიყვის დროს ადამიანს აღენიშნება:  ხშირად გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, ნევროზული მოვლენები, ემოციურობა, ადვილად აგზნება, სახის გახურება, მენსტრუაციის დარღვევა. ენდემიური ჩიყვი ქვეყნების იოდდეფიციტურ ზონებშია. დღეს საქართველო მთლიანად ენდემიური კერაა. ზოგი ტიპის  ჩიყვის დროს ადამიანს ჩივილები საერთოდ არ აქვს. თუ ფარისებრი ჯირკვალი ძალიან დიდია, მაშინ ხველის, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებაა.
    თუ ენდემიური ჩიყვი ჰიპოთირეოიდულია, მაშინ ადამიანს აწუხებს დეპრესია, გასუქება, ყაბზობა, სისუსტე.
    ჰიპოთირეოზი - ესაა პათოლოგიური სტატუსი, როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ძლიერადაა დაქვეითებული. თუ ჰიპოთირეოზი სიმპტომურად გამოიკვეთება, მაშინ მას მიქსედემა ეწოდება. ჰიპოთერიოზიც და ტოქსიკური ჩიყვიც, უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული. ჰიპოთირეოზის სიმპტომებია: სისუსტე, დაბალი ტემპერატურა, თვალების შეშუპება, კბილების დაზიანება, დღე ძილიანობა, ღამე უძილობა, კანის გაუხეშება, მეხსიერების დაქვეითება, შეკრულობა, ფრჩხილების მტვრევა, სახსრების ტკივილი, დაბუჟება, პულსის შენელება.
    იოდის ნაკლებობა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები დადასტურებულია, როგორც კიბოსწინარე პათოლოგიების ჩამოყალიბების მყარი  საფუძველი.  ბოლო წლების მედიცინამ მტკიცედ გამოკვეთა - თუ ქალს იოდის ბალანსის პრობლემა არა  აქვს, მას ძნელად დაემართება ქალური ორგანოების კიბო.
იოდდეფიციტური მდგომარეობის ჩამოყალიბების, რისკის ფაქტორს მიეკუთვნება შემდეგი კატეგორია:  ა) გარდატეხის ასაკის გოგონები;   ბ) ჩიყვით დაავადებული ადამიანების შვილები და შვილიშვილები; გ) ხელოვნური კვების ჩვილები; დ) უმარილო საკვების მიმღები ბავშვები. დღეს მოსახლეობა ხშირად ექიმის გარეშე იღებს იოდის პრეპარატებს, რაც დაუშვებელია. რა შემთხვევაში იკრძალება იოდის პრეპარატის მიღება: ა) ქრონიკული რინიტი ( ცხვირის ეგრედ წოდებული ხშირი გაჭედვა);   ბ) ალერგია;  გ) ჭინჭრის ციება;  დ) სისხლდენისკენ მიდრეკილება;  ე)აკნე;   ვ) ჩირქოვანი გამონაყარი კანზე;  ზ)ფურენკული;  თ)ფილტვების დაავადებები;  ი) თირკმლის დაავადებები.
ტოქსიკური   ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვალი ისე დიდდება, რომ ზედმეტი ჰორმონები ორგანიზმს შხამავს. ყველა წამალთან უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, ერთი არასწორი ნაბიჯი და წამალი შხამია. მოსახლეობაში დაავადებების გახშირებაში სწორედ უკონტროლოდ მიღებულმა მედიკამენტებმა დაიმკვიდრეს დიდი როლი. ეს განსაკუთრებით იოდის პრეპარატებზე ითქმის. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს - იოდიანი მარილის არათუ გადაჭარბება, საერთოდ გამოყენებაც კი სპერმას განაყოფიერების უნარს უკარგავს. კვლევებით დადგინდა, რომ თუ დედას იოდის ნაკლებობა აქვს, ბავშვები დღენაკლი, დაბალწონიანი ან იმუნიტეტდაქვეითებულები იბადებიან.
წელს ამერიკელმა მეცნიერებმა გააკეთეს ფანტასტიკური აღმოჩენა, რომლითაც უდიდესი წარმატება მიიღწევა ტვინის სიმსივნის გაქრობის საქმეში. შედეგები უკვე სახეზეა. კვლევები თავის ტვინისა ყველა ტიპის სიმსივნეზე ვრცელდება. პრეპარატის ძირითადი შემადგენელი ნაწილია - მორიელის შხამი და იოდი. პრეპარატი ამპულების სახითაა. ეს ერთხელ კიდევ მიუთითებს იოდის როლზე ორგანიზმში და მისი საჭირო ბალანსის აუცილებლობაზე.
გახსოვდეთ! სასტიკად აკრძალულია ის რასაც, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა აკეთებს-იოდის წყალხსნარის დამზადება შინაურ პირობებში და თუნდაც თითო წვეთის მიღება. ეს განზავება შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს!
რატომღაც საკვებით იოდის დეფიციტის შევსებისას, მხოლოდ შპროტსა და ფეიჰოას ჩამოთვლიან. იოდი ძალიან ბევრ საკვებშია, რაღაც რაოდენობით.  წარმოგიდგენთ ამერიკული რეკომენდაციების მიხედვით საკვების ჩამონათვალს. მათში იოდი ისეთი დიდი რაოდენობითაა, რომ  თითქმის სადღეღამისო მოთხოვნილებას აკმაყოფილებს: ზღვის კომბოსტო, თევზი, კიბორჩხალა, ბოლოკი, სტაფილო, პომიდორი, ისპანახი, მუხუდო, სოკო, ნიორი, ჩაი, შვრია, ხორბალი, ხურმა, კარტოფილი, კომბოსტო, ნიგოზი.
ზემოთ  აღნიშნული მექანიზმები ვრცელდება როგორც ბავშვებზე, ისევე ზრდასრულებზე. ბავშვებში ყველაზე სწრაფად, იოდდეფიციტს ვაფიქსირებ, მოსვენების მდგომარეობაში წარმოშობილი ტაქიკარდიით. ანუ თუ თქვენს შვილს დისკომფორტი ექნება, აუცილებლად დაუთვალეთ პულსი, რომელიც ყველა ასაკში სხვადასხვა ზღვრულ ნორმებშია. წინა კვირაში,  ჩემს პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: მეშვიდე კლასელ ბავშვს აღენიშნა მაღალი წნევა-170/90-ზე. ბავშვი ნევროლოგიურად გავსინჯე- ვუნახე შესაბამისი რეფლექსები.  თავის ტვინში ნებისმიერი პათოლოგია გამოვრიცხე. ასევე გამოვრიცხე თირკმელი. ხელით  გასინჯვით ძალიან უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ჰიპერტროფია იყო. ტაქიკარდია (პულსის სიჩქარე).ცხოვრების დინამიკის განმავლობაში, საერთოდ არ ჰქონია.                                   გავაგზავნე  ჩიყვის შესაბამის  ჰორმონებზე გამოსაკვლევად.; დაუდგინდა ჩიყვი მეორე ხარისხი.
ტექსტში   გამოყენებულია თანამედროვე, ამერიკული და ევროპული სამეცნიერო ლიტერატურა და პირადი პრაქტიკა.

'.$TEXT['print'].'