ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

არსებობისთვის ბრძოლის ინსტიქტი ცხოველებს დახვეწილად აქვთ გამომუშავებული. გონიერ ადამიანს კი იდეალური სიზუსტე მოეთხოვება, რომ თავის ორგანიზმს, რომელიც მკაცრი ბიოქიმიური ფორმულებით მუშაობს, არ მიაწოდოს ისეთი უვარგისი მასალა რომელიც ფიზიოლოგიურ პროცესს სწორი რელსებიდან გადააგდებს. კუჭი სანაგვე ყუთი არ არის, ყველაფერი რომ  შიგ გადაისროლო. კვება საჭიროა სიცოცხლისათვის. სიცოცხლეს კი, მხოლოდ ჯანსაღი კვება ახანგრძლივებს. თითოეული ლუკმა, რომელსაც ადამიანი თავის სიცოცხლეში ჭამს, არის იმის მკვეთრი გარანტი, თუ რამდენს იცოცხლებს ეს პიროვნება და როგორი ცხოვრებით. როცა ქუჩაში ხარ და გშია, არ უნდა იყიდო ნამცხვარი. უმჯობესია შეჭამო მიწის თხილი, ბანანი ან ქიშმიში. კრემიანი ნამცხვარი, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ერთი საათის  შემდეგ უვარგისია. ახლა ჩვენს ცხოვრებაში ბუმია მშრალი ნამცხვრების. ნუ აიღებთ აქცენტს მათზე. შეიძლება გარანტია სამი თვე ეწეროს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა პირობებში ინახებოდა დღემდე. მშრალ ნამცხვარში პლასტმასად გადაქცეული მარგარინი, არაფერ სიკეთეს არ მოგიტანთ. მოხარშული საკვები ნაწლავებში ტოვებს შლაკებს. ისინი ნელა იწოვება ორგანიზმში. დროთა განმავლობაში იწვევს ტოქსინემიას. ნაწლავის ფლორაში დაგროვილი შლაკები რეალურ ბიოქიმიურ ფორმულებს აუკუღმართებენ. ამის შედეგად სხვადასხვა დაავადება ვითარდება. უმი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი კი უჯრედებს და ქსოვილებს ავსებენ ორგანული ელემენტებით. ისინი ჰისტოლოგიურად ისეთ ფორმაში არიან, რომ ადვილად შეიწოვებიან და ფიზიოლოგიურ - სასიცოცხლო პროცესებში ერთვებიან. სულ თერმულად დამუშავებულ კვებაზე ყოფნა და უმი უჯრედისის გამოუყენებლობა კიბოს დამართების ერთ-ერთი პირობაა.
გინეკოლოგიაში იოდის პრეპარატები გამოიყენება შემდეგი  მიზეზის  გამო - იოდი ეხმარება ქალურ ჰორმონს - ესტრადიოლს, რომ მისი აქტიურობა დააცხროს და სასარგებლო ჰორმონად - ესტრიოლად გარდაიქმნას. ცნობილია, რომ  ესტრადიოლი დიდ როლს თამაშობს ქალებში სიმსივნის წარმოქმნაში.

დიაბეტიანმა,  მსუქანმა,  სხვადასხვა ლოკალური დაავადებით დაავადებულმა და განსაკუთრებით, გულით დაავადებულმა, არასდროს არ უნდა ჭამოს - ერთ კვებაზე  იმდენი, რომ ძღომის შეგრძნება დაეუფლოს. ამან შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ეგრეთწოდებული „გაძღომის“ დროს, დიაფრაგმა მაღლა იწევს. რის შედეგად გულის მუშაობას სერიოზული პრობლემები ექმნება.

სასულეში გაჩერებული საგნის გამო, ბავშვი ყოველთვის იღუპება, რამდენიმე საათის განმავლობაში. დაღუპვის მიზეზია ასფიქსია ანუ დახრჩობა. საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტით - ბავშვი სასულეში გადაცდენის დროს, იღუპება ორ შემთხვევაში - პირველი, მაშინ ხდება, როცა უცხო სხეული ბგერით ნაპრალში ჩაეჭედება და ბრონქამდე ვერ მიაღწევს. მეორე შემთხვევა მაშინ ხდება, თუ უცხო სხეული დიდია და ტრაქეას ახშობს. ამ ორი ვარიანტის გამო ბავშვი აუცილებლად იღუპება, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში, თუ სპეციალური აპარატით არ მოხდა საგნის ამოღება.  თუ უცხო სხეული ბრონქამდე აღწევს, ყალიბდება ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც ხშირად ეშლებათ ასთმურ ბრონქიტში ან ყივანახველაში. საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტით, თუ უცხო სხეული გადაცდა ბავშვს და ის გადაცდენიდან 2 საათის განმავლობაში არ დაიღუპა, მისი სიკვდილის მიზეზი საგნის გადაცდენა არ არის. ამიტომ ასთმური ობსტრუქციული ბრონქიტის დროს, როცა ბავშვს, დიდი რაოდენობით უშედეგოდ ეძლევა ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტები, უნდა გამოირიცხოს უცხო სხეულის გადაცდენა.დღეს პედიატრიულ სფეროებში, როცა განიხილება აღნიშნული საკითხი, ხშირად, ფიქსირდება შეცდომა, როცა ყველა „ასთმური ბრონქიტი“ თურმე არ არის ასთმური ბრონქიტი და საჭიროა უცხო სხეულზე გამოკვლევა. თუ ბავშვი პირველი 2 საათის განმავლობაში  არ  დაიღუპა, ესე იგი, სხეული გაძვრა ნაპრალში და ჩასახლდა ბრონქში. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი          ჩვეულებრივად, აუცილებლად იცოცხლებს. მაგრამ ფილტვი გარკვეულ დროში რომ არ  დაზიანდეს ( თუნდაც 20 წლის შემდეგ) ამიტომ ყველა ასთმურ ბრონქიტს ( რომელიც გამოხატულია ძლიერი შეტევითი ხველით, ამოსუნთქვის გაძნელებით და სხვა) ყურადღებით შესწავლა უნდა ამ მიმართულებით.

დღევანდელი სტატისტიკით  ყოველი 100 ბავშვიდან - ერთს-აუტიზმი აქვს. თუ დიაგნოზი დაგვიანებით დაისმება, უნარი ადრე ასაკში მკვეთრად იზღუდება. სპეციალიზირებული მოპყრობით, ასეთი ბავშვები სრულად ინტეგრირდებიან საზოგადოებაში. დააკვირდით ბავშვს: ხომ არ დაიწყო მესამე პირში ლაპარაკი, არის თუ არა ყველაფერზე ადექვატური, ძალიან ხომ არ ეჭვიანობს უმცროს ძმაზე (ან დაზე) და ამის გამო ცუდად ხომ არ ხდება. პასუხობს თუ არა დაძახილზე, თუ თამაშობს ბავშვებთან, თუ აქვს რეაქცია მშობლის შემოსვლასა და გასვლაზე. მისთვის საინტერესო საგანს თუ უთითებს თითით. სასურველია ამ მოქმედებებს მაქსიმუმ 3 წლამდე დააკვირდეთ. აუტიზმი ნევროპათოლოგიის კომპეტენცია არ არის. მას უფრო გლობალური მიდგომა უნდა, უპირველესი კი მისი დაფიქსირებაა.

'.$TEXT['print'].'