ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

1) მეცნიერულად დადგენილია, რომ სახსრის ტკივილის დროს, ადამიანმა ანთების შემსუბუქების მიზნით, ხშირად, უნდა მიირთვას: ხაჭო; ყველი, ქლიავი, კენკროვნები და კიტრის მწნილი. თუ გულძმარვა აწუხებს ადამიანს, მაშინ ხშირად უნდა მიირთვას: კამა, ალოეს წვენი და საღეჭი რეზინი ღეჭოს. ეს რა თქმა უნდა, მკურნალობის ფონზე.
2)  აქამდე ითვლებოდა, რომ მეორე ტიპის დიაბეტის, მთავარი მაპროვოცირებელი იყო სიმსუქნე. მაგრამ, მეცნიერებამ დაადგინა, რომ რისკს იწვევს, არა გაცხიმებული ქსოვილი, არამედ მასში დაგროვილი მავნე ნივთირებები: პესტიციდები, საღებავები, ქიმიური ხსნარები, ემულგატორები და სხვა. სუფთა ჰაერის რაციონალური გამოყენება, ბევრ დაავადებას აშორებს ადამიანს.
3)  თუ მაღალი წნევა გულის ისეთი პათოლოგიებიდან არ არის გამოწვეული, რომელსაც სისხლძარღვის სტენტირება სჭირდება, მაშინ მას ძალიან ეხმარება ფიტოთერაპია ან ჯანსაღი კვება და სპეციალური საკვები, რომლებიც სისხლძარღვებს აელასტიკურებს და წმენდს. ევროპული მედიცინის რეკომენდაციებში, მაღალი წნევის დროს, დიდი ადგილი ეთმობა შემდეგსაკვებს: უმი ბოსტნეული და ხილი, რადგან, მცენარეული უჯრედისი სისხლძარღვებს ელასტიკურს ხდის, სტაფილო, ვაშლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, ბულგარული წიწაკა უმად, შტოშის 2 ჭიქა ნატურალური წვენი დღეში, კალიუმით დატვირთვა. კალიუმი ეხმარება გულს, ინტენსიურად გადაქაჩოს სისხლი. კალიუმის დღიური ნორმაა _ 2 პომიდორი, ღუმელში შემწვარი კარტოფილი, კამა და თაფლი. ყველა დაავადება სისხლძარღვის დასუსტებით იწყება. სისხლძარღვებს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდებათ. სისხლძარღვი რეზინა არ არის. ხშირი მაღალი წნევის მომავალი, ინფარქტი ან ინსულტია. ცხიმი მაქსიმალურად უნდა გამორიცხოდ. ბევრი იაროთ, თუ არ ირბენთ. იმუნიტეტს განსაკუთრებით აძლიერებს _ ნიორი, ცირცელი, ასკილი, ხახვი, ბოლოკი, თაფლი.
4)თუ  (ეფ) ვიტამინი გაკლიათ გამონაყარი და სხვადასხვა სახის ალერგია ძნელად მოგირჩებათ. ფრჩხილები მტვრევადია და თმაც ადვილად ცვივა. მას შეიცავს კაკაო და აქედან გამომდინარე, ზოგი შოკოლადი. წინა თავებში ბევრჯერ ავღნიშნე და ისევ გავიმეორებ, მეცნიერების დამტკიცებულ  ჭეშმარიტებას _ კაკაოში შემავალ კატეხინს მინიმუმამდე დაჰყავს ინფარქტის, ინსულტის და კიბოს წარმოშობის შანსი.
5)ორი ცალი კივი ჩ ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს.
6)შეიძლება ადამიანს სახსრების ძლიერი ან ყრუ ტკივილი ჰქონდეს, მაგრამ ეს სულ არ იყოს დაკავშირებული სახსართა სისტემასთან და კალიუმის ნაკლებობის გამო იტანჯებოდეს `სახსრების დაავადებით~.
7)დიასახლისმა ან საცხობში მომუშავემ, კერძის ან ცომის ყოველი პარტიის მომზადების წინ, ხელები უნდა დაიბანოს და დაბანის დროს საპონი სამჯერ უნდა წაისვას . ამ შემთხვევაში მილიონობით, თვალით უხილავი მიკრობთა კოლონია საგრძნობლად შემცირდება. ეს მიკრობები, შემდეგ, თქვენი ღვიძლის, თირკმლის და სხვა ორგანოების დაავადების წყარო ხდება. არ იყიდოთ პური ან ნამცხვარი, თუ მას გამყიდველი შეუფუთავი ხელით მოგცემთ. მზა კერძი თავდახურული ჭურჭლით უნდა ინახებოდეს მაცივარში. Uუმი პროდუქტი ცალკე უნდა ინახებოდეს. ახალი სურსათი პოლიეთილენის პარკებში უნდა იყოს დაცული. უმი და მოხარშული ხორცის დასამუშავებლად სხვადსხვა დაფა უნდა იყოს გამოყენებული. ამას კარდინალური მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენ დაჭრით - მოხარშულ ხორცს იმავე დაფაზე ან მწვანილს, რაზეც უმი ხორცი დაჩეხეთ, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მიიღოთ. თერმული დამუშავებისას მილიონობით მიკრობი კვდება. ქალბატონმა გასინჯა ფარშის გემო შეწვამდე. ის ღვიძლის მძიმე დაავადებით მალე გარდაიცვალა. გახსოვდეთ! ხელზე მიკრობები არ ჩანს და არ ყვირის. უამრავი მძიმე დაავადებების მიზეზი უსუფთაო ხელებია. ხელის ნაოჭებს საუკუნეების ინფორმაცია გადააქვს. ამიტომაც იყენებენ კრიმინალისტიკაში. ცხოვრების წესად გაიხადეთ საკვებთან მიახლობის წინ ხელების დაბანა. ეს თქვენ უპრებლემო და ხანგრძლივ სიცოცხლის შანსს მისცემს. Uუმი ხორცის ან თევზის დამუშავების შემდეგ, დაფა გარეცხეთ და დამდუღრეთ. სასურველია, რომ ჩვარი, რომლითაც წმენდთ ამ დაფას, გადააგდოთ.
8) თუ ორსულს იოდდეფიციტი აქვს, დიდი შანსია: ახალშობილის დაღუპვის, თანდაყოლილი სიმახინჯის, ყრუმუნჯობის, გონებრივი ჩამორჩენის და ჯუჯობის.
9) იოდის დეფიციტის დროს, ადამიანი ბევრი დაავადებისთვის არის განწირული. მაგრამ, კიდევ უფრო საშიშია მისი მეტობა. არ უსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ წყალში ან რძეში რამდენიმე წვეთი იოდი ჩაასხით და მიიღეთ. ეს შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. იოდის სპირტხსნარის ერთი წვეთი, იმდენ იოდს შეიცავს რომ ადამიანისთვის მთელი წელი საკმარისია.
10) ვერძის სუსტი ადგილებია: თვალები, თავი, ნერვული სისტემა, სმენა. Kკუროს სუსტი ადგილებია: კისერი, ხერხემალი, ყელი. ღრიანკალის სუსტი წერტილებია: ცხვირი, მუცლის პრესი, საშარდე სისტემა. ქალწულის _ მუცლის კუნთები, კუჭ-ნაწლავი. თევზების _ კიდურები, ფეხისგულები, ქუსლები, ლიმფური სისტემა (ჯირკვლები). მერწყულის _ წვივის კუნთები, მყესები. ლომის  _ გული, ხერხემალი, სისხლი. ტყუპების _ ტრაქეა, ფილტვები, ნერვული სისტემა, ზედა კიდურები. კირჩხიბის _ სახე, ნერვული სისტემა. სასწორის _ თირკმლები, პანკრეასი, კანი. მშვილდოსანის _ ზედმეტი წონა, მუსკულატურა. თხის რქის _ ძვლები, სახსრები, ლორწოვანი გარსი. თქვენ ბუნებისგან დარტყმას ჰოროსკოპის ამ მინიშნებულ ორგანოებში უნდა ელოდოთ. აქცენტი აიღეთ ამ ზონების პროფილაქტიკასა და გაჯანსაღებაზე.
11) სამედიცინო სტატისტიკით, ყოველ მეოთხე ადამიანს, ფეხის ტერფის სოკო აწუხებს. ეს მიკოზია. ის ელვის სისწრაფით გადადის, როგორც სხეულის სხვა ნაწილებზე, ისე ახლო მყოფ ადამიანებზე. მისი ნიშნებია: ქავილი, კანის აქერცვლა, სხვდსხვა ტიპის გამონაყარი, ფრჩხილის ფორმის და ზედაპირის ცვლილება. Oოჯახის ან დაწესებულების რომელიმე წევრს, თუ სოკო აქვს, ის აუცილებლად გადაედება დანარჩენებს. გააძლიერეთ ჰიგიენა. მარტო მკურნალობა არ არის საკმარისი, თუ სტანდარტული ჰიგიენური წესების დაცვა არ მოხდა.თუ სოკოს ნიშნებია, არ არის საკმარისი შხაპის მიღება. ფეხის გულებს გაძლიერებული ჰიგიენა სჭირდება. საღამოობით ჩააწყვეთ ფეხი სოდიან წყალში. შეიზილეთ ზეითუნის ზეთში გახსნილი, დანაყილი ნიორი ფეხის გულში. შეიზილეთ ლიმონის წვენი. თუ კანი დაზიანებულია,ესე იგი იქ სოკოს ბევრი კოლონიაა. გაკაწრულ, ნახეთქებიან ქსოვილში სპირტი ან იოდი შეიზილეთ. ისარგებლეთ მხოლოდ პირადი ნივთებით. Oოჯახის ყველა წევრს პირადი პირსახოცი უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ოთახის ჩუსტის გამოყენება. ოთახის ჩუსტი, კვირაში ერთხელ მაინც გარეცხეთ, მას იუბილეს ნუ გადაუხდით _ ხშირად გამოცვალეთ. ოთახის ჩუსტი, განსხვავებით ფეხსაცმლისგან, ხშირად, წინდების გარეშე იცმევა და სოკოების წყაროა. თუ ჰიგიენის საკუთარ `იმპერიას~ არ შექმნით, მაშინ სხვისი მიკრობები ადვილად შემოგეჭრებათ. Uუკულტუროა ის ქალი, ვინც სხვისი ფრჩხილის ლაქს წაისვამს. ეს სხვისი სოკოებისს ათვისების საუკეთესო საშუალებაა.  
12)დიაბეტიანმა ადამიანმა კვირაში სამჯერ, მაინც, უნდა მიიღოს კვერცხი. რუსულ _ საბჭოთა დიეტას, კვერცხი ღვიძლის დაავადებების დროს, ამოღებული ჰქონდა რაციონიდან, რაც დღეს რადიკალურად შეიცვალა. Kკვერცხი უნივერსალური ღირსებების პროდუქტია. ნაკლებად მიეტანეთ არაქართულ კვერცხს. მას ხარისხიც რომ ჰქონდეს, კვერცხის თვისებები, ხანგრძლივი გადაადგილებისას ძლიერ ილახება.
13)თუ მუხლები გტკივათ და მედიკამენტები შედეგიანი არ არის, _ ყოველი ჭამის დროს, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი 1ჩ/კ ვაშლის ძმარი მიიღეთ.
14)თუ სვამთ ჰემოგლობინის ამწევ წამალს, მაშინ არ უნდა მიიღოთ: სოიო, ჩაი, ყავა და პარკოსნები, რადგან ისინი აფერხებენ რკინის შეწოვას და ათვისებას.
15)ტვინის მუშაობის გასააქტიურებლად საუკეთესოა ბადრიჯანი და სტაფილო.
16))თუ კომპიუტერის მომხმარებელი სიგარეტს ეწევა, მას, აუცილებლად,  ა ვიტამინის ნაკლებობა ექნება, რაც უფრო უძლიერდება მზეზე და სტრესის დროს.
 17)თუ კომპიუტერის მომხმარებელი სიგარეტს ეწევა, მას, აუცილებლად,  ა ვიტამინის ნაკლებობა ექნება, რაც უფრო უძლიერდება მზეზე და სტრესის დროს.
მარინა ტოტოჩავა

'.$TEXT['print'].'