როგორ გამოვიცნოთ ნარკოტიკით მოწამლული ადამიანი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
როგორ გამოვიცნოთ ნარკოტიკით მოწამლული ადამიანი

ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რადგან მოსალოდნელია გულისა და სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი. ნარკოტიკით მოწამვლის უტყუარი ნიშნებია:  ა) ეჭვი ნარკოტიკების მოხმარებაზე; ბ) სუნთქვის შენელება; გ)პულსის აჩქარება; დ) წნევის დაცემა; ე) გუგების დაპატარავება; ვ) ტუჩების გალურჯება;  ზ) ძილიანობა; თ) კუნთების ტონუსის მომატება; ი) მეტყველების აღრევა. თუ მოწამლული ნარკომანი საწყის ეტაპზე  ნახეთ, ეს მეტად საიმედო ვარიანტია. საწყისი ეტაპია ის მდგომარეობა,როცა მას შეუძლია ყლაპვა. მიეცით ორი ლიტრი სითხე, რომ აღებინოს. შემდეგ დაალევინეთ სამი ტაბლეტი სამედიცინო ნახშირი. როცა აღებინებს, მას შემდეგ დატვირთეთ სითხით. რადგან, ღებინება იწვევს ექსიკოზს, ანუ ორგანულ გამოშრობას, რისი შედეგიცაა კრუნჩხვები. კრუნჩხვისთვის ნარკომანის ორგანიზმი, მოწამვლის დროს, კი ისედაც მომზადებულია. ამის დასტურია მისი კუნთების არსებული ჰიპერტონუსი, რომელიც კრუნჩხვამდე მიდის. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, აგრეთვე, აკეთებთ შემდეგ ღონისძიებებს: ა) ელაპარაკეთ ძალიან ხმამაღლა,დაუძახეთ სახელი; ბ)ძლიერად დაუმასაჟეთ ყურები, ატრიალეთ ყურის ბიბილოები; გ) ხელი ურტყით ლოყებზე და კისერზე;  დ) ნიშადურის სპირტიანი ბამბა მიადეთ ცხვირის ნესტოსთან. თუ გუგები გაფართოვდა, სუნთქვა არ ისმის, გულმკერდი არ მოძრაობს, ამ დროს სიკვდილი მოსალოდნელია, მ აგრამ გადარჩენა შეიძლება. ამ შემთხვევაში: ა) დააწვინეთ მტკიცე, მაგარ ადგილზე, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც ქუჩაში. არ დააწვინოთ რბილ ლოგინზე; ბ) თუ ღებინება ჰქონდა, თითზე დაიხვიეთ ნაჭერი და ამოუწმინდეთ პირის ღრუ; გ) სუნთქვას აბრკოლებს უკან გადასროლილი ენა, კუნთების მოდუნების გამო. ეს არის მოსახლეობაში გავრცელებული ეგრეთ წოდებული ენის გადაყლაპვა. არ არის საჭირო, ენის უკან დასაბრუნებლად კოვზით   დაძგერება , რაც ასევე ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში და იწვევს გართულებებს. ენა არ იყლაპება, ის უკანაა გადავარდნილი. თუ ენა უკანაა გადავარდნილი მაშინ: ა) ავადმყოფს ხელი კისრის ქვეშ ამოუდეთ და ფრთხილად ასწიეთ, ამ დროს მეორე ხელით შუბლზე განახორციელეთ ზეწოლა, ამის შედეგად  თავი უკან გადმოიწევს; ბ) გაუღეთ პირი, ამოწიეთ ზემოთ ქვედა ყბა. ქვედა ყბა ყურის ბიბილოს ქვემოთ, იქვე, აკეთებს კუთხეს (ორივე მხარეს)  ქვედა ყბის კუთხეები გამოსწიეთ წინ ისეთ პოზიციაში რომ, ამ დროს ზედა და ქვედა კბილები ურთიერთბალანსირებულ წყობაში იდგეს. თუ მოგეპოვებათ კოფეინი, დექსამეტაზონი და კორდიამინი - გაუკეთეთ. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სუნთქვა თუ არ აღდგა, ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი. პულსის და სუნთქვის დაბრუნების შემდეგ, გვერდზე გადააბრუნეთ, რადგან ხშირად ამ შემთხვევაში ( და  ალკოჰოლური მოწამვლის შემთხვევაშიც  ადამიანი მთვრალი რომ, ჰგონიათ, ამ დროს კი ის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშ არის) სიკვდილი დგება ღებინების შედეგად დახრჩობით. ექიმის მოსვლამდე იმედს გაძლევს შემდეგი ფაქტორები: ა) გუგა ვიწროვდება; ბ) კანზე სილურჯე ქრება; გ) სუნთქვას ახერხებს; დ) საძილე არტერიაზე პულსი გამოჩნდება; ე) ხორხი იწყებს თვალშისაცემ მოძრაობას. თუ თქვენ ეს სტრესი დასძლიეთ, თავად ნარკომანი ამ ჯერზე გადარჩენილია.
2. დიაბეტი მოსახლეობის დიდ პროცენტს აქვს. დიაბეტური კომა შეიძლება შეგხვდეთ: ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურში და სხვა. როგორ გამოვიცნოთ დიაბეტური კომა?  დიაბეტური კომა არის ჰიპერგლიკემიური ( სისხლში შაქრის მომატებით) და ჰიპოგლიკემიური ( სისხლში შაქრის დაცემით). ჰიპერგლიკემიური კომა ნელ-ნელა ყალიბდება. ადამიანი ბევრ წყალს სვამს, როცა გონებას დაკარგავს, კანი მშრალი და თბილია. პირიდან შეიგრძნობა აცეტონის ან ვაშლის სუნი. ჰიპოგლიკემიური კომა ( შაქრის დაცემა) უცებ ვითარდება. დიაბეტიანს ამ დროს შია, ამცივნებს, შემდეგ გონებას კარგავს. სხეული ცივი ოფლით არის დაფარული. ძირითადად ასეა, თუმცა ძლიერი ოფლდენა, შეიძლება შაქრის მომატებისას იყოს. ისე კი დიაბეტური კომა დიაბეტიანს ემართება. ამიტომ დიაბეტით დაავადების შესახებ უნდა იცოდეს თანამშრომლებმა. ასევე, დიაბეტიანი უნდა ატარებდეს სპეციალოურ ბარათს ან აღნიშნული უნდა ჰქონდეს ეს პირად ბლოკნოტში.
3. მიოკარდიუმის ინფარქტზე გვისაუბრია.მაგრამ, რადგან, ეს საერთოდ გავრცელებული თემაა მოსახლეობაში, ამიტომ თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინებით, აქცენტი გავამახვილოთ აუცილებლად საჭირო ნიუანსებზე. ეს კი მოსახლეობას დაეხმარება სიკვდილის თავიდან აცილებაში. მით უმეტეს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა  ინფარქტის და ასთმის შეტევის ერთმანეთში არევა ხდება, ამის მაგალითი არც ისე ცოტაა. კორონარული არტერიები გულის კუნთის ქსოვილს სისხლით კვებავენ. თუ არტერია თრომბით დაიხშო, გულის კუნთის ანუ მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარდება. ინფარქტის შემთხვევა თუ კლასიკურია, მაშინ ძლიერი ტკივილი გულის არეში იქნებვა. ნიტროგლიცერინი ამ ტკივილს არ ხსნის. ძალიან მოკლედ განვიხილოთ ინფარქტის სახეშეცვლილი ვარიანტები: ა) ინფარქტი, რომელიც გამოიხატება მუცლის ტკივილით, ღებინებით ან გულისრევით. იგი გავს ქირურგიულ დაავადებას ან მწვავე ინტოქსიკაციას; ბ) ინფარქტი, რომელსაც გამოხატული აქვს კარდიალური ასთმის შეტევა, ქოშინი;  გ) ინფარქტი, რომელიც გამოხატულია პულსის არითმიით;  დ)ინფარქტის ცერებროვასკულარული  ფორმა, ზუსტად ჰგავს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლას და ინსულტს;  ე) შაქრიანი დიაბეტის დროს, შეიძლება ინფარქტი ტკივილების გარეშე მიმდინერეობდეს. ამ დროს პაციენტს, მხოლოდ ზოგადი დისკომფორტი აღენიშნება , ამიტომ დიაბეტიანს დიდი ყურადღება სჭირდება შეუძლოდ ყოფნის დროს. გულის ტკივილის დროს, ენის ქვეშ შეგიძლიათ დაიდოთ ნიტროგლიცერინი. ამ მედიკამენტის გამოყენების საუკეთესო ვარიანტია-მწოლიარე მდგომარეობა, შეგიძლიათ ნიტროგლიცერინი სამჯერ გამოიყენოთ. თუ ტკივილი 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ ექიმია საჭირო. თუ თქვენ - ათეროსკლეროზი გაქვთ ან მსუქნი ხართ, ან წნევით დაავადებული, ან ვენების პრობლემები, ან ფონური დაავადებით, ან არითმიით, ან დიაბეტით, ან არა სპორტული, ან მემკვიდრეობაში ინფარქტით, ან ცხიმის მომხმარებელი, ან ხშირად ნერვიულობით და სხვა. ,მაშინ ეს მძიმე ინფარქტია და მარტივად რომ ვთქვათ „სისხლძარღვების გაწმენდა გესაჭიროებათ“. რაც ჩვენს რეგიონში არ ხდება. ამიტომ უნდა მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას. ექსპერიმენტების დრო არ არის. ყოველი წუთი ძვირფასია. გახსოვდეთ! მძიმე ინფარქტი სპეციალიზირებული  კლინიკის გარეშე არ მორჩება.

'.$TEXT['print'].'