ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

1. როგორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის თანამედროვე ასპექტები? ეს დაავადება განპირობებულია ინსულინის უკმარისობით და ხასიათ1`დება – ნახშირწყლების ცვლის უხეში დარღვევით, სისხლში შაქრის მომატებით (ჰიპერგლიკემია), შარდში შაქრის გამოჩენით (გლუკოზურია) და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. ამ დაავადების მიზეზებია:  მემკვიდრული განწყობა, სისხლძარღვების დაზიანება, გასუქება _ გაცხიმება, ფსიქიკური და ფიზიკური ტრამვები, ვირუსული ინფექციები. Mმკურნალობის სტრატეგიაა: სისხლში შაქრის ნორმალიზება, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და გართულებების პროფილაქტიკა. მსუქან ადამიანს, მითუმეტეს, თუ გენეტიკური დატვირთვა აქვს, 90% იანი შანსი აქვს დიაბეტის. თუ ადამიანი ვარჯიშობს, ზომიერად იკვებება,  ანუ ცოტ-ცოტას და ინტერვალებით ჭამს, მას მიუხედავად სიმსუქნისა არ დაემართება დიაბეტი ან მოურჩება. Aამერიკელი მეცნიერების ბოლო წლის კვლევებით, დიაბეტის ტიპი _ II მორჩება, თუ ადამიანი ივარჯიშებს და ზომიერად ჭამს, მიუხედავად მისი დიდი წონისა. Aამ  შემთხვევაში აბსოლუტურად არ არის პრობლემა დიდი წონა. ცხიმიანმა, მსუქანმა ადამიანმა თუ არ ივარჯიშა, მაშინ კანქვეშა ცხომოვან შრეში არსებული ჰორმონი _ირისინი ქვეითდება. Aამის შედეგად, კი დიდი რისკია ისეთი დაავადებების, როგორიცაა დიაბეტი, პროსტატა, იმპოტენცია.  არჩევის პრეპარატებია II ტიპის დიაბეტის დროს, მედიკამენტები რომლებიც დამზადებულია გერანის და ევკალიპტის ეთერული ზეთებისაგან. Dდიაბეტის დროს განსაკუთრებული სამიზნეა არამარტო პანკრეასი, არამედ ღვიძლი. თუ ღვიძლის  უჯრედებიდან ცხიმის მობილიზაცია არ მოხდა, მაშინ ღვიძლის და პანკრეასის ფუნქცია არ დასტაბილურდება და ათეროსკლეროზის რისკი არ მოიხსნება (რომლის ფონზეა ყოველთვის ინსულტი და ინფარქტი). Oომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები ამაღლებენ პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, რაც აძლიერებს უჯრედების მიერ გლუკოზის ადვილად ათვისებას. რის გამოც გლუკოზა სისხლში აღარ გროვდება და შაქარი მაღლა არ იწევს. მოცვზე დამზადებული მედიკამენტის  ძირითადი შემადგენელია მოცვი. Mმოცვის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია: მირიტილინი, მარგანეცი და ქრომი. Eეს სამი კომპონენტი ყველაზე დადებითად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე. მოგეხსენებათ, დიაბეტის დროს, ძირითადად ნახშირწყლოვანი ცვლაა დარღვეული. არ არსებობს დიაბეტიანი ადამიანი, რომელსაც მარგანეცი და ქრომი არ ჰქონდეს დაქვეითებული.აგრეთვე, უნდა აღინიშნოს თუთიის შესახებ. თუთიაც, თითქმის, ყველა დიაბეტიანს დაქვეითებული აქვს. თუთია მონაწილეობს ჰორმონი _ ინსულინის სინთეზში. Dდიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სისხლძარღვების კონტროლი. ანგიოპათია ყველაზე მეტად ამძიმებს დიაბეტს. ანგიოპათია ართულებს არამარტო დიაბეტს, არამედ ნებისმიერ დაავადებას. ამიტომ სიცოცხლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს, ცხოვრების აქტიურ წესს და ხილ-ბოსტნეულით ხშირ კვებას
2. გოგონები ხშირად სვამენ კითხვას: რა ხდება მენსტრუაციის დროს  ეს პროცესი ვითარდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პერიოდული ჩამოფცქვნის გამო. მისი პირველი განვითარება ინდივიდუალურია ასაკის თვალსაზრისით. მაგრამ, ნორმად 12-14 წლის ასაკი ითვლება. ნორმაში არ თავსდება, მისი დაწყება 7 წლამდე ან 16 წლის შემდეგ. ჭარბწონიან გოგონებს ის უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე გამხდრებს. თვეში ციკლის 3 – 4 დღიანი გადაცილება, ნორმად მიიჩნევა. თუ გოგონამ ინერვიულა და ამინდიც სწრაფად შეიცვალა ან სხვა გეოგრაფიული გარემოში აღმოჩნდა, მაშინ 2 კვირის გადაცილებაც, ნორმად ითვლება. მაგრამ, ეს თუ ხშირად განმეორდა, უკვე უნდა მიმართოთ ექიმს. მენსტრუაციის დროს ქალის ორგანიზმში მსგავსი ფიზიოლოგიური პროცესებია, როგორიცაა ორსული ქალის ორგანიზმში. მაგრამ, მთავარი აგენტი აკლია. ამიტომაც, მედიცინაში მენსტრუაციას ,,განაყოფიერებული საშვილოსნოს ტირილს~ უწოდებენ. როგორი ტიპის მენსტრუაციის დროსაა, სასწრაფო -  ექიმთან მისვლა. ეს გარემოებებია: ძალიან მცირე გამონადენი, 7 დღეზე მეტი ან 2 დღეზე ნაკლები სისხლდენა, უხვი გამონადენი, თაბრუხვევა, ძლიერი სისუსტე, ფერის დაკარგვა სახის კანზე, სისხლში კოლტების არსებობა. ბევრს აინტერესებს, თუ ზოგისთვის რატომაა ასე მტკივნეული ეს პროცესი. თუ ტკივილგამაყუჩებელი რამდენჯერმე სჭირდება გოგონას, მაშინ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ამის მიზეზია _ ბალანსის დარღვევა, პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის. ამ დისბალანსის გამო საშვილოსნო იკუმშება, რაც მტკივნეულია. დღეს არის ისეთი პრეპარატები, (დასალევად მისაღები) რომ პრობლემა და ტკივილი უკვალოდ ქრება. ძალიან სასურველია, რომ გოგონა თბილად იყოს კრიტიკულ დღეებში, არ გაცივდეს. ფიზიკური სამუშაო არ შეასრულოს, არ იღელვოს. ამასთანავე, განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს, ამ დღეებში ჰიგიენური პროცედურები.
3. გამხდარი ადამიანი არა მარტო ლამაზია, არამედ მეტად ჯანმრთელია. ბევრი ოცნებობს, რომ თან მიირთვას და თან გახდეს. ამერიკასა და ევროპაში უკვე რადიკალურად შეიცვალა თეორიებიც და პრაქტიკული მიდგომებიც სიმსუქნე - სიგამხდრეზე, ანუ ის წესები, რაც ადრე იყო ჩვენში გამოყენებული დიეტების სახით, უკვე ძალიან დაბალ დონედ ითვლება. უკვე აკადემიურად დადგენილია, რომ თუ იშიმშილებთ, შემდეგ ისევ გასუქდებით და თუ გახდომა გნებავთ, ამისთვის აუცილებლად უნდა ჭამოთ. ჩამოვთვლი პროდუქტებს, რაც არამარტო ახდენს, არამედ იმუნიტეტს ამაღლებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამ პროდუქტებს მიირთმევს ჰოლივუდის ვარსკლავები და ყველა ის ადამიანი ევროპაში, რომლებსაც სურთ გამხდარი და თან ჯანმრთელი იყვნენ. ეს პროდუქტებია: მწვანე ჩაი, სუფთა წყალი- უზმოზე ან ჭამის წინ, გრეიფრუტი, იოგურტი - მისი ძლიერება, მასში შემავალი კალციუმის და პროტეინების ხარჯზეა. პროტეინები სისხლში არეგულირებენ შაქრის ბალანსს, როგორც შემცვლელობის ასევე მოხმარების თვალსაზრისით. Kკალციუმზე კი ხშირად მიგითითებთ, რომ წელიწადში 2-ჯერ  უნდა დალიოთ. კვერცხი უძლიერესი  მინერალებისაგან შედგება. დილით კვერცხის ჭამა, ესაა მთელი დღის მანძილზე განაწილებული ენერგიის უდიდესი მუხტი. ხოლო, ვინც დილით ნამცხვრებს მიირთმევს, მისი იმუნიტეტი ამ კვების მავნე შედეგებს, მთელი დღე ებრძვის. ორაგული - ეს არის უნივერსალური თევზი, უდიდესი იმუნიტეტის მქონე რომელსაც, თბილ წყალში ცხოვრებას, ცივი წყალი ურჩევნია. მე თითქმის, ყოველ მეორე რეკომენდაციაში მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ მედიკამენტი ომეგა 3. ორაგული ომეგა 3 –ის ბუნებრივი ფორმაა. თუ თევზი უნდა იყიდოთ, ცოტა მეტიც გადაიხადეთ და მიირთვით ორაგული. ჩვენ ვცხოვრობთ ქიმიურ სამყაროში. ვჭამთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ ქიმიას. ასე მომრავლებული სიმსივნური დაავადებებისაგან, ეს მეტაბოლიტური პროდუქტები გადაარჩენს ორგანიზმს. თუ ორაგულს ვერ იყიდით მიიღეთ პრეპარატი ომეგა 3. Kკიდევ უფრო შთამბეჭდავია პრეპარატი ვიტალ +, რომელიც შეიცავს: ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9 –ს. ომეგას მჟავები: აშორებს ზედმეტ წონას, აუმჯობებსებს გულის დაავადებებს, აწესრიგებს ჰორმონების ცვლას. აწყნარებს და არეგულირებს გაავებულ ლეპტინს. ლეპტინი ეს არის ჰორმონი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს მსუნაგობის ხარისხს. ანუ ის პასუხისმგებელია მადაზე. ლეპტინს თუ ტვინი არა აქვს არეული, ადამიანი ჯანმრთელადაა და მადაც ნორმალური აქვს. ყავას აქვს ბევრი სასარგებლო და საზიანო თვისებები. თუმც ნორმული, ზღვრული რაოდენობით აღმოჩნდეს შეიძლება სასარგებლო. მხოლოდ 1 ჭიქა ყავა დღეში: წვავს ზედმეტ კალორიებს, აუმჯობესებს მდგომარეობას: დიაბეტის, პარკისონის დაავადების დროს, ხსნის კიბოს რისკს. 90 იან წლებში საქართველო ყავამ და ლობიომ იხსნა. ხოლო ყავის მოჭარბებული მიღებით ბევრნა იწვნია გულის დაავადებები. თუ ძროხის ხორცს შეცვლით კამეჩის ხორცით, ამით წონაში იკლებთ და ქოლესტერინს იწესრიგებთ. კაკალი, თხილი ნუში იმდენად მდიდარია პროტეინებით, რომ საშენი მასალაა ორგანიზმის ახალი უჯრედებისთვის და აწესრიგებს ჰორმონებს, რის გამოც მადა დაბლა ეცემა. თუ მისაწვდომი იქნება თქვენთვის ბერძნული კაკალი, ის უფრო მეტს საოცრებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, ის ომეგა 3 მჟავასაც შეიცავს. პარკოსნები პროტეინების წყაროა, მათი ხშირი გამოყენება წონას აბალანსებს. ყვავილოვანი კომბოსტო - შეგიძლიათ მიირთვათ ბევრი, ის შეიცავს ძალიან მცირე კალორიას და დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს.სელის მარცვალი _ ჰორმონების დამბალანსებელია, ასტაბილურებს შაქრის დონეს, ხელს უწყობს ინსულინის სწორ ცვლას, ახდენს გასუქებულს, საუკეთესოა დიაბეტის დროს. წიწიბურაში, შვრიაში (ჰერკულესში), გამოიყენეთ სელის კარაქი ან პურზე. ფაფაში ან იოგურტში შეგიძლიათ სელის მარცვლები გამოიყენოთ. ჩვენი ქვეყანა და ხალხი უღატაკეს მდგომარეობაში რომ არ იყოს, მაშინ გირჩევდით ავოკადოს. ის საუკეთესო ცხიმებს შეიცავს, ადამიანს ნორმალურ ფიგურას უნარჩუნებს, მავნე ცხიმებს გარეთ აძევებს და უამრავი დაავადებებისაგან გიცავთ. ჰოლივუდის ვარსკლავები დილით ავოკადოს ბუტერბროდს მიირთმევენ. დანერგეთ კვებაში ტოფუ. Eეს არის სოიოს ხაჭო. ევროპაში ყველა ვეგეტარიანელი ამას მიირთმევს. ის ისეთ პროტეინებს შეიცავს, რაც პირდაპირ მუშაობენ წონის კლებაზე და ორგანიზმის გაჯანმრთელებაზე.
4. პირველი დახმარება დამწვრობის დროს _ მაღალი ტემპერატურის გამო ქსოვილში უსწრაფესად ვითარდება ანთება და შეშუპება, არის ძალიან მტკივნეული. სისხლძარღვებიდან სითხე ქსოვილში გადადის. სისხლი ამ ადგილს აღარ მოეწოდება და ეს ფაქტორები იწვევს ძლიერ ტკივილს, რადგან ამ პრობლემების გამო ქსოვილის ჟანგბადი აღარ მიეწოდება.ზედაპირულ დამწვრობას აქვს: შეშუპება, ტკივილი, სიწითლე. არაშრეობივი დამწვრობის დროს კანი არამარტო წითელია, არამედ მოთეთროც. Aარის ბუშტუკები. სრულშრეობრივი დამწვრობის დროს კანი ღრმად ზიანდება, შეიძლება კუნთი და ძვალიც დაზიანდეს. კანს ყავისფერი ფერი აქვს. თუ ოთახში კვამლია, ადამიანი გარეთ უნდა გამოიყვანოთ. განიავება უცებ არ ხდება. თუ ტანსაცმელი ალმოდებულია, ამ დროს შეცდომაა ძველი წესი. როცა დაზიანებულს იქეთ-აქეთ აკოტრიალებდნენ. ამ დროს უნდა დაასხათ წყალი ან შემოახვიო ბუნებრივი ქსოვილი. ხელოვნური ქსოვილი ალს და წვას აძლიერებს.ეცადეთ ტანსაცმელის ნაზად გახდას ან მაკრატლით შემოჭრას. თუ ცხელი გაზი აქვს ჩასუნთქული, მაშინ ხიხინით სუნთქავს, ყლაპვა უჭირს, ახველებს, ხმა დაკარგული აქვს ე.ი სასუნთქი გზებია დამწვარი და სახლში ვერაფერს უზამთ, სასწრაფოდ გადაიყვანეთ. ელექტრული ან თერმული ან ქიმიური დამწვრობის დროს, უნდა დაივიწყოს მოსახლეობამ ძველი წესი, როცა მდუღარე წყლით დამწვარს, იმწამსვე რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის და ჰიგიენის, სახლში დამზადებულ მალამოებს ადებენ. 30 წუთამდე არე უნდა ჩამოიბანოს ცივი წყლის ნაზი ნაკადით. თუ დამწვრობა ღრმა არ არის და არც ფართო, მაშინ, შეიძლება სახლში მკურნალობა. გაგრილების შემდეგ შეიძლება დამწვრობის სამედიცინო მალამოს დადება. ზედ უნდა გადაეხვიოს სტერილური საფენი, ისე ფრთხილად და არა ზეწოლით, რომ კანი სუნთქავდეს. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ღრმა და ფართო დამწვრობა სიცოცხლისთვის საშიშია და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ბინის პირობებში მკურნალობა. ის დამწვრობის ცენტრში უნდა მოთავსდეს. დამწვრობის დროს გამოიყოფა შხამიანი ნივთიერებები _ ტოქსინები. ეს შხამი ორგანიზმიდან, თირკმლების გზით უნდა გამოილექოს. ძლიერი დამწვრობის დროს, ყოველთვის ზიანდება თირკმლები,  აგრეთვე ინფექციის შეჭრის საშიშროებაა. Aამიტომ, დაუშვებელია, ის რაც ხშირად ხდება. არ შეიძლება, დამწვრობის მაღალი კატეგორიის, ბინაზე მკურნალობა. ამის უარყოფითმა შედეგმა, დარჩენილი მიკროორგანიზმების სახით, სხვა დაავადების ფორმით, შეიძლება, იჩინოს თავი რამდენიმე წლის შემდეგ. რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი სამწუხარო შემთხვევა 6 წლის ბავშვი  გაგზავნილი იყო თბილისის დამწვრობის ცენტრში. მორჩენის შემდეგ არ დაემორჩილენ ექიმს და ნაადრევად წამოვიდნენ ბინაზე. ერთი თვის შემდეგ ბავში გარდაიცვალა თირკმლის მწვავე უკმარისობით.

მარინა ტოტოჩავა.

'.$TEXT['print'].'