ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

პერსისტული ოვალური ხვრელი - მთვლემარე ვულკანი ყველეაზე საშიში მდგომარეობები და სიკვდილის რისკები სისხლის პრობლემებიდან იწყება. სისხლის რეაქცია თუ
მჟავიანობისაკენ გადაიხრება - ეს  აციდოზია. ხოლო თუ ტუტიანობისაკენ - ეს ალკალოზია.  გაზოვანია აციდოზი, როცა ნახშირმჟავა ფილტვებიდან ძნელად ძევდება. ეს არის ფილტვების ანთების ან ფილტვის სხვა დაავადებების დროს. ამიტომაა, საჭირო ფილტვების ანთების დროს,  მინერალური წყალი, როგორც სამკურნალო საშუალება. არაგაზოვანია აციდოზი, როცა ორგანიზმში მჟავებია მომატებული. ეს არის დიაბეტის დროს, თირკმლების დაავადებების დროს. მჟავა -ტუტოვანი  ბალანსი თუ  დაირღვა, სისხლის შედედების პროცესები იშლება. კერძოდ, მოიშლება ჰირუდინის ცვლა. ჰირუდინს გამოიმუშავებს წურბელა.წნევიან პაციენტს წურბელის ეფექტი სწორად მისი, ანტიკოაგულანტური შესაძლებლობებით ეძლევა, ანუ სისხლის გათხიერების უნარით, რომელსაც აკეთებს ჰირუდინი ისე, როგორც, ჰეპარინი. სისხლს მოაქვს ქსოვილებში ჟანგბადი და გამოაქვს იქიდან ნახშირორჟანგი. ჟანგბადის ნაკლებობა ორგანოთა ქსოვილებს ჰიპოქსიის მდგომარეობაში აგდებს, რაც ყველა დაავადების სათავეა. დატვირთულ ორგანიზმს მეტი ჟანგბადი სჭირდება. ამის გამო, რძის მჟავა ვერ იჟანგება ბოლომდე. ამიტომ, დაღლილობის დროს მეტი სითხეებია საჭირო - უფრო მინერალური. უნდა ვიცოდეთ ერთი მექანიზმი, რომელიც იდენტური აქვს - ინფარქტიანს, ინსულტიანს, შაკიკიანს და ჯანმრთელ ადამიანს, რომელმაც წყალში ჩაყვინთა და ცუდად გახდა. მუცელში ნაყოფის მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის კავშირია, ეს ურთიერთობა აწესრიგებს ნაყოფის სისხლის მიმოქცევას. ეს კავშირი არის პერსისტული ოვალური ხვრელი. ბავშვი, რომ დაიბადება ამ ხვრელის ფუნქცია მაშინვე წყდება. ხოლო ხვრელი 1 თვეში ხორცდება.თუ ეს არ შეხორცდა, მაშინ მიზეზია - ინსულტის, ინფარქტის, შაკიკის და ჩაყვინთვის დროს, შეიძლება, ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდეს - წინა გულთა ძგიდის ანევრიზმა 70% - ში ამ ხვრელის გამოა. თრომბოემბოლიების ხშირი რაოდენობა, ამ ხვრელის გამოა. კიდურების ვენების თრომბოზები, რომელიც დღეს ყველაზე გავრცელებულია, ამ ხვრელის არსებობის გამო 90 % - ში პარადოქსული ემბოლიებით რთულდება. როცა ადამიანს არაჯანსაღი ვენები აქვს, მაშინ, მისი ემბოლიები ვენებიდან აღწევენ სისხლის მიმოქცევის წრეებში. ამ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება დაემართოს-ინფარქტი, ინსულტი, შაკიკის შეტევა, თრომბოემბოლია, გარდამავალი  იშემიური შეტევა ( ზოგს ეს უსიამოვნო შეგრძნება და ცუდად გახდომა ჰგონია). პარადოქსულ ემბოლიებს აპროვოცირებს შემდეგი ფაქტორები: სიცხეში სითხის ნაკლებობა, თრომბოზული მაჩვენებლების დარღვევა, სიმსივნე, მოტეხილობა, კონტრაცეპტიკები, კლიმაქსის მედიკამენტები. თუ ახალგაზრდას  ინსულტი აქვს, იქ მიზეზი ყველაზე ხშირად ოვალური ხვრელია. ქვემო კიდურის თრომბოემბოლია, ყველაზე ხშირად, უმოძრაობის დროს ხდება. ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრი შემთხვევაა აღწერილი, უმოძრაობისგან ინსულტის დამართების, მათ შორის მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ. მე ამიტომ მოგიწოდებთ ხშირად -  კომპიუტერთან ჯდომისას, ყოველ ნახევარსაათში ოთახში, მაინც იარეთ წინ და უკან. სამეცნიერო კვლევებით - ყოველ მეორე შაკიკით დაავადებულს - აქვს ღია ოვალური ხვრელი. შაკიკის ყველაზე ხშირი მიზეზი არის - ემბოლიიის შედეგად გამოწვეული, თავის ტვინის ერთი კონკრეტული უბნის იშემია. ამას ხშირად ემატება სისხლში სეროტონინის გაზრდა. მკაფიოდ უნდა ვთქვათ შემდეგი - ყველა შაკიკიანმა უნდა გამოიკვლიოს გულსისხლძარღვთა სისტემა. ასევე ყველა იმან, ვისაც ვენები აწუხებს. თუ ადამიანი წყლის სიღრმიდან სწრაფად ამოცურავს, მას შეიძლება დაემართოს დეკომპრესიული სინდრომი და  ჰაეროვანი ემბოლია. ამას ახდენს მაღალი ატმოსფერული წნევის ზეწოლა. თუ ადამიანი ჯანმრთელია და მსუბუქი ფორმა გამოიკვეთა, ამ დროს მარტო ტკივილია და ჯირკვლების გადიდება. უფრო დამძიმებული ფორმის დროს, ხდება ფილტვის ბაროტრამვა და ჰაეროვანი ემბოლია.თუ წყლის სიღრმიდან ნელა ამოცურავს, ფილტვის ალგეოლებში წნევა ქვეითდება. სისხლში მყოფი ჰაერის ბუშტები, რომლებიც აკუმულირებული აზოტისგან წარმოიქმნება, ამოსუნთქულ ჰაერს გარეთ გამოყვება. ეს პროცესი მაშინაა საშიში, როცა ბუშტები ფილტვებს არ გაივლის და ცენტრალური სისხლის მიმოქცევაში აღწევენ. ეს პროცესი სიცოცხლისათვის საშიშია. ამ მდგომარეობის დროს: სიცივე, ფილტვების სისუსტე, ქრონიკული იშემია, ამ დროს ხდება ტვინის ჰაეროვანი ემბოლია. ვისაც დეკომპრესიული სინდრომი დაეუფლა ყვინთვის შემდეგ, ჰქონდა ოვალური ხვრელი. სიკვდილის მაქსიმუმ შანსებს შიცავს მესამე ვარიანტი. იგი დავყოთ სამ ტიპად:  ა) სწრაფი ამოსვლა წყლის სიღრმიდან; ბ) დესპოტური ყვინთვა ( 30 მეტრზე ღრმად);  გ)  იო -  იო ყვინთვა, ანუ ყვინთვა - ამოყვინთვის ხშირი განმეორება. ვისაც უყვარს ყვინთვა, მან მკაცრად უნდა ისმინოს შემდეგი: მან ძალიან ნელა უნდა ამოყვინთოს. ეს რაც ნელა მოხდება, მით ნაკლები იქნება, სისხლში წარმოშობილი ჰაერის ბუშტების რაოდენობა. ამის გამო, გართულება ნაკლებია. ჩაყვინთვის დროს მეტია ემბიოლის შანსი - თუ ადამიანი დაახველებს ან გაიჭინთება ემბოლიის შანსი პიკია. წყლის სიღრმიდან ამოსვლის პროცესში, რისკი გრძელდება ამოსვლიდან 2 საათი ამოყვინთვის შემდეგ. ერიდეთ ამ პერიოდში დატვირთვას. თუ მიდიხართ ზღვაზე ან თუნდაც სოფლის მდინარეზე, ოვალური ხვრელის ჩივილები არა აქვს. თუ  თქვენი შვილი გამოკვლეული არ გყავთ ანატომიურად, მკაცრად გააფრთხილეთ, რომ არ ჩაყვინთოს ან ძალიან ნელა ამოყვინთოს. ორთოდოქსიის სინდრომი - მას აქვს ჟანგბადის უკმარისობის შეტევა მცირე დისკომფორტით - დგომის, ჯდომის და სიარულის დროს. . მდგომარეობა სწორდება დაწოლით. ამიტომ, იშემიური ადამიანი ცუდად რომ გახდება, აუცილებლად უნდა დაწვეს. რადგან ჰორიზონტალურ პოზიციაში - მარჯვნიდან მარცხნივ სისხლის შუნტი მცირდება. თუ ეს სინდრომი აქვს ადამიანს და ფონად ღია ოვალური ხვრელი, მაშინ სიკვდილის რისკი მეტად მატულობს. უფრო ხშირ შემთხვევაში კი, ორთოდოქსიის სინდრომის მიზეზი თავად ღია ოვალური ხვრელია. ხერხემლის გამრუდება ორთოდოქსიის  სინდრომს აპროვოცირებს. თუ ხერხემლის გამრუდებასთან ერთად ოვალური ხვრელიც არსებობს, მაშინ მდგომარეობა სარისკო ხდება - სირბილის , თამაშის ან ვარჯიშის დროს, რომელსაც ბავშვს ასრულებინებს   ხერხემლის სტიმულაციისთვის - არაპროფესიონალი და არა ექიმი რეაბილიტოლოგი, ანუ ბავშვს თუ ოვალური ხვრელი აქვს და თან ხერხემლის პრობლემა, ამ  შემთხვევაში, მის ხერხემალზე მხოლოდ ექიმი რეაბილიტოლოგია პასუხისმგებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ბავშვი შეიძლება სიკვდილის წინაშე დადგეს. რადგან ამ დროს მისთვის სპეციალური ვარჯიშია საჭირო,  რაც მხოლოდ  ექიმმა იცის.  როცა ახალგაზრდას ინფარქტი ემართება, 90 % - ში მიზეზი ოვალური ხვრელია. ამის გათვალისწინებით  ჩემი რეკომენდაციებია:  ა) ყველა ბავშვი უნდა გამოიკვლიოთ ოვალურ ხვრელზე, რადგან ამ პროცესს ჩივილები არა აქვს; ბ) არ დაუშვათ მუცლის შებერვა. იმკურნალეთ ბაღვლის ბუშტზე, კოლიტზე. არ გაიჭინთოთ ტუელეტში - გაჭინთვის დროს ვენური სისხლი აწვება გულს, შედეგად  მარჯვენა წინა გულის წნევა მეტი გახდება - მარცხენა წინა გულის წნევაზე.ოვალური ხვრელის დროს გაჭინთვა ემბოლიის რისკია. თუ გულით დაავადებული ხართ  ტუალეტში შესვლის წინ და შემდეგ მიიღეთ ვალიდოლი; გ) სისხლის თრომბებისგან გასაწმენდად, როგორ ყნდაიკვებოთ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია; დ) თუ შაკიკი გაქვთ, გამოიკვლიეთ გული ცნობილი. ცნობილია, რომ ვისაც მოციმციმე არითმია აქვს, მას ყველაზე მეტი შანსი აქვს ინსულტის. არ აწიოთ სიმძიმეები, არ დაახველოთ ძლიერად, ხანგრძლივად არ იჯდეთ ერთ პოზაში, ივარჯიშეთ ან ბევრი იარეთ;  ე)სიცხეში მიიღეთ ბევრი გრილი წყალი;  ვ) არ ჩაყვინთოთ და გააფრთხილეთ  ბავშვები არ ჩაყვინთონ. ყვინთვისას ეს პრობლემა, ოვალური ხვრელის გარეშეც შეიძლება მიიღოთ. ხოლო თუ ოვალური ხვრელია, მაშინ შეიძლება საბედისწერო დარჩეს.

'.$TEXT['print'].'