ჯანსაღი ცხოვრებისათვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისათვის

1)ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რამდენიმე პოსტულატი ასთმის, როგორც სერიოზული დაავადების შესახებ: ა)არაკომპეტენტურად დასმული ასთმის დიაგნოზი, ართულებს მის მკურნალობას და ადამიანის ცხოვრებასაც, რადგან არის რამდენიმე დაავადება რომლებიც ძალიან წააგავს ასთმის კლინიკას.
ბ)ასთმის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს, არასწორად შერჩეულმა სამკურნალო ვარჯიშმა, შიშმა, ბრაზმა.
გ)ყველაზე მეტი დამნაშავე ასთმის წარმოშობაში არის: სახლის მტვერი _ საწოლის, ავეჯის, ნოხის, ბეწვის, სათამაშოს; უსუფთაო ჰაერი, ცხოველების ბეწვი, მცენარის მტვერი, თამბაქოს ბოლი, ქიმიური საშუალებები.
დ)ასთმა ბავშვებში ყველაზე ხშირი დაავადებაა, მაგრამ გამოცდილ ექიმს შეუძლია მისი კონტროლი, სიმპტომების შეზღუდვა და გართულებების აცილება.
ე)2005 წელს ამ დაავადებით მსოფლიოში 255 000 ადამიანი დაიღუპა. ისინი არ ასრულებდნენ ექიმის მითითებებს.
ვ)ღარიბ მოსახლეობას ასთმის დროს, ხელი უნდა შეუწყოს ექიმმაც და სახელმწიფომც.
ზ)გაძნელებული და მსტვენი სუნთქვითი შეტევები სხვადასხვა ადამიანს, განსხვავებული ინტენსივობით აქვს გამოხატული, მაგრამ ყველას დიდი ყურადღება სჭირდება.
თ)ასთმა რთულდება ფიზიკური დატვირთვის დროს და ღამით. ხშირი შეტევების მიზეზი აუცილებლად დადგენილი უნდა იყოს.
2)კომში უძველესი დროიდან მოდის. ის იმდენად მნიშვნელოვან ინგრედიენტებს შეიცავს, რომ მას სამეფო ოჯახებში ბედნიერი ცხოვრების სიმბოლოს მარკა ჰქონდა. მასში არის ის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს შლაკებისგან წმენდს, ტოქსინებს გამორეცხავს, ვირუსებისაგან იცავს. ერთ ცალ კომშში სამი დღე-ღამის ნორმა რკინაა. მასში ბევრი მიკროელემენტებია, მათ შორის სპილენძი, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. ბლომად შეიცავს ცე  ვიტამინსაც. კომში იწოვს შხამს და გამოყავს გარეთ, პექტინების და სხვა ფერმენტების შემცვლელობის ზეგავლენით. ხველის დროს კომშის გამოყენება ხალხში უკვე ცნობილია. მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ, ის საუკეთესოა შეშუპების დასაცხრობად, რადგან შარდმდენია. ის მოქმედებს, აგრეთვე, შინაგან შეშუპებაზე და ორგანიზმიდან არასაჭირო სითხეს აძევებს. კომში წყლულის შეხორცებაშიც მონაწილეობს, ამიტომ, ზოგადად კუჭნაწლავს ძალიან უხდება. მე ხშირად მისაუბრია თქვენთან, კოლიტის დროს, კომშის წვენის გამოყენების ბრწყინვალე შედეგებზე. კულინარიაში, ხორცის კერძებში, კომშის გამოყენება მაღალ ტონად ითვლება.თუ დიზბაქტერიოზი და საერთოდ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, კომშის კურკის ნაყენი ხშირად გამოიყენეთ. კუჭ-ნაწლავის ლორწოვანში სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის დაცემა, ამწვავებს ამ სისტემის ნებისმიერ დაავადებას. კომშის კურკა გამოყოფს ლორწოს და დიდი პროცენტით ზრდის კუჭნაწლავის ამომფენი ლორწოვანი ეპითელიუმის მდგომარეობას სიჯანსაღისკენ.  ასევე ეს ნაყენი გამოიყენება ბრონქიტის დროს დიდი წარმატებით _ ყველა ასაკში.
3)სისხლძარღვების სკლეროზს, დაჩლუნგებას და დაბინძურებას და გადაგვარებას იწვევს ჰომოცისტეინის მომატებული რიცხვი. მას ყველაზე აქტიურად აქვეითებს, ფოლიუმის მჟავას ის ტიპი, რომელიც მწვანე ფოთლება ბოსტნეულში შედის. (სალათა, სხვადსხვა ფხალი, უფრო ისპანახი).
4) ამერიკელი მეცნიერების კვლევებით, ვისაც ალერგია აწუხებს, მას მინიმალური შანსი აქვს ტვინის სიმსივნის. ციტოკინები, რომლებიც მეტად გააქტიურებულია ალერგიული პროცესების დროს, აფერხებენ ტვინის სიმსივნის წარმოშობას.
5) თუ ნებისმიერი ასაკის ბავშვს _ ორიდან თხუთმეტ წლამდე, პერიოდულად აქვს ეპიგასტრიუმის მიდამოს ტკივილი (შუაში, კუჭს ზემოთ), თქვენ კი გეუბნებიან, რომ  ეს არის მხოლოდ ჭიები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გამოირიცხება წყლული (მითუმეტეს თუ მემკვიდრეობაში ეს აღენიშნება). Gგამოირიცხება გასტრიტი _კუჭის ლორწოვანის ანთება. Bბევრი მაგალითი არსებობს, როცა ამ შემთხვევაში აგრძელებენ ჭიებზე პერიოდულ პროფილაქტიკას. ბავშვი ან მოზარდი, აუცილებლად, უნდა ნახოს ქირურგმა.  რადგან, ასეთი სიმპტომები, ყველაზე ხშირია, ქრონიკული ბრმანაწლავის ანთების დროს. შესაბამისი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ეს მდგომარეობა ყოველთვის მწვავე ოპერაციით მთავრდება. 
6)ცხელი აბაზანა ან შხაპი არ უნდა მიიღოს იმ ადამიანებმა, ვისაც კუჭ-ნაწლავი აწუხებს. განსაკუთრებით, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული. სტატისტიკურად, კუჭის პერფორაცია 80% ცხელი შხაპის დროს ხდება. ცხელი შხაპი და აბაზანა ნებისმიერი ოპერაციის და მათ შორის საკეისროს შემდეგ, ორი თვე იკრძალება.
7)ხშირად გვეკითხებიან ვეგეტატური ნერვული სისტემის შასახებ. Eის ნერვული სისტემის ბაზისია. ის აკონტროლებს: სისხლძარღვების, გულის, კუჭის, ფილტვების მუშაობას. აგრეთვე, არეგულირებს: ტემპერატურას, წნევას, პულსს, ნივთიერებათა ცვლას და ჰორმონების ბალანსს. ვეგეტატიური ნერვული სისტემა, ეხმარება ორგანიზმს ადაპტაციაში, შეგუებაში სხვა გარემოსთან, სტრესულ სიტუაციასთან. ზედმეტი კომფორტი ასუსტებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას. კომპიუტერთან მიჯაჭვულ ადამიანს, რომელსაც ჟანგბადიც აკლია და ვარჯიშიც, ეს სისტემა დათრგუნული აქვს. Eეს სისტემა იწრთობა ფიზიკურ შრომაში,  სპორტში, მეტ მოძრაობაში, ბუნებასთან სიახლოვეში. ამ სისტემას ასუსტებს: ალერგია, ჩიყვი, გრიპები, ტრავმები, სტრესი და ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

'.$TEXT['print'].'