"რუსეთს ჩვენზე ამაგი აქვს, გადაგვარჩინა, მადლობის ნაცვლად წიხლს ჰკრავ?“- ქეთევან კიკნაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"რუსეთს ჩვენზე ამაგი აქვს, გადაგვარჩინა, მადლობის ნაცვლად წიხლს ჰკრავ?“- ქეთევან კიკნაძე
მსახიობი ქეთევან კიკნაძე, რუსეთთნ დაახლოების მომხრეა. მისი თქმით ქართული კინოს ფენომენი რომელიც მსოფლიოში ცნობილია სწორედ რუსეთის დახმარებით შეიქმნა:

„მსოფლიოში ცნობილი იყო ქართული კინოს ფენომენი და ეს კინო სწორედ რუსეთიდან ფინანსდებოდა. გიგამ ფილმში „წიგნი ფიცისა“ ბატალურ სცენებში რუსები გადაიღო- ფული არ აუღიათ, ეს ყოველივე იყო და ამის დავიწყება არშეიძლება. საერთოდ ვისზეც ამაგი გაქვს იმისგან გწყონს. რუსეთს ჩვენზე ამაგი აქვს, არ დაგავიწყდეთ აჭარა დაგვიბრუნა. რუსეთმა გადაგვარჩინა სპარსელებისგან, მადლობის ნაცვლად წიხლს ჰკრავ?“- აცხადებს ქეთევან კიკნაძე.

მსახიობის თქმით ვიზალიბერალიზაცია საქართველოს პრობლემებს შეუქმნის, ქვეყანა ქართველებისგან დაიცლება და მათ სახლებს უცხოელები იყიდიან.

„იცით რა მოხდება? საქართველო ქართველებისგან დაიცლება. იმ ქართველს რა ვუთხრა, ვინც ბინას უცხოელს მიჰყიდის. ჩემ ბინას ვყიდი, უცხოელი რომ მოვიდა უკან გავაბრუნე არ იყიდება მეთქი. სადაც გიგა ლორთქიფანიძე ცხოვრობდა, იქ უცხოელს როგორ შემოვუშვებ?“

'.$TEXT['print'].'