"არ შეიძლება ოკუპანტს უმღერო"-ირმა სოხაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"არ შეიძლება ოკუპანტს უმღერო"-ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე, რუსეთში ჩატარებულ კულტურულ ღონიძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობას შეცდომას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ოკუპანტს არ უნდა უმღერო: 

" აღარ დავდივარ მოსკოვში, 2008 წლის შემდეგ ერთდარეთხელ მივიღე მონაწილეობა მალახოვის შოუში. ამასაც ვნანობ, იმიტომ, რომ ვთვლი არ ღირდა. "მგზავრების" ბიჭებსაც იგივე მინდა ვუთხრა-არ ღირს ბიჭებო! თქვენ ახლა იქ კარიერას ვერ გაიკეთებთ. რუსულენოვანი მაყურებლისთვის აბსოლუტურად გაუგებარია თქვენი მუსიკა. ისე უყვარხართ საქართველოს მაყურებლებს, არ მინდა ეს სიყვარული და მაყურებელი დაკარგოთ.

მე რომ მოსკოვში ვიყავი, ისეთი ამბავი ატყდა, ყველა ტელევიზიიდან მირეკავდნენ, ყველგან მაკრიტიკებდნენ. კრიტიკის კი არ შემეშინდა, უბრალოდ მივხდი, რომ მართლები იყვნენ ჩეი ოპონენტები. არ შეიძლება ოკუპანტს უმღერო არც 9 მარტს, არც 9 აპრილს,  არც 9 მაისს და არც 13 მარტს. თუ ჩავალთ და პროტესტის ნოტით გამოვალთ, ან საპროტესტო ბაირაღს დავიჭერთ, კიდევ გასაგებია. 

იქ ჩასვლას ჩემს შეცდომად ვაღიარებ. მეგონა, ჩავალ "თბილისოს" ვიმღერებ, გულებს გავუთბობ, ვატირებ, ბევრი სიმღერა ვიმღერე, დაინგრა დარბაზი, მეგონა რაღაც პატრიორული საქმე გავაკეთე და მერე მივხვდი, რომ ჯობდა იმ მალახოვთან არ მივსულიყავი. 

მათთვის ჩვენ ვართ რაღაც ეგზოტიკა, რაღაც ხილი, რომელიც ენატრებათ დროდადრო. ამით ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, ვაფუჭებთ კი. 

ასეთი საკითხები ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს, ეს არ არის საზოგადოების გასარჩევი, არ მინდა ქვები ვესროლოთ ამ ბიჭებს. უბრალოდ, ქვას ისვრის ის, ვინც სულელია ან ვისაც თავი უცოდველი ჰგონია"-აღნიშნა მომღერალმა. 

http://artinfo.ge/

'.$TEXT['print'].'