როგორ ავიცილოთ C ჰეპატიტი - HCV ინფექცია
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
როგორ ავიცილოთ C ჰეპატიტი - HCV ინფექცია

5 წელიწადია, ყოველ წელს ვწერ გაზეთში ცე ჰეპატიტის შესახებ. ვცდილობ მოსახლეობას ვასწავლო მისი აცილების გზები. წარსულში ძალიან ბევრი ადამიანი გარდაცვლილა ციროზით ან ღვიძლის სიმსივნით. მათ არც კი იცოდნენ, რომ ცე ვირუსის მატარებელნი იყვნენ. დედმიწის მოსახლეობის 2% - 170 მილიონამდე ადამიანი, ცე ვირუსის მატარებელია. ბოლო წლებში მათი რიცხვი უმნიშვნელოდ შემცირდა, რაც გამოიწვია ინტრავენური ნარკომანების მიერ ჰიგიენის წესების გაუმჯობესებამ. ანუ „მეგობრობის  შპრიცი“ შეცვალეს ინდივიდუალური შპრიცებით. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ჯანმრთელად გრძნობს თავს, მაგრამ ამ ვირუსის მატარებელია. ეს დაავადება თვალსაჩინო გამოხატულებით, იშვიათად მიმდინარეობს. ეს მწვავე ინფექცია, ზოგიერთ შემთხვევაში, თვითკვდომას განიცდის და ვირუსი ორგანიზმიდან ქრება. დანარჩენ შემთხვევებში ჯერ ქრონიკული ჰეპატიტი ყალიბდება, შემდეგ კი, დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში, წარმოიქმნება ციროზი. ცე ვირუსის მქონე ქრონიკული ჰეპატიტიანების 30%-ს უვითარდებათ ღვიძლის ციროზი.  ცე ვირუსის მქონე  ციროზიანების 30%-ს კი ემართებათ ღვიძლის კიბო, ანუ ჰეპატოცელალური კარცინომა.  ყოველწლიურად მსოფლიოში ცე ჰეპატიტით უამრავი ადამიანი იღუპება. 20 წელია, რაც ცე ჰეპატიტის ვირუსი  აღმოაჩინეს. მიუხედავდ ამერიკელი და ევროპელი მეცნიერების გრანდიოზული  კვლევებისა, ბევრი რამ, ამ ვირუსის დამართების შესაძლებლობების  შესახებ, კვლავ ამოუცნობია.  ისეთ ძლევამოსილ ქვეყანაში, რომელიც განვითარების დონით მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე ძალიან მაღლა დგას-ამერიკაში, ცე ჰეპატიტით ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.  ჩამოვთვლი იმ კატეგორიებს, ვისაც ყველაზე მეტად აქვთ დამართების  შანსი, ანუ რა გზებით გადაეცემა ის ადამიანს. 1) თუნდაც ერთხელ, ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება; 2) სისხლის გადასხმა - განსაკუთრებით 1995 წლამდე; 3) ტრანსამინაზემია - მომატებული  ALთ . ამ სამი ვარიანტის  დროს, მაქსიმალურად სავარაუდოა ცე ჰეპატიტის არსებობის შანსი. ამიტომ, ამ კატეგორიაგამოვლილები აუცილებლად უნდა გაესინჯონ ლაბორატორიულად. 4) ინტრავენურ ნარკომანთან სქესობრივი კავშირი; 5) ციხეში ყოფნა, თუნდაც 4 დღეს; 6) ტატუ; 7) კანის დაზიანება საგნით, რომელზეც სხვისი სისხლია; 8) პირსინგი; 9) იმონოგლობულინის გაკეთება; 10) საერთო პირადი ჰიგიენის ნივთები; 11) ცხვირის საშუალებით კოკაინის  მომხმარებლები, ცხვირში შესაწოვი საერთო  მილის გამოყენების დროს; 12) სისხლის დაავადების დროს გადასხმები, მაგალითად: ჰემოფილიის დროს; 13) ცე  ჰეპატიტი პაციენტის სისხლიანი ნემსის შემთხვევით ჩხვლეტა; 14) ცხოვრების ბოჰემური სტილის მქონე ადამიანები, რომლებსაც  ხშირი ურთიერთობა აქვთ მეძავეებთან; 15) ჰომოსექსუალები; 16) დაბალი დონის სალონები-საპარსი ტექნიკა, ფრჩხილების საჭრელი; 17) კბილის საერთო პასტა და ჯაგრისი; 18) ვენერიული დაავადებებით  შეპყრობილებთან კონტაქტები; 19) ინფიცირებული ორსულებიდან ნაყოფზე გადაცემა; 20) დიალიზი; 21)დაბალი დონის სტომატოლოგიური მანიპულაცია.  ცე  ჰეპატიტის განვითარებაში, როგორც ზემოდ ავღნიშნე, ერთ-ერთი კარდინალური რისკია - სისხლის გადასხმა. წინა საუკუნეში ეს ურთულესი საკითხი იყო. რადგან არასრულყოფილად იყო შესაწავლილი, შესაბამისი, წინა საკვლევი ტესტები. ამის გამო ცე ჰეპატიტის დამართების უდიდესი პროცენტი, პირდაპირ ასოცირებული იყო სისხლის გადასხმებთან. 1990 წლის შემდეგ კლინიკებში დაიწყეს დონორების სკრინინგი ცე ჰეპატიტის ანტისხეულებზე. ამან დიდ ქალაქებსა და შესაბამისად მათ კლინიკებში შეამცირა ცე ჰეპატიტის დამართების ალბათობა. თუმცა, იმ დროს  ეს სკრინიგი არ იყო, ჩვენთან არათუ რომელიმე ტიპის სკრინინგი, არამედ, ჰემოტრანსფუზია, მხოლოდ,სისხლის ჯგუფობრიობის საფუძველზე ხდებოდა. სამწუხაროდ ჰემოტრანსფუზიას, ხშირად გადასხმას ქირურგიული ოპერაციების დროს რუტინულ ღონისძიებად ახორციელებდნენ. ბოლო წლებში სისხლის დონორების სკრინინგს დაემატა, ნუკლეინის მჟავას ტესტირების მეთოდი, რომელიც დონორის სისხლში, მის მთელ გენეტიკურ მასალას შიფრავს. ამის გამო,ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეს დონორიდან დაინფიცირების ნებისმიერი შემთხვევა გამორიცხულია.  ჩვენს ქვეყანაშიც, ჯერ ბოლომდე არ დანერგილა მეთოდი. ამიტომ, ვურჩევ ყველა ადამიანს, ვისაც კი სისხლი გადაუსხამს, ცე ჰეპატიტზე ანალიზი გაიკეთონ. წლევანდელი ევროპელი სამედიცინო ჟურნალები, ცე ჰეპატიტის გადაცემის გზების განხილვისას, ხაზს უსვამენ სტაციონარების ფაქტორს. კერძოდ, ქირურგიულ მანიპულაციებს, ანუ არასტერილურად ჩატარებულ ქირურგიულ მანიპულაციებს. ცე ჰეპატიტიანის  დედის რძეც და ხსენიც ვირუსის შემცველია. მაგრამ, ძუძუთი კვება უსაფრთხოა. გადაცემის თვალსაზრისით. რადგან ბავშვის კუჭ-ნაწლავის ფერმენტები და კუჭის სიმჟავე ვირუსს უკუაგდებს., ცე ჰეპატიტიანი დედიდან, თავის ბავშვზე ვირუსის გადაცემა, არ ხდება ორსულობის დროს. გადაცემა ხდება მშობიარობის პროცესში მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე, სანაყოფე გარსების დარღვევა, გადაცემის რისკს აძლიერებს. ცე ჰეპატიტის ფონზე ღვიძლის კიბოს ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის ქსოვილის ფიბროზი და გადაგვარება, ამ დროს, უფრო სწრაფად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებას სწრაფი ტემპი აქვს და ჩვენს პირობებში დიდი პრობლემებითაა დატვირთული, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ცე ჰეპატიტით დაინფიცირების შესაძლებლობის ზემოთ ჩამოთვლილი 21 ფაქტორი. იყავით ფრთხილად და  ზედმიწევნიდ დაიცავით ჰიგიენის წესები.  პროფესიული ექიმი, როცა იმუნოდეფიციტურ ფილტვების  ანთებას ისმენს, ეჭვს მიიტანს ლატენტურ ცე ჰეპატიტზე. რაც შეეხება ცე ჰეპატიტიანის  ნემსის ინცინდენტალურ ჩხვლეტას. ეს მედპერსონალს არაერთხელ მოსვლია. მაგრამ განსაკუთრებით საგანგაშო არ არის. რადგან ამ დროს გადამდებლობა მხოლოდ 5-დამ 7%-მდეა. ვირუსზე გამოკვლევა კი, თუ ასეთი შემთხვევა ჰქონია, მედპერსონალმა უნდა ჩაიტაროს.

'.$TEXT['print'].'