ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ეგრეთწოდებული გაძღომა, ადამიანისათვის შეიძლება მოცარტის უკანასკნელი რექვიემი დარჩეს. სწორი კვების მკვეთრი პოსტულატი არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თავისი ფიზიოლოგიითა და გენეტიკით.
ევროპასა და ამერიკაში, უკვე,  დაბალ ტონად ითვლება დიეტები. ადამიანმა მრავალფეროვნად უნდა იკვებოს, ოღონდ შეზღუდული კალორიებით და ჯანსაღი საკვებით.
ხშირად მოისმენთ, განსაკუთრებით თინეიჯერებისაგან - დიეტაზე ვარ! ექიმის გარეშე
დიეტის  დაწყება საზიანოა. პირველ ეტაპზე, ეს თვითნებური დიეტა, გასტრიტით და სანაღვლე გზების დისკინეზიით, ხშირად რთულდება. შემდეგ, შეიძლება ჩიყვით გართულდეს. ბოლოს კი, სიმსივნის ჩასახვის მიზეზიც გახდეს. დიეტა თერაპიული კონცეფციაა. ის ოთხი სახისაა და  მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. (1. საკვების ფორმის შეცვლა, 2. ცალკეული ნივთიერების შეზღუდვა, 3. კვებითი დანამატების ჩართვა, 4. ზოგიერთი პროდუქტის ამოღება.). სამწუხაროდ, დღეს ექიმის კონსულტაციის გარეშე, ადამიანები  სხვადასხვა სამედიცინო პროცედურას იტარებენ. ეს არის ორგანიზმის ხელოვნურად დაზიანების საწინდარი. საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სოციალური ტენდენცია-,,ყველამ ყველაფერი იცის“. -ქუჩაში ერთი,მეორეს სოკრატეს ბრძნული ჰაბიტუსით უხსნის, მკურნალობის გაურკვეველ მეთოდს; მასაჟებს ექიმის გვერდის ავლით იწყებენ, ფარმაცევტი ჩარჩოდან ამოდის და დანიშნულებას იძლევა, რადგან პაციენტი პირდაპირ მასთან მივიდა. განსაკუთრებით ეს ეხება პატარა აფთიაქებს; ვიღაც ბალახების ნახარშს ჰყიდის; არასამედიცინო პირები ინფუზურ თერაპიას ატარებენ. წარსულში იყო ასეთი ფაქტი -ეგრეთწოდებული ,,საყმაწვილოს“ დალევისთანავე ბავშვი გარდაიცვალა. როცა კონკრეტულ მედიკამენტზე, თვით ფარმაცია ვერ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას და მიანიშნებს შესაძლო ალერგიის შესახებ, მშობლებმა როგორ უნდა გაიმეტოს, თავისი პატარა, ბუნდოვანი ნახარშის გაუთვალისწინებელი შედეგებისთვის. ასე რომ, ექიმის გარეშე, არა მარტო დიეტა, არამედ ნებისმიერი სამედიცინო ქმედება, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგით დამთავრდეს. ადამიანი დიეტის დროს ერთგვაროვან კვებაზეა. ევროპული მედიცინა ხაზგასმით ასაბუთებს, ერთგვაროვანი კვების არასასურველ შედეგებს. თვითნებური დიეტა რომ სახიფათოა, ამიტომაც არსებობს, ამერიკასა და ევროპაში მედიცინის ახალი მიმართულება -თანამედროვე დიეტოლოგია ანუ  ნურტიცოლოგია.
სწორი კვების მკვეთრი პოსტულატი არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თავისი ფიზიოლოგიითა და გენეტიკით. ერთისთვის თუ კონკრეტული კვების ტიპი მოსაღებია, მეორესთვის შეიძლება საზიანო იყოს. ზომიერი და ვიტამინებითა და მინერელებით ბალანსირებილი კვება -ეს პრიორიტეტია ყველას სიცოცხლისთვის. კერძოდ, ყველამ და არამარტო დიაბეტიკებმა, საკვები ხუთ ან ექვსჯერ, მცირე ულუფებად უნდა მიიღონ. დღის უკანასკნელი კვება დაძინებამდე სამი საათით ადრე უნდა განხორციელდეს. დღეს მკვეთრ შეცდომად ითვლება, საბჭოთა მედიცინის ტენდენცია, რომ ადამიანმა ექვსი საათის შემდეგ არაფერი არ უნდა ჭამოს. მოთუმეტეს, დღეს ბევრი ვირტუალური ცხოვრების სტილით ცხოვრობს და შუაღამისას იძინებს.უსისტემო კვებაზე მყოფი ან ჭარბი წონის ადამიანის ღვიძლი, ცხიმოვანი აპკითაა გარშემორტყმული. ტვინის ხვეულები კი, გაცხიმოვნების გამო, ნაკლებად ელასტიკურია. ამ პიროვნების ფსიქიკაზე ცხიმი ბატონობს. ასეთ კატეგორიას ფანატიკური ხიბლი აქვს: ხინკალის, სოსისის, ძეხვის, ცხიმიანი ხორცის, მარგარინიანი ნამცხვრის მიმართ. ეს თვითმკვლელები, ცხიმის ნარკომანები არიან. ამ კვებით ტკბობაში, სისხლძარღვების კედლებზე, ინტენსიურად მიმდინარეობს, ერთროციტებისა და თრომბოციტების აგრეგაცია. წარმოიქმნება თრომბები და ათეროსკლეროზული ფოლაქები. აქედან კი იწყება, დიდი ცხოვრებისეული პრობლემები. მოსახლეობის გასაგებად, არასამედიცინო ენით რომ ვთქვათ, გული ასე ავადდება არასწორი კვებით: სისხლი გულამდე, სხვასასხვა შემადგენლობის ტრანზიტს ახორციელებს, მათ შორის მას მიაქვს სახამებლის მოლეკულები. ისინი თეთრ პურსა და ფქვილშია. უხსნადი არიან წყალში. მათ აქვთ ტენდენცია დაახშონ სისხლის ნაკადი. ეს ისეთივეა, როგორც უჭირს ჩამოშლოლ გვირაბში გავლა მანქანას. შედეგად ამისა გულზე დიდი დატვირთვა მოდის. სტენოკარდიული შეტევები იწყება სწორედ მაშინ, რიდესაც ირღვევა შეფარდება გულის მუშაობასა და სისხლით მის მომარაგებას შორის. თრომბის წარმოშობის რამდენიმე მექანიზმი განიხილება. მაგრამ მაპროვოცირებელი ფაქტორი ყოველთვის კვების დარღვევაა.დიეტა, გაწმენდა და განტვირთვა სხვადასხვა მცნებებია. უსისტემო კვების რეჟიმზე მყოფი ადამიანი, ორგანიზმის გაწმენდის დღეებს, თავიდან ვერ განახორციელებს, სანამ ტვინი ჯანსაღი  კვების ფსიქიკაზე არ გადაირთვება. ორგანიზმის გაწმენდის  კულტურაზე გადასვლის წინ,  სასურველია, განტვირთვის დღეების დანერგვა. კვირაში ორი დღე, ორგანიზმმა მაინც უნდა შეისვენოს რთული ზეწოლისაგან. განტვირთვის დღეები არსებობს:  რძის პროდუქტების, სალათის, ხაჭოს ან კიტრის, უცხიმო ხორცის ან თევზის. რაც შეეხება ორგანიზმის გაწმენდას, ის ისევე როგორც განტვირთვა, პიროვნებამ ექიმის გარეშეც შეუძლია გააკეთოს. ორგანიზმის ყველაზე გამოცდილი და შედეგიანი გამწმენდებია: ვაშლი, გოგრა, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ისინი ყოველდღიურ მენიუში უნდა ჩანდნენ მ აინც. გოგრას პლუს ვაშლი, პლუს ლიმონის წვენი - ეს ყველაზე აღიარებული სასიცოცხლო ელექსირია. რამდენჯერაც ამ სალათს მიიღებთ, იმდენი დღით მეტს იცოცხლებთ. ადამიანმა რომ იცოდეს, გამწნენდი პროდუქტები თუ რა გრანდიოზულ სამსახურს უწევს ორგანიზმს, ის ამ  ინგრედიენტებს, ყოველდღე გამოიყენებდა. მით უმეტეს, ჩვენი მწირი ეკონომიკის პირობებში ეს შედარებით ყველაზე ხელმისაწვდომი საკვების ჩამონათვალია. ჩვენ კი ვმარიაჟობთ სხვადასხვა ეგზოტიკური ხილის გამოყენებაზე, მაგრამ, დღეს შევჩერდები ვაშლზე. ზოგს გაეღიმა კიდეც, მისი ასეთი მნიშვნელობის შესახებ. ეს ის კატეგორიაა, ვაშლს რომ  ჩაუვლის და გაყინულ  სოსისს იყიდის. სხვადასხვა პროდუქტს  განსხვავებული ღირებულებები გააჩნია კონკრეტულ შემთხვევებში. გამწმენდები კი განსაკუთრებული  მონაცემების ინგრედიენტებია. რადგან ორგანიზმის გაწმენდა ეს არის  ხანგრძლივი  სიცოცხლის გარანტი, აგაცილებთ კიბოს, ინსულტს, ინფარქტს და სხვა  დაავადებებს. კარდინალური შტრიხი რითაც გამწმენდები ამას ახერხებენ. ეს არის ქოლესტერინის განეიტრალება. მედიცინაში ქოლესტერინს დღეს უკვე ქოლესტეროლი ჰქვია. ეს ნივთიერება ორგანიზმს ნორმაში სჭირდება. მის გარეშე უჯრედებს გარსი არ ექნებოდა, ორგანიზმს კი -  ნაღვლის მარილები, დ ვიტამინი, თირკმელზედა ჯირკვალი და სასქესო ჰორმონები... ქოლესტეროლი ნორმას რომ გადააჭარბებს, ჩივილებიც მაშინ იწყება. ზედმეტი ქოლესტეროლი არტერიების კედლებზე ეწებება და ცხიმოვან ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის. ამის შედეგად სისხლძარღვის სანათური ვიწროვდება. სისხლძარღვების არასწორ კედლებზე თრომბები გროვდება და ბოლოს სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანს დაახშობს. თუ ეს გულის სისხლძარღვებში მოხდა, მაშინ ინფარქტი განვითარდება, თუ  ტვინის სისხლძარღვებში - მაშინ ინსულტი. ქოლესტეროლზე შემდეგში უფრო ამომწურავად ვისაუბრებთ.  ყველა ადამიანმა  იცის მარტივი ჭეშმარიტება, მრომ ვაშლი კარგია. მაგრამ რატომ არის ის უნივერსალური, ეს ბევრმა არ იცის. ვაშლი უმდიდრესია ანტიოქსიდანტური თვისებების ფლავინოიდებით, მათ გამოჰყავთ ორგანიზმიდან შხამები და ტოქსინები. აქტიურად რეცხავენ ორგანიზმიდან ცუდ ქოპესტეროლს. ვაშლში გლუციდებია, რომლებიც მშვიდი ძილის გარანტია. ვაშლი ანტიმჟანგავია. ამის გამო, ის კიბოსგან ძლიერი  მცველია. ვაშლის პექტინები  მაშინაც აქტიურად რეცხავენ შხამებს და მომწამვლელ ნივთიერებებს ორგანიზმიდან, როცა ვაშლი ექვსი საათის წინ გვაქვს მირთმეული. ვაშლი ყველაზე სწრაფად ამაგრებს და ამაღლებს იმუნიტეტს, სიცოცხლის ძალას და სიცოცხლის ხალისს. იმუნიტეტის ასამაღლებლად ყოველდღე ორი ვაშლი ქოლესტეროლს ნორმაზე აყენებს. ვაშლი რეკომენდებულია:ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, გასტრიტის, წნევის, ღვბიძლის დაავადების, თირკმლის დაავადების, ათეროსკლეროზის, თირკმლებში ქვების დროს. ვაშლი დიდ როლს ასრულებს ნაწლავების დარღვეული ფუნქციის აღდგენაში. იგი შარდმდენია. ვაშლი აუცილებელია ყაბზობის დროს.  ოღონდა ამ დროს გამოიყენება ახალი გახეხილი ან აირღუმელში შემწვარი. ვაშლის და ხახვის ფაფა 1:1+ თაფლი, სწრაფად კურნავს ყელის ტკივილს. ვაშლის კომფორტი ხველის დროს აუცილებელია დამატებით საშუალებად. სახეობა „მწვანე ვაშლი“, შესაბამისი მ ეთოდით კურნავს გასტრიტს. ვაშლის წვენს + თაფლი მკვეთრად ზღუდავს თირკმლის და ნაღვლის ბუშტის ანთებას. რაც შეეხება ვაშლის ძმრის ძვირფას თვისებებს, ეს ცალკე სასაუბრო დიდი თემაა. მაღალი წნევით დაავადებულმა ადამიანმა წნევა ისე რომ აკონტროლოს, ინსულტის რისკი არ შეიქმნას, ამისათვის მენიუში ყოველდღე უნდა ჰქონდეს ვაშლი, ყურძენი და თაფლი. ვაშლი თავისი ანტიოქსიდანტური ფარით ბორავს თავისუფალ რადიკალებს. ამით ის მტკიცედ დგას კიბოს სადარაჯოზე.  გარდა ვაშლისა, ანტიოქსიდანტები, ანუ კიბოსგან მცველები არიან: ყავა, პომიდორი,კომბოსტო, მწვანილი, ხილი, ციტრუსები,ყურძნის ნატურალური წვენი. ვაშლით გაწმენდის დღეს - ორი კგ ვაშლი ყოველ სამ საათში უნდა განაწილდეს. ნებადართულია ამ დღეს  ორი ჭიქა ჩაი ან უშაქრო ყავა. მეცნიერული სტატისტიკით დადგენილია, რომ შავი ჩაი, ვაშლი და შოკოლადი მკვეთრად ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ოღონდ ლაპარაკია ნამდვილ შოკოლადზე და არა  იმაზე, იაფფასიანი მარგარინის გემო ან სუნი რომ აქვს. გონებაგაფანტულ ბავშვებს ყურადღების კონცენტრაციისთვის ვაშლის და ყურძნის ხშირი მიღება სჭირდებათ. ყველაზე არისტოკრატი ევროპული ოჯახები, წინასაუკუნეებშიც და ახლაც სტუმარს არა ყავას, არამედ სახლში დამზადებულ ვაშლის ლიმონათს შესთავაზებენ. რეცეპტი ასეთია: ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი + ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და თაფლი-ცხლად. ევროპელი ექიმები პაციენტებს სურდოს დროს, ვაშლის ლიმონათს ურჩევენ. თუ გასტრიტი მაღალი მჟავიანობით გაქვთ, მაშინ რეკომენდირებულია, მხოლოდ აირღუმელში შემწვარი ვაშლი. როცა ადამიანი ზომიერად იკვებება, ანუ ცოტ-ცოტას და რამდენიმეჯერ, მაშინ ორგანიზმში ფიზიოლოგიური სიმშვიდეა. დაგვიანებული კვების შემთხვევაში კი ბევრს წამს. ფერმენტები არ ჰყოფნის და ვეღარ ინელებს. მიხეილ ჯავახიშვილი ზომიერების გრძნობას ღმერთს ადარებდა. კულტურა და ჯანმრთელობა ხშირად უნიფიცირებულიოა მცნებებია. ადამიანმა მცირე კვებისგან სიამოვმება უნდა მიიღოს, ჭამა არ უნდა იქცეს გასტრონომიულ ორგიად, არამედ იგი კარნეგის კულტურითა და ზომიერებით უნდა ჩატარდეს, რადგან ის სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცედურაა. ეგრეთ წოდებული გაძღომა, ადამიანისთვის, შეიძლება მოცარტის უკანასკნელი რექვიემი დარჩეს. ვინც ემბოლიით, უცებ კვდება, მათ შორის ახლაგაზრდები, ისინი სიკვდილის მომენტში ახალი, კარგად დანაყრებულები არიან. პატარა არხში წყალი ვერ გაივლის, თუ იქ ბევრი შლამი და ნაგავი ყრია. ასეთივე პრინციპი აქვს სისხლსა და სისხლძარღვებს. თქვენი სიცოცხლის ბარომეტრი, სისხლის სიწმინდე და სისხლძარღვის კედლის სიმტკიცეა, ამას კი,  ყველაზე მეტად ხილით,  ბოსტნეულითა და ზომიერი კვებით მოახერხებთ.დასასრულს გთავაზობ რამდენიმე რეკომენდაციას:1) სტაფილო აძლიერებგს მეძუძური დედების ლაქტაციას; 2) დიაბეტიანთა (მაღალი შაქრის დონით) სადილის მომზადებისას ხშირად უნდა გამოიყენოთ ქონდარი; 3) თუ გულძმარვა გაწუხებთ ფირუზისთვლიანი სამკაული ატარეთ; 4) სტატისტიკურად იშემია, ინფარქტი ან ინსულტი ყველაზე იშვიათია საბერძნეთში, რადგან ისინი ხშირად ჭამენ ზეთისხილს ან ზეითუნის ზეთს. უჯერი ცხიმმჟავები, რომლებსაც ზეთი და ზეთისხილი შეიცავს ანეიტრალებს ცუდ ქოლესტეროლს და რეცხავს ორგანიზმიდან. ამით ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებს და კიბოს რისკს; 5) სტაფილოს წვენი ყოველდღე უნდა სვას იმ ადამიანებმა, რომლებსაც კომპიუტერთან უწევთ მუშაობა. წვენი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებას-ფალკარინოლს, რომელიც ანეიტრალებს კომპიუტერის გამოსხივებას; 6)  აახალგაზრდავებს და სიცოცხლეს ძლიერ ახანგრძლივება შავი შოკოლადი, ჩაი, ყავა,  რომლებიც მდიდარია პოლიფენოლებით, ისინი დაზიანებულ უჯრედს აღადგენენ, აგრეთვე ამას აკეთებს ვაშლი, შავი მოცხარი,  მოცვი, ბროკოლი, ბალი, პომიდორი, ბროწეული, ფორთოხალი, წითელი ხახვი, ისპანახი, მარწყვი;  7) არ შეიძლება: რძე-თევზთან, რძე-ხილთან, კვერცხი-თევზთან, ცივი წყალი-ცხიმიან საკვებთან.; 8) შეიძლება კვების დარღვევის დროს ცილა ბეტაამილოიდმა მოიმატოს, რაც ჭკუასუსტობას იწვევს, ვაშლის წვენი ბლოკავს ამ ცილის სინთეზს.; 9) ისპანახი კუჭ-ნაწლავის კიბნოს და ანთებების პროფილაქტიკაა; 10_) ერთი კოვზი ფსინი+თაფლი =ინტელექტის სიწარბეს ( ფსინი, ყვავილების მღივებია); 11) ბ12  ვიტამინის ნაკლებობით იწყება ნევროზი; 12) რკინის ნაკლებობის, ანუ დაბალი ჰემოგლობინის პირველი ნიშანია დაღლა; 13) თუ ადამიანს ჰემოგლობინი ნორმაში აქვს და მაინც იღლება, მას აკლია ჰოლინი და კრეატინი, რაც არის ცხიმიან თევზში; 14) ადამიანი ადვილად ბრაზდება თუ მას მაგნიუმის ნაკლებობა აქვს.

'.$TEXT['print'].'