ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ჩემი დამუშავებული და შედგენილი , 200 პედიატრიული  რეკომენდაცია, თანამედროვე  ევროატლანტიკური სტანდარტის მიხედვით, რასაც ბოლომდე  ეყრდნობა   ევროპული  და ამერიკული კლინიკები

1) თუ ნეფრიტი მემკვიდრეობითია, მას აუცილებლად დაერთვება თვალის პათოლოგია.
2) პრერენული  (არათირკმლისმიერი) ცილა, ხშირად არის შარდის ანალიზში, მაღალი ტემპერატურით  მიმდინარე დაავადებების დროს.
3) შარდის ანალიზი მაშინ არის სიგნიფიკატური, ანუ ჭაშმარიტად სარწმუნო, თუ ის აღებულია, გარეთა სასქესო ორგანოების კლასიკური ჰიგიენის შემდეგ( ლაპარაკია შარდის  საერთო  ანალიზზე).
4) ყველანაირი შეშუპებითი  სინდრომის მექანიზმია-სისხლძარღვთა ბიოქიმიური კომპონენტების დეფიციტი, რომელთა შორის წამყვანია E ვიტამინი.
5) თუ ახალშობილს ხშირ-ხშირი შარდვა აქვს,უპირველესად ნეიროგენულ შარდის ბუშტზე უნდა შეჩერდეს  ყურადღება.
6) როცა ბავშვი იბადება თანდაყოლილი ლისტერიოზით, ის 99%-ში იღუპება, უფრო ხშირად, ახალშობილთა სეფსისით. ლისტერიოზის ძირითადი მიზეზია, ორსულობის პერიოდში ქალის კონტაქტი ცხოველებთან ( კატა, ძაღლი და სხვა). ქალის ორსულობის დროს, არ არის სასურველი, ოჯახში ძაღლის, კატის და სხვა ცხოველების ყოლა.მით უმეტეს,  დაუშვებელია, რომ ორსული ცხოველებს უვლიდეს.
7) ჩვილი ბავშვების ფილტვების ანთების დროს,ძლიან იშვიათად აღინიშნება ხველა.
8) ენტეროვირუსული ინფექცია ბავშვებში, უხშირეს შემთხვევაში, რთულდება სეროზული მენინგიტით და მიოკარდიტით ( გულის კუნთის ანთება). ენტეროვირუსული ინფექცია, როგორც წესი, ნაწლავური სინდრომით მიდის. სეროზული მენინგიტი კი, ჩირქოვანი მენინგიტისაგან განსხვავებით, უფრო არამკვეთრი სიმპტომებით გამოირჩევა. თუ ენტეროვირუსი მენინგიტით არ გართულდა, ის 80%-ში მიოკარდიტით მიდის. რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ან იმალება ენტეროვირუსის სიმპტომოკომპლექსში. ენტეროვირუსის გადატანის შემდეგ, გულის კუნთს სჭირდება, პედიატრის მხრიდან,  დიდი დაკვირვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება გულის დაზიანების უდიდესი წინაპირობა იყოს, თუნდაც, 10 წლის შემდეგ. სეზონურად ეს ხშირი ინფექციაა, რომლის შემდეგ, ბავშვი რამდენიმე ხანს, თუ მიოკარდიტი ჰქონდა, ყოფილ ძალ-ღონეს ვერ იკრებს. დაუფიქსირებელი მიოკარდიტები, ახალგაზრდა ასაკში გულის ინფარქტის წინაპირობაა.
9) მუნის მკვეთრი მახასიათებელია,  ღამის საათებში ქავილის შეგრძნების მატება.
10) მეჭეჭი ვირუსული დერმატოზია, ისევე როგორც ჰერპესი და კონტაგიოზური მოლუსკი.
11) თუ სტომატიტი ჰერპესული გენეზისაა, მაშინ ბავშვს აუცილებლად ექნება: გინგივიტიც (ღრძილების ანთება), ყბისქვეშა ლიმფადენიტიც და რა თქმა უნდა, პირის ღრუში წყლულები.
12) ბავშვებში სეროზული ტიპის მენინგიტის უხშირესი მიზეზი, ყურის ანთება ან ენტეროვირუსული ინფექციაა.ერთ წელიწადში თუნდაც მეორეჯერ გამეორებული ყურის  ანთება პედიატრისთვის განგაშის ნიშანი უნდა იყოს.მას სჭირდეება, არა ბრმად მიყენებული ანტინიოტიკი, არამედ ყურის ფლორის დათესვა  და ადექვატური მკურნალობა, რომ  სრულიად მოიხსნას მენინგიტის საფრთხე.
13) თუ გაუგებარია, რითაა ბავშვი მოწამლული, კუჭის ამორეცხვა ტარდება, გააქტივ ებული ნახშირიანი წყლით. სხვადასხვა ნივთიერებათა მოწამვლისას, ამორეცხვის საშუალებაც განსხვავებულია. ყოველთვის სოდით არ ხდება ამორეცხვა ( როგორც მოსახლეობას მიაჩნია).
14) ტუტეებით მოწამვლისას კუჭი სახლის პირობებში ირეცხება 4:1-ზე წყალში გახსნილი ძმრით. მაგრამ, ეს არ ეხება, ჩვილ და დაბალი ასაკის ბავშვებს.
15) მწვავე პიელონეფრიტის არსებობას, ყველაზე მეტად ლეიკოციტოზი ადასტურებს. მაგრამ, თუ შარდსაწვეთის ოკლუზიაა დაზიანებულ მხარეს, მაშინ ლეიკოციტურია არ გამოვლინდება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ექოსკოპია ყველაზე ნაკლებ ინფორმაციულია თირკმლის დაავადებების დროს, თუ სხვა გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა არ არის მაინც უნდა გაკეთდეს.
16) სისტემური ვასკულიტის დროს, ბავშვს ისეთი ტკივილი აქვს მუცლის ღრუში, რომ ყოველთვის იძახებენ ქირურგს, მაგრამ ეს დაავადება არ არის დაკავშირებული მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიასთან.ამ შემთხვევაში, პედიატრმა დეტალურად უნდა გამოიკვლიოს,  ბავშვის სისხლძარღვების მდგომარეობა.
17) ჟილბერის სიყვითლე ყველაზე ხშირია სკოლის ასაკში. იგი შეიძლება წამოვიდეს ბოტკინის დაავადების ფონზე. მისი დადასტურება, საიმედო ფაქტორია, სიმსივნის გამოსარიცხად.
18) მოზრდილთა და ყველა ასაკში ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) სრულ გამოჯანმრთელებას არ ექვემდებარება. მაგრამ, თუ ექიმის მიერ, ღვიძლის შესაბამისი მედიკამენტოზური კვება და მეთვალყურეობა დინამიკაში არ გაგრძელდა,  ღვიძლის მდგომარეობა კიდევ  უფრო გაუარესდება. თუ პაციენტი დაემორჩილება,  გამოცდილ ექიმს შეუძლია, ნებისმიერი დამძიმებული ღვიძლი მართოს და ადამიანი აცოცხლოს.
19) ყბაყურას გადატანის შემდეგ, ბავშვების დიდ პროცენტს პანკრეასი ქრონიკულად აწუხებს. ამიტომ, კუჭ-ნაწლავის პრობლემის მკურნალობისას,  როცა 98%-ში უხილავადაა ჩართული პანკრეასის პრობლემა, ექიმმა ანამნეზში გადატანილი ყბაყურა უნდა მოიკითხოს.პანკრეასის დაავადება, ხშირად, უსიმპტომოდ მიდის. პანკრეასის სიმსივნის გარკვეული ტიპებიც კი არ ჩანს ექოზე.
20) შეიძლება, ბავშვი დაბადებული იყოს ცერებრული დამბლით და არ იყოს ეს მისი კლასიკური ფორმა. შეიძლება, ეს გამოიხატოს დამბლასთან ასოცირებული მოშლილობით. ასეთ შემთხვევაში, ძნელად დასადგენია, რომ ეს ცერებრული დამბლაა. დამბლასთან ასოცირებული მოშლილობა,პატარა ბავშვებში, შეიძლება, გამოვლინდეს ორთოპედიული დეფორმაციით, მეტყველების დაბრკოლებით და ფსიქიკური განვითარების დროს რამდენიმე ნიშნით. თუ ამის კუპირება არ მოხდა პატარა ასაკში, ის მანიფესტაციას განიცდის მოზრდილ ასაკში. სწორი პედიატრიული მეთვალყურეობა, პიროვნების მომავალი ჯანსაღი ცხოვრების კარდინალური ხერხემალია. ანუ, როცა ორთოპედიული ფეხსაცმელი ინიშნება  ან ბავშვს მეტყველებაში დაბრკოლება აქვს, მაშინ ბავშვის ყველა რეფლექსი, დეტალურად უნდა გავცხრილოდ, რომ არ გამოგვეპაროს, ცერებრული დამბლის ასოცირებული, ატიპური ფორმა.  
21) კეფის კუნთების რიგიდობა, ანუ თავის ძნელად მოხრა, რა თქმა უნდა, ბაქტერიული მენინგიტის დროსაა-ყველა ასაკში. მაგრამ, პედიატრიულ კონტიგენტში, კეფის კუნთების რიგიდობა,  არის შუა ყურის ანთების ერთ-ერთი მკვეთრი დასტური.
22) პედიატრიულ კონტიგენტში, ვირუსული ინფექციის ფონზე, განვითარებული ფებრილური ანუ სიცხისმიერი კრუნჩხვები, ყველაზე ხშირია 3 თვიდან - 3 წლამდე ასაკში. ამიტომ, ამ ასაკში, ყველაზე ხშირად უნდა მინერალების რიცხვის კონტროლი, რომელიც ყველაზე მეტი დამნაშავეა სიცხისმიერი კრუნჩხვის წარმოშობაში. თუ ექიმი ვერ აკეთებს რეფლექსს, რომელიც ადასტურებს, მაგალითად, კალციუმის ნაკლებობას, თუ სხვა მინერალების ლაბორატორიული კვლევა ან რეფლექსური გასინჯვა ვერ ხერხდება,  ბავშვი პერიოდულად, კალცის პრეპარატით უნდა შეივსოს. რადგან, ამ ასაკში, ყველაზე დიდი ხარჯვაა კალციუმის.
23) თუ ადამიანი ტუტეებით მოიწამლა (კაუსტიკური სოდა ან ამიაკის ხსნარი), სიკვდილი პირველივე საათებში შეიძლება დადგეს. ამიტომ, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე და სტაციონარში გადაყვანამდე, სახლის პირობებში, მას კუჭი უნდა ამოერეცხოს წყალში გახსნილი ძმრით (განზავება 4:1).ეს არ ეხება დაბალ ასაკს.
24) დ (D) ვიტამინი, რომლის ნორმაში ყოფნა ბავშვებისთვის რაქიტის პროფილაქტიკაა, ყველაზე მეტი შედის შემდეგ პროდუქტებში:  ხორცი,კვერცხის გული, ღვიძლი. რაქიტის განვითარებას  ხელს უწყობს: ცე, ე და ბე ჰიპოვიტამინოზი.
25) ჩვილისათვის დ (D)  ვიტამინის დოზა ზუსტად უნდა გამოითვალოს. ჰიპერდოზირება იწვევს სერიოზულ დაავადებებს. ჭარბმა D ვიტამინმა, შეიძლება, თირკმელი გააჩეროს.
26) მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი ყველაზე ხშირია  2-დან 10 წლის ბავშვებში.კვებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებში. მაგრამ, ამ ასაკში, პირადმა პედიატრმა, ბავშვის კალორაჟი, შესაბამისი ფორმულებით უნდა გამოიყვანოს,  გენეტიკისა და არსებული ჩივილების გათვალისწინებით.
27)ნეფრიტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეა მემბრანოზული გლომერულონეფრიტი, რომელიც ბავშვთა ასაკში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.  მისი განვითარების ხშირი მიზეზია,  მედიკამენტების არამართებულად გამოყენება. ექიმმა აკადემიურად უნდა დაასაბუთოს, რატომ ნიშნავს ამ მედიკამენტს. სამწუხაროდ,  დღეს ხშირად, არამართებულად ინიშნება ანტიბიოტიკები.სხვადასხვა დაავადების დროს, გარკვეული ფლორაა ანთებადი. ანტიბიოტიკი ამ კონკრეტულ ფლორაზე უნდა იყოს მორგებული. დანიშნული რამდენიმე მედიკამენტი, თვისობრივად შესატყვისი უნდა იყოს ერთმანეთთან. არსებობს გარკვეული დიაგრამა, მედიკამენტების შესატყვისობის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმმა.სიმსივნის წარმოშობის მიზეზებში, დღეს მედიკამენტების არამართებულობასაც განიხილავენ. წამალი თუ ზუსტად მორგებული არ არის ორგანიზმზე, ის საშინელი შხამია მაშინ.
28) გართულებული გრიპის დროს, ნებისმიერ ასაკში,  ადვილად შეიძლება განვითარდეს  სისხლმდენი პლევრიტი. გახსოვდეთ, გრიპი არ არის მწვავე რესპირაციული დაავადება, ანუ გაციება. გრიპი მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელიც სერიოზულად აზიანებს სისხლძარღვებს. ამიტომ, მაღალი სიცხით მიმდინარე, რესპირაციული პროცესების დროს, სერიოზულად მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას.
29) თუ ბავშვს ობსტრუქციული ბრონქიტი ჰქონდა რამდენჯერმე (ასთმური სინდრომი).  მას     90%-ში ლიმფურ -  ჰიპოპლაზიური დიათეზი აქვს.  ასეთ ბავშვს პედიატრის მხრიდან განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭირეობა. ამ დროს,  ხშირად კეტოტიფენის მიცემა კი არ არის მკურნალობა. მკურნალობა ლიმფურ - ჰიპოპლაზიურ დიათეზთან ბრძოლით უნდა დაიწყოს . 
30)ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა არეში შეიძლება გამოიწვიოს: ჰეპატიტმა,  სანაღვლე გზების ანთებამ, წყლულოვანმა დაავადებამ, თირკმლის კენჭმა და ფილტვის ანთებამ (კრუპოზული პნევმონია).ანუ შეიძლება, ბავშვს საერთოდ არ ახველებდეს, მარჯვენა ზედა ადგილი ტკიოდეს მუცელში და მას ფილტვების ანთება ჰქონდეს.ეს გამოცდილ ექიმს არ გამოეპარება. ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვის მუცლის ტკივილს. ეს პრობლემა რამდენიმე საათში უნდა გადაწყდეს.
31) ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების მოსამწიფებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, კარგ როლს თამაშობს დელფინების ნახვა.
32)ბავშვებში კბილების კრაჭუნს (განსაკუთრებით ძილის დროს) სამი მიზეზი აქვს: ა) ნევროზი, ბ) ჭიებით ინვაზია, გ)კალციუმის ნაკლებობა.
33)ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა ჰემოგლობონის ნაკლებობიდან იწყება. ამ დროს, როცა რკინა შემცირებულია, უჯრედები უჟანგბადობის გამო, ობსტრუქციას განიცდის და ქსოვილი ნელ-ნელა კვდება.  გახსოვდეთ!  როცა ჰემოგლობინი  66-ია და გეუბ ნებიან, რომ ეს თითქმის  ნორმაა,თქვენ შეცდომაში შეჰყავხართ. დიაგრამით და  შესაბამისი მექანიზმის გათვალისწინებით,66  ზუსტად იგივეა, რაც 54. 66-დან 54-მდე მდგომარეობას  ეწოდება ანემიის  პირველი ეტაპი, ანუ 66-ზე  ისევე  უნდა იმოქმედოთ და ინერვიულოთ, როგორც 54-ზე.
34) ბავშვის წონა ( ნაკლები და ზედმეტიც) პირდაპირი მაჩვენებელია მისი ჯანმრთელობის სტატუსის. დაბადების  ყველაზე  ნორმალური წონაა 3500 გრამი. მას ბავშვი 4 ან 4,5 თვის ასაკში აორმაგებს. ერთი წლის ასაკში ასამმაგებს. შემდეგ წლებში წონა ორი კილოგრამით მატულობს. ე.წ. გარდატეხის ასაკში ყოველწლიურად შეიძლება ბავშვმა 6-7 კგ  მოიმატოს.  პირველ ან მეორე კლასში, ერთი წლის ასაკში ყოფილი წონა ორმაგდება. თორმეტი წლის ასაკში კი ოთხმაგდება. 1-დან 6 წლამდე ბავშვს ნორმალური წონა=ასაკს წლებში X 2+8. 4 წლამდე და 8-დან 10-მდე წლებში, ყველაზე მეტს იმ ატებენ წონაში. 5-დან  6 წლამდე ასაკში უფრო სიმაღლე  იმ ატებს, ვიდრე წონა.
35) ამერიკელი და ევროპელი პედიატრიული სკოლების მკვეთრი მითითებით, ხელოვნურ კვებაზე მყოფმა წლამდე ბავშვმა -4თვიდან ხშირად უნდა მიიღოს გოგრის ფაფა, ხოლო თუ ბუნებრივ  კვებაზეა ბავშვი, მაშინ 6 თვიდან. გოგრა ნუტრიციოლოგიის მეფეა. თუ ადამიანი მას ხშირად ჭამს, იკეთებს კიბოს პროფილაქტიკას. ბავშვების შინაგანი ორგანოები, სრულყოფილ განვითარებას განიცდის, გოგრის ხშირი მიღების შემთხვევაში.

გაგრძელება

'.$TEXT['print'].'