ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ჩემი დამუშავებული და შედგენილი , 200 პედიატრიული  რეკომენდაცია, თანამედროვე  ევროატლანტიკური სტანდარტის მიხედვით,

რასაც ბოლომდე  ეყრდნობა   ევროპული  და ამერიკული კლინიკები.


დასაწყისი


36)ამერიკელმა მეცნიერმა ჭიების გენომები შეისწავლეს. ისინი ალერგიას იწვევნ. ყველაზე ხშირად, ეს ხდება ჭია-ლამბლიის დროს. მსოფლიოს ბავშვების 25%  ლამბლიებითაა მოთესილი. ასევე დიდებიც. მაგრამ, ხშირად, დიდებში ეს უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ხშირი ნაწლავთა აშლილობის მიზეზებში, 60% ლამბლიებს მიუძღვით. ბავშვებში ხშირია ნაწლავთა აშლილობა-მუცლის ტკივილით, შებერილობით, რაც ინტოქსიკაცია ჰგონიათ. ეს კი ლამბლიებია-ჭიები, რომელსაც თანამედროვე მედიცინაში, სულ სხვა მკურნალობა სჭირდება, ვიდრე აშლილობის მაკოპენსირებელია.  ადამიანის იმუნიტეტი ვერ ებრძვის ლამბლიებს, რადგან მათი ცილები ორგანიზმში, მუდმივად იცვლიან ადგილს. სხვა ჭიების ცილები  კი, ერთ ადგილს ინარჩუნებენ. ამიტომ, ლამბლიები ბევრ დაავადებებს იწვევენ: აზიანებენ ტვინს, კუჭს, ნაღვლის ბუშტს, ღვიძლს. ლამბლიოზი სერიოზულად აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. მისი სიმპტომები კი, სხვა დაავადებებს ძალიან ჰგავს. ამერიკელი მეცნიერები ლამბლიების საწინააღმდეგო პრეპარატს უკვე ქმნიან. არის გარკვეული ჩივილები, რითაც გამოცდილი ექიმი ლამბლიოზს ადასტურებს.
37)მარცვლეულზე ალერგიის დროს, დააკვირდით ეტიკეტს. სახამებლის  შემცვლელი იმ პუდრის ან კრემის გამოყენება არ შეიძლება, რომელშიც ჯეჯილის წვენია. თუ ნიკელზე  ალერგია გაქვთ, მაშინ არ წაისვათ ის ფრჩხილის ლაქი, რომელშიც დევს ლაქის  შესანჯღრევი ბურთი. მარცვლეულზე ალერგია დედიდან ადვილად გადადის შვილზე.
38)სტრეპტოკოკზე ყველას სმენია. ის იწვევს  ქუნთრუშას, ხშირ ანგინებს, სეფსისს, ნეფრიტს, რევმატიზმს, ჭრილობების ინფექციებს.გრძელია ის ჩამონთვალი, რასაც ეს აგრესიული მიკრობი იწვევს.ამერიკელმა მეცნიერებმა ეს მიკროორგანიზმი გენეტიკურად გაშიფრეს. ისინი ფიქრობენ, მის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. სტრეპტოკოკია მიზეზი ისეთი  ართრიტების,რომლებმაც საუკეთესო, კრეატიული პიროვნებები სავარძელს მიაჯაჭვა. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს ,რომ   ა (A) ჯგუფის ბეტა  ჰემოლიზური  სტრეპტოკოკი ( რომლებიც იწვევს  ანგინებს) ტვინს აზიანებს. იწვევს ტიკებს და ფსიქიკურ დარღვევებს.  ანგინას  განსაკუთრებული, თანამედროვე მკურნალობა სჭირდება. ამ კონკრეტულ ფლორაზე მორგებული მედიკამენტები,  რომ  ა (A) ბეტა ჰემოლიზირმა სტეპტოკოკმა გართულებები არ გამოიწვიოს. ანგინის არასრულყოფილი მკურნალობის შემდეგ, ამ სტრეპტოკოკის შედეგმა, შეიძლება, 5 წლის შემდეგ იფეთქოს -  გლომერულონეფრიტის, სეფსისის ან რევმატიზის სახით.
39) ქალმა ფრჩხილები ძირში  უნდა დაიჭრას, რომ მისი შვილი ჭიებით დაავადებული არ გახდეს. ფრჩხილებს ქვემოთ, თვალით უხილავი ჭიების კოლონიებია. შხაპი მათ ვერ აცილებს.
40) ბავშვის თეთრეული და საცვლები ცხელი უთოთი გააუთოვეთ, რომ ჭიებისაგან დაიცვათ.
41) სათამაშოები ხშირად გარეცხეთ ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ, ჭიები რომ  მოაცილოთ.
42) ბავშვის თეთრეული და საცვლები  სარეცხ მანქანაში 60 გრადუსზე მაინც გარეცხეთ, ჭიების პროფილაქტიკისთვის.
43) ბავშვს ასწავლეთ ხელის  დაბანის წესი და დროულობა.
44) გახსოვდეთ, მაღალი დონის სისუფთავე, არა მარტო ჭიების, არამედ ყველა მიკრობების და  პარაზიტების მიმართ, ყველაზე ძლიერი იარაღია. დაავადებების აბსოლუტურ უმრავლესობას, მიკრობები და პარაზიტები იწვევენ. მიკრობები თვალით უხილავი არიან. ამიტომ, სისუფთავე ჯანმრთელობის გარანტია.  ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ქართულად ჯანმრთელობას ნიშნავს.  თუ ჭიების  მკურნალობისას შედეგი დაყოვნდა, მაშინ ბავშვებს პერიოდულად, დატვირთვით მიეცით: გოგრის კურკები, კაკალი,  სტაფილო,  მარწყვი, , ბროწეულის წვენი, კრაზანას ჩაი. ეს პროდუქტები საუკეთესო გამწმენდია ჭიებისგან.
45) თუ ჩვილ ბავშვს ხშირი ამოქაფება, ან ღებინება აქვს, ქალასშიდა წნევა უნდა გამოირიცხოს. ამ დროს, ხშირად, აქცენტი კეთდება კვების შეცვლაზე. ქალასშიდა წნევის დროული  დაფიქსირება, კრუნჩხვის პროფილაქტიკაა.

გაგრძელება იქნება

'.$TEXT['print'].'