"საქართველო ერთ დიდ სანაგვედ გადაიქცა"
ავტორი: გურიის მოამბე
"საქართველო ერთ დიდ სანაგვედ გადაიქცა"
"საქართველო ერთ დიდ სანაგვედ გადაიქცა"-ასე გამოეხმაურა  სოციალურ ქსელში ახალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ქართველი ემიგრანტი სულა სულაშვილი.

საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, მომხდარს არა მარტო ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი ერისთვის ნასროლ ბინძურ ტყვიად და მათ სულში ჩაფურთხებად აფასებს: 

"საქართველო ერთ დიდ სანაგვედ გადაიქცა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი ბინძური მეთოდით გაწირონ ერთმანეთი. სადაც ღირსებას გამოტირებული საზოგადოება მზად არის ნებისმიერი უღირსი საქციელის ჩასადენად!
არ გავიმეორებ ბანალუ ფრაზას, რომ მრცხვენია ქართევლობის. (ღირსეულებიც შემორჩნენ ამ ჭაობს ლოტოსის ყვავილებად) მე ქათველების მრცხვენია!
მრცხვენია თქვენი, ვისაც შეგიძლიათ გაანადგუროთ ადამიანები პირადი ბოღმისა და პოლიტიკური შურისძიების მიზნით.
მრცხვენია თქვენი, ვინც საქართველო უღირს მილიარდერს მიჰყიდეთ ღირსების აღსადგენად!
ის, რაც ამჟამად ხდება, შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი არ უკადრებია საკუთარი მოქალაქებიის მიმართ!
დიახ, ისინი ესროდნენ ტყვიას და მე მერჩია მოვეკალი უსამართლოდ ნასროლ ტყვიას, ვიდრე ისეთ სიბინძურეს, რასაც თქვენ კადრულობთ!
გარეწრები ხართ! უკანასკნელი გარეწრები, მხოლოდ თქვენ კი არა ხელისუფლებავ, გარეწარია ელექტორატი, რომელმაც ამის უფლება მოგცათ!!!
მძულხართ და ეს ერთად ერთი შემთხვევაა, როდესაც ამ სიძულვილისთვის სინანულის გრძნობას არ განვიცდი. მძულხართ და ამ სიძულვილისთვის საკუთარ თავთან პატიებას არასდროს მოვითხოვ, რადგან თქვენ ხართ ყველაზე ბინძური ხელისუფლება კაცობრიობის ისტორიაში"!-წერს სულაშვილი.

'.$TEXT['print'].'