ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

 ჩემი დამუშავებული და შედგენილი , 200 პედიატრიული  რეკომენდაცია, თანამედროვე  ევროატლანტიკური სტანდარტის მიხედვით, რასაც ბოლომდე  ეყრდნობა   ევროპული  და ამერიკული კლინიკები

დასაწყისი

46) ჰემოგლობინი ცილის სახეობაა, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების შემადგენელი კომპონენტია. ( ერითროციტების) ჰემოგლობინის მთავარი ფუნქციაა, ყველა ორგანოში და ქსოვილში მიიტანოს ჟანგბადი და იქედან გამოაძევოს ნახშირორჟანგი. ჩვენ ჟანგბადით ვარსებობთ. ადამიანები ხელოვნურად იმოკლებენ სიცოცხლეს, როცა დაბალი  ჰემოგლობინის კომპენსაციაზე არ ზრუნავენ. ზოგიერთი მდგომარეობის დროს, არის ჰემოგლობინის ტრანზიტორული-ცრუ მატება და ეს უნდა გაითვალისწინოთ. ეს მდგომარეობებია: მთაში ყოფნა, ღებინებით მიმდინარე დაავადება, დამწვრობა. ჰემოგლობინის დაცემა გარკვეულ ზღვრამდე, ადამიანს არ წააქცევს. მაგრამ, მისი ნაკლებობით არსებული იშემია (ჟანგბადის ნაკლებობა) ყველაზე დამანგრეველია ორგანიზმისთვის.
47)თუ ფუროსემიდი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, მან შეიძლება უშაქრო დიაბეტის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულოს. წყალ-მარილოვანი ცვლა იმდენად სათუთი პრობლემაა, რომ მისი ბალანსის დადგენაში,  ექიმი შესაბამის ფორმულებს იყენებს.ამიტომ, შარდმდენი წამლების უსისტემოდ მიღება, განსაკუთრებით ბავშვებში, ძალიან საზიანოა.
48)ბავშვთა ენურეზი-ღამის უნებლიე შარდვა, 70%-ში უშაქრო დიაბეტის ფონზეა. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში,  პირველად უშაქრო დიაბეტი   უნდა გამოირიცხოს.
49)უშაქრო დიაბეტის დროს, ბავშვებში არ არის აუცილებელი,  წინ წამოწეული სიმპტომი იყოს-ბევრი შარდვა და წყალზე დიდი მოთხოვნილება. უშაქრო დიაბეტის დროს, ბავშვებში ძირითადი ჩივილებია: თავის ტკივილი, ცუდი ძილი, კანის სიმშრალე, უმადობა, წონაში ჩამორჩენა. ხშირი შემთხვევებია, როცა ბავშვს უშაქრო დიაბეტი აქვს და დაავადება გვიან უფიქსირდება, როცა მინერალური ცვლა ძლიერ მოშლილია.
50) ზაფხულში თავი და კუნთები თუ აგტკივდათ, მხოლოდ გადაღლას ნუ დააბრალებთ. ლისტერია დამანგრეველი მიკრობია, რომელმაც შეიძლება ორსულს მუცელი მოუშალოს. ლისტერია უმ  პროდუქტებში ცხოვრობს. მისი პროფილაქტიკისთვის: 1) ყოველდღე გაწმინდეთ  მაცივარი, 2) არ შეჭამოთ შებოლილი ხორცი, 3) არ შეჭამოთ გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული, 4) შეწვამდე არ გაუსინჯოთ გემო ხორცის ფარშს, 5) დაფა, რომელზეც ხორცი დაჭერით, კარგად გაასუფთავეთ.
51)თუ სისხლის  ანალიზის აღების  წინა საათებში პიროვნებამ აბაზანა მიიღო, ან ანალიზის აღების წინ რაიმე ემოციით იყო შეპყრობილი, მას ცრუ ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების მატება) დაუფიქსირდება. თქვენი სისხლის საერთო ანალიზი აბსოლუტურად არ შეესაბამება სისწორეს, თუ აღების დღეებში იმყოფებით შემდეგ მდგომარეობაში: თუ სვამთ სულფანილამიდებს (ბისეპტოლი, ორიპრიმი და სხვა), ასპირინს, ინდომეციტინს და მისი რიგის სხვა არასტეროიდულებს, დიაზეპამის ჯგუფს, იკეთებთ  ფიზიო პროცედურებს, რენტგენოლოგიურ კვლევებს, ხშირად იმყოფებით მზეზე, მიღებული გაქვთ ალკოჰოლი. ეს მედიკამენტები და სიტუაციები, სისხლის შემადგენლობის სურათს მკვეთრად ცვლის.თანამედროვე მედიცინაში მთავარია ეს შემთხვევები გაითვალისწინოთ. ხოლო რაც შეეხება სისხლის  საერთო ანალიზზე მშიერ წასვლას, ეს დღეს აუცილებელი არ არის.  უფრო ღრმა-ბიოქიმიურ ანალიზებზე კი მშიერი უნდა მივიდეს პიროვნება. ანუ თუ სისხლის საერთო ანალიზიდან, გამოგაბრუნებენ იმის გამო, რომ ნაჭამი ხართ, ლაბორატორია ძველი მეთოდით მუშაობს.
52) ანტიბიოტიკი გრიპს და გაციებას არ არჩენს, არც მისი გართულების პროფილაქტიკაა. ანტიბიოტიკი, მხოლოდ ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების დროს გამოიყენება. ექიმმა უნდა შეარჩიოს დაავადებულ ფლორაზე-შესაბამისი ანტიბიოტიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის იმუნიტეტი   ნგრევას იწყებს. არა ექიმის მიერ, თავის გემოზე დანიშნული ანტიბიოტიკი, მხოლოდ დიდი ზიანის მომტანია. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ თვითნებურად დანიშნული ანტიბიოტიკი რეზისტენტული აღმოჩნდა ( ანუ ამ მიკრობების ფლორას ვერ ამარცხებს), მაშინ ეს მდგრადი ბაქტერია, ირგვლივ ყველას გადაეცემა: მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ინფექციის ახალ-ახალი, მიძინებული კერები ჩნდება. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ახალი ინფექციური კერების გაჩენის პირობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით-მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგენილია, რომ 100-დან 80%-ში ანტიბიოტიკი უსარგებლოდ და უმიზნოდ ინიშნება. ამას ემატება, აფთიაქში ანტიბიოტიკის თავისუფალი შეძენა. უმისამართოდ მოქმედი ანტიბიოტიკი სიმსივნის ერთ-ერთი წინაპირობაა.

'.$TEXT['print'].'