ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ჩემი დამუშავებული და შედგენილი, 200 პედიატრიული  რეკომენდაცია, თანამედროვე  ევროატლანტიკური სტანდარტის მიხედვით, რასაც ბოლომდე  ეყრდნობა ევროპული  და ამერიკული კლინიკები

დასაწყისი

52) ანტიბიოტიკი გრიპს და გაციებას არ არჩენს, არც მისი გართულების პროფილაქტიკაა. ანტიბიოტიკი, მხოლოდ ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების დროს გამოიყენება. ექიმმა უნდა შეარჩიოს დაავადებულ ფლორაზე-შესაბამისი ანტიბიოტიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის იმუნიტეტი   ნგრევას იწყებს. არა ექიმის მიერ, თავის გემოზე დანიშნული ანტიბიოტიკი, მხოლოდ დიდი ზიანის მომტანია. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ თვითნებურად დანიშნული ანტიბიოტიკი რეზისტენტული აღმოჩნდა ( ანუ ამ მიკრობების ფლორას ვერ ამარცხებს), მაშინ ეს მდგრადი ბაქტერია, ირგვლივ ყველას გადაეცემა: მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ინფექციის ახალ-ახალი, მიძინებული კერები ჩნდება. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ახალი ინფექციური კერების გაჩენის პირობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით-მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგენილია, რომ 100-დან 80%-ში ანტიბიოტიკი უსარგებლოდ და უმიზნოდ ინიშნება. ამას ემატება, აფთიაქში ანტიბიოტიკის თავისუფალი შეძენა. უმისამართოდ მოქმედი ანტიბიოტიკი სიმსივნის ერთ-ერთი წინაპირობაა.
53) ატოპიური დერმატიტი ყოველ მესამე ჩვილ ბავშვს ემართება. მას დიათეზის ანალოგიად განიხილავენ. ის ალერგიული რეაქციაა საკვებზე. გამოიხატება ჯერ სიწითლით კანზე, შემდეგ გამონაყარით. დაავადებას ამწვავებს კანის  ნაკაწრი, სადაც შეიჭრება მიკრობები. დედამ და პედიატრმა ბავშვის კვება დღიურით უნდა აკონტროლონ. ბავშვს უნდა ჩააცვან ტემპერატურის შესაბამისად-ნატურალური ქსოვილი. ევროპულ პედიატრიაში, ამ დროს ფართოდ გამოიყენება ორკბილას აბაზანები. ის აგრეთვე, გამოიყენება გამოყელვის დროს, ოღონდ პირადი პედიატრის მკაცრი კონტროლით. ორკბილა ჩვენ მინდორ-ველებში უხვადაა. გურიაში მას-ხოზიკას ეძახიან ( ტანსაცმელზე იცის აკვრა).  გთხოვთ, გამოიყენოთ, მხოლოდ, აფთიაქში ნაყიდი სტერილური ორკბილა,  რადგან შეიძლება მასზე,  თვალით უხილავი, საქონლის ფეკალიის  ნამცეცი იყოს.
54) შაქრიანი დიაბეტის დამახასიათებელი სიმპტომია-ჭარბი ოფლიანობა.
55) ერთ წლამდე ბავშვს ხშირად ემართება ბრონქიტი, ფილტვების  ანთება, ვირუსული
ინფექცია. ეს იმიტომ, რომ  ლიმფური ქსოვილი ჯერ განვითარებული არ აქვს.
ვალდეიერის ლიმფური  რგოლი,  რომელშიც გაერთიანებულია ცხვირ-ხახის ლიმფური ქსოვილი, ადენოიდები და ტონზილები, ფილტრია და იგი აკავებს ინფექციებს. ჩვილი ბავშვის ოთახში სტუმრების მიღებას, ჯობს ბავშვი  მეტად,  გარეთ იყოს ჰაერზე.
56) ადენოიდების  და ტონზილების ჰიპერტროფიის  მიზეზები  ბავშვებში არის: ალერგია, ცხვირ-ხახის ინფექციები, რომლებიც ბოლომდე არაა ნამკურნალები და გამონაბოლქვების ინჰალაცია.  ადენოიდები ცხვირის ღრუშია. ხოლო ტონზილები ის არის, რასაც თქვენ ანგინას ეძახით.
57) ტონზილების ქრონიკული ჰიპერტროფია ანგინა არ არის.
58) თუ ანგინა პირველ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ხახის  უკანა  დაჩირქებაა მოსალოდნელი. ეს ბავშვის სიცოცხლისთვის, მეტად საშიში მდგომარეობაა. მდგომარეობა დამძიმდება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე  და შეიძლება ქირურგის ჩარევაც დარჩეს საჭირო. 
59) თუ ფილტვიდან  ქრონიკულად ისმის მსტვინავი ხიხინი,  ეს  ყოველთვის ასთმა, ან ფილტვის სხვა დაავადება არ არის. ეს ხშირად, კუჭის დაავადების გამოა. მაგალითად, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი. როცა გამოვრიცხავ პაციენტში, ასთმას და ფილტვის ყველა დაავადებას, შემდეგ ვიკვლევ  კუჭ-ნაწლავის სისტემას და ძალიან ხშირად დამიფიქსირებია გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი.  რა თქმა უნდა, საუბარია იმ კონტიგენტზე,  რომელთა აუსკულტაციური მოსმენით, ისმის ქრონიკული მსტვინავი ხიხინი.
60)თანამედროვე პედიატრიაში ფილტვის ანთების და ბრონქიტის ნებისმიერი ფორმის დროს, ნოშპის გამოყენება აღარ ხდება.  შაბლონური - ნოშპას+სუპრასტინი აღარ გამოიყენება. კლინიკა დაბალი დონისაა და ძველი მეთოდით მუშაობს, თუ ფილტვის ანთებისა ან  ბრონქიტის დროს გამოიყენება- ნოშპას+სუპრასტინი.
61) ახალშობილების ფილტვების ანთებას, დედისგან გადაცემული მიკრობები იწვევენ. (სტრეპტოკოკი, ჰერპესი, ციტომეგალი). 3 კვირიდან 4 თვემდე, არის ქლამიდიური ფილტვების ანთებები, რომლებიც ასევე დედებისგან მიღებული მიკრობებია. ამ პერიოდის ანთებების დროს, თუ ექიმი, მაგალითად,  ვერ გაარკვევს როგორია  ჰერპესული ანთების ჩივილები,  რომლის დროსაც შესაბამისი მკურნალობა ინიშნება, ისევე როგორც სტრეპტოკოკული და ციტომეგალური ანთების დროს,  ის მაინც უნდა გაითვალისწინოს, რომელ ასაკში,  ძირითადად, როგორი ტიპის ანთება ემართება ჩვილს.
62) თუ ბავშვს ტაქიპნოე, ანუ სუნთქვის გახშირება აქვს, ექიმთან მიყვანა უნდა იჩქაროთ. ეს სასუნთქი გზების დაზიანების (უფრო ხშირად ფილტვების ანთების) ნიშანია. თუმცა ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში ფილტვების ანთების დროს, შეიძლება,  ბრადიპნოე, ანუ შენელებული სუნთქვაც იყოს.  დედას უნდა ასწავლოს ექიმმა,  დაახლოებით, მის შვილს როგორი ტემპის სუნთქვა უნდა ჰქონდეს.
63) ფილტვების ანთება ჩვილ ბავშვებში, ვიზუალურადაც შეიძლება ივარაუდო, კერძოდ, ამის ნიშანია რეტრაქცია, ანუ გულმკერდის ქვედა მესამედის ჩაზნექვა ჩასუნთქვის დროს. ამიტომ, დაბალი დონის ნიშანია, როცა ექიმი ამბობს: „სიცივეა და ფონედოსკოპს ტანსაცმელში შევუცურებ“. ფილტვების მოსმენის დროს, ადამიანი და მით უმეტეს ბავშვი,  წელზემოთ შიშველი უნდა იყოს.
64) მიკოპლაზური, ქლამიდიური, ვირუსული და ლეგიონელოზური ფილტვების ანთებების დროს ,ავადმყოფს არ აქვს ტემპერატურა, არ ახველებს, რენტგენზეც არ ჩანს ხშირად. ჩვილობიდან, ყველა ზედა ასაკში.
65) წლამდე ბავშვებში შუა  ყურის ანთების  მიზეზია, ევსტაქის მილის გაფართოება და ჰორიზონტალურობა. ნაზალური ობსტრუქციის, ანუ როგორც მოსახლეობა ამბობს-ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში, იზრდება დადებითი წნევა ცხვირ-ხახაში.თუ ხახის ვირუსული ინფექციაა ან ტონზილების შესივება, მაშინ  ევსტაქის მილი იხშობა, იზრდება უარყოფითი წნევა ამ მიდამოში. წნევათა სხვაობა იწვევს მიკრობთა გადაცდენას  ცხვირ-ხახიდან შუა ყურში და ვითარდება ყურის ანთება. ამიტომ, ვირუსულ ინფექციებს,  ჩვილ ბავშვებში პირველი დღიდან სჭირდება შესაბამისი მკურნალობა. მათ შორის, ცხვირის წვეთებიც გარკვეულ როლს თამაშობს. არ არსებობს ვირუსული ინფექცია ჩვილ ბავშვებში, მსუბუქი ყურის ანთებით, მაინც, რომ არ მიდიოდეს.  ამიტომ,  ჩვილებში ყურის შესაბამისი წვეთების გამოყენება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს, პირველ დღეებშივე უნდა.
66) სტატისტიკით, ჩვილ ბიჭებს უფრო ხშირად ემართებათ შუა ყურის ანთება, ვიდრე ჩვილ გოგონებს.
67) ხელოვნური კვების ჩვილებს უფრო ხშირად ემართებათ ყურის ანთება, ვიდრე ბუნებრივ კვებაზე მყოფებს.ვინაიდან,  ბუნებრივი კვების ბავშვებს,ქსოვილები უფრო დრეკადი და მომწიფებული აქვთ. შესაბამისად, მიკრობული ფლორა, მტკიცე გარემოში ძნელად ხარობს.
68) თუ მშობელი ან სტუმარი სიგარეტს  ეწევა, შუა ყურის ანთების დიდი რისკი აქვს ოჯახში  ჩვილს.
69) აფთიაქში ხშირად ცდილობენ ჭარბი მარაგის განტვირთვას ან  ფარმაცევტი ექიმობას იჩემებს. ყველამ უნდა შეასრულოს, თავისი კონკრეტული ფუნქცია. წამალი უნდა დანიშნოს ექიმმა.  1 წლამდე ასაკში, არასწორად დანიშნული ხველის წამალი, შეიძლება ფილტვის დაზიანების საწინდარი გახდეს. მაგალითად, ფილტვების ანთების დროს, ყველა ასაკში ხველის წამლის მხრივ, ორი საშუალება ინიშნება  - ამოსახველებელი და მუკოლიზური. მაგრამ, 1 წლამდე ასაკში, თანამედროვე მედიცინაში  ამოსახველებელის გამოყენება მკაცრად შეზღუდულია. 1 წლამდე არ შეიძლება, აგრეთვე, ხველის დამაწყნარებელი საშუალებების ან ბრონქოანტისპაზმურების გამოყენება. ხშირად ხაზზეა ვიზინგი ( ხმაურიანი მკვნესარე ამოსუნთქვა) და ცნობილი სტვენა (მსტვინავი ხიხინი), მშობლებსაც კი ჰგონია, რომ ეს ასთმური ბრონქოსპაზმია. ასეთ შემთხვევაში, ის ფარმაცევტის დახმარებით არჩევს  ბრონქოდილატატორს, რაც ფილტვის მუსკულატორის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, რომლის დროსაც მკვეთრად იყოს გამოხატული ვიზინგი და მსტვინავი  ხიხინი ( რაც თანამედროვე  ანთებებისთვის ბუნებრივი გახდა). მაგრამ, ამას ასთმურ მოვლენებთან საერთო სულ არ  ჰქონდეს, ანუ არ იყოს ბრონქოსპაზმი და ეს იყოს ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებით ცვლილებები ან დაგროვებული  ხველითი სეკრეტი. ამიტომ, ბრონქოდილატატორის გამოყენება ამ შემთხვევაში საშიშია. ეს შეიძლება,  დიდ ასაკში ფილტვების სიმსივნის საწინდარიც კი გახდეს.
70)  თუ ბავშვს აქვს სტრიდორი ( არათანდაყოლილი), ანუ ხმაურიანი ჩასუნთქვა და პლუს ამას, აქვს რეტრაქცია, ანუ გულმკერდის ქვედა ნაწილის ჩაზნექვა სუნთქვის დროს - სასწრაფოდ მიმართეთ  ექიმს. ეს ზემო სასუნთქი გზების დახშობაა და თუ გაძლიერდა, ჩვილი ბავშვი შეიძლება გაიგუდოს. თუ ბავშვს აქვს ვიზინგი ( ხმაურიანი, მკვნესარე ამოსუნთქვა) და რეტრაქცია- ეს უკვე ბრონქის და ფილტვის ობსტრუქციაა და სასწრაფოდ  მიმართეთ ექიმს. ყველა მშობელმა, რომელსაც ჩვილი ბავშვი ჰყავს, ეს ორი ვარიანტი უნდა დაიზეპიროს. რადგან,  ეს სიცოცხლისათვის საშიშია და სასწრაფოდ მოითხოვს დახმარებას.
71)  თუ ბავშვს აქვს ძალიან გაგრძელებული ამოსუნთქვა, ამ შემთხვევაში არის ასთმა, წვრილი ბრონქების ანთება ან უცხო სხეულის გადაცდენა ბრონქში.ძალიან გაგრძელებული ამოსუნთქვა, მოითხოვს პროფესიული ექიმის სასწრაფო კონსულტაციას, რომ უპირველესად, უცხო სხეულის გადაცდენა გამოირიცხოს, რომლის დროსაც ბავშვები, სათანადო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში, რამდენიმე საათში კვდებიან.
72) ჩვილ ბავშვებში ყურის ანთების გამოსაცნობი, ყველაზე ადვილი ხერხია დაკვირვება. თუ ჩვილი ტირილის დროს ფეხებს აქნევს, ცდილობს ყურზე ხელის შეხებას( უფრო ჩამოსმას), იწყებს ძუძუს ან საწოვარას წოვას, უცებ თავს ანებებს და აგრძელებს ძლიერ ტირილს ( წოვის დროს ყურის ცენტრალური, მგრძნობიარე ნაწილი-დაფის აპკი მოძრაობს, რაც აძლიერებს ტკივილს)-ეს ნამდვილად შუა ყურის ანთებაა.
73) ეპიგლოტიტი 2-დან 7 წლამდე ასაკშია ყველაზე ხშირად. იგი სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში მდგომარეობაა. მით უმეტეს, იმიტომ, რომ, გაციებაში ეშლებათ. იგი ხორხ-სარქველის და მის ირგვლივ მყოფი ქსოვილების ბაქტერიული ანთებაა. ამ მდგომარეობაში ბავშვი შეიძლება გაიგუდოს.  იწყება როგორც გაციება,აქვს ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება,  მოგუდული ხმა. მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ხშირად მთავრდება ასფიქსიით. გამოცნობისას მშობლებმა სწრაფი აქცენტი უნდა გააკეთონ მოგუდულ ხმაზე.ეს დაავადება სიკვდილობის რიცხვითაა ცნობილი.ამიტომ,  ბავშვს  თუ ხმა შეეცვლება, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.
74) თუ მხოლოდ ხორხ-სარქველია მოუმწიფებელი, მაშინ თანდაყოლიი სტრიდორი  ანუ ლარინგომალაცია გაივლის 2 წლის თავზე. თუ ბავშვი აგრეთვე ბეჭდისებური, ხრტილის განუვითარებლობითაც არის დაბადებული, მაშინ ლარინგომალაცია მორჩება 2 წელიწადში.
75) თანდაყოლილი სტრიდორი ძლიერდება ყველა შემთხვევაში: სუპინაციის დროს ( როცა ბავშვი  თავს  ხრის), აგზნების  და მოდუნების დროს (თამაში, კვება). თანდაყოლილი სტრიდორი ქრება, როცა ბავშვი ტირის, რადგან ამ დროს კუნთების ტონუსი იმატებს და ხორხის ელემენტები ელასტიკური და ჰაერგამტარი ხდება. სიმპტომური სტრიდორი კი ტირილის  დროს ძლიერდება. სიმპტომური სტრიდორი ძალიან საშიშია.  ამიტომ, როცა ბავშვზე სტრიდორს დააფიქსირებთ, სასწრაფოდ მიმართეთ პროფესიულ  ექიმს, რომ  უპირველესად სიმპტომური სტრიდორი გამორიცხოს, რასაც ხშირად ოპერაციაც კი სჭირდება.

გაგრძელება იქნება

'.$TEXT['print'].'