"განცდა მაქვს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას"
ავტორი: გურიის მოამბე
"განცდა მაქვს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას"
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ საზოგადოებას მისი სჯერა, რაც არჩევნებზე გამოჩნდება. 
ივანიშვილის თქმით, მას აქვს ვალდებულების განცდა მოსახლეობის მიმართ და სჯერა, რომ საზოგადოება მას მხარს უჭერს. 
"მგონია, მაქვს განსაკუთრებული როლი, რამეთუ ვგრძნობ, რომ საზოგადოებას აქვს ჩემი ნდობა. შეიძლება, ეს მცდარია და ამას დავინახავთ. 
მაქვს ვალდებულების განცდა, რომ დავეხმარო, არჩევანი კი საზოგადოებაზეა, რამდენად მიიღებენ მას.
ვალდებულების განცდა მაქვს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას და მე არ უნდა ვუღალატო მათ. 
გავაკეთო ყველაფერი, დავეხმარო და ვაჩვენო ჩემებურად, არგუმენტირებულად, როგორ ვხედავ მოვლენებს. თუ ვნახე არჩევნებზე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, როგორც ვნახავ რომ ნახევარზე ნაკლებზე წამოვიდა პოზიცია და აღარ დაუჭირა საზოგადოებამ მხარი, დაგემშვიდობებით და დავრუნდები იქ, სადაც ვიყავი", - განაცხადა ივანიშვილმა. 
'.$TEXT['print'].'