ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლით „გამარჯობა ხალხო“ დასრულდა. სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარული და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები ლიტველმა და ქართველმა მსახიობებმა ერთდროულად გააცოცხლეს. ფესტივალი ოზურგეთში ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეატრის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით ინსცენირებული თხუთმეტი სხვადასხვა სპექტაკლი ენახათ.
ღონისძიებას კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები,ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები, კრიტიკოსები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და აღნიშნული ფესტივალი თეატრის მოყვარულებს 2018 წელს დაუბრუნდება. ფესტივალის დამფუძნებლები ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ ოზურგეთის მერია გახლავთ.

'.$TEXT['print'].'