ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
ჯანსაღი ცხოვრებისთვის

76) ახალშობილი თუ კონიუქტივით ( თვალის ანთებით) იბადება-ქლამიდიოზი  უნდა გამოირიცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო თვალის წვეთებით „მორჩენილი“ მთელი ცხოვრება განწირული იქნება ქლამიდიური დაავადებების გადატანით. მათ შორის, მას ხშირად ექნება ქლამიდიური ფილტვების ანთება.

77) ალკოჰოლურ მდგომარეობაში ჩასახულ ბავშვს 90%-იანი შანსი აქვს, განვითარების სიმახინჯით დაიბადოს და მთელი ცხოვრება მძიმე  ინვალიდი  იყოს,-განსაკუთრებით მიკროცეფალიით  (პატარა ზომის თავი). არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩასახვა ალკოჰოლურ მდგომარეობაში.

78) ერთვი თვის ჯანმრთელი, დროული ახალშობილისთვის, ჰემოგლობინის შემცირება ფიზიოლოგიურია. ის გამოწვეულია ერითროციტების ბუნებრივი ჰემოლიზით.ამიტომ,  ჰემოგლობინის გაკონტროლება, ორი თვის შემდეგ დაიწყეთ.

79)გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, ჩვილ ბავშვს მეტი სითხე უნდა მიეცეს, რადგან ამ დროს დანაკარგი იზრდება. ვითარდება ექსიკოზი ანუ გამოშრობა. რაც ყვ ელა ასაკში ხდება. მაგრამ, უფრო სწრაფად აღწევს უარყოფით შედეგებს ჩვილ ბავშვებში.

80) არტერიული წნევა მხრის არტერიაზე იზომება ყველა ასაკში, თუნდაც ახალშობილის.

81) ბავშვმა კბილები უნდა გამოიხეხოს 2 წლის ასაკიდან.დაგვიანებით კბილის გამოხეხვიოს დაწყება, კბილების ადრე დაზიანების ერთ-ერთი მიზეზია.

82 ხილი ბევრად უფრო მეტად არის ენერგეტიკულად მდიდარი, ვიდრე ბოსტნეულის პიურე, ამიტომ, ნუ ღელავთ, როცა ბავშვმა ხილი მიიღო და საჭმელს აღარ ჭამს. მითუმეტეს, თუ მარტო ბოსტნეულის კერძი გაქვთ. ხილით უფრო ბალანსირებულია ბავშვი, ვიდრე ბოსტნეულის კერძით.

83) როცა გარემოს ტემპერატურა მოიმატებს, ჩვილ ბავშვებში  სითხის დანაკარგი ძლიერ იზრდება და ბავშვს სითხე მეტი უნდა მიეწოდოს. თუ ის ბუნებრივ კვებაზეა, ამას ანაზღაურებს დედის რძე.მაგრამ, თუ ის შერეულ კვებაზეა, მაშინ სითხეები არ უნდა მიაკლოთ. 

84)  თუ ბავშვი მშობიარობის დროს  ასფიქსიას გადაიტანს, მას თითქმის მთელი ცხოვრება ექნება სისხლის ან სისხლძარღვების საშუალო პრობლემა მაინც. ასეთ ბავშვს პედიატრის მხრიდან სპეციფიკური ზედამხედველობა სჭირდება, სისხლძარღვების ელასტიკურობის განმტკიცების მიმართულებით. სტატისტიკურად, ყოველი მესამე ბავშვი ასფიქსიით იბადება. სისხლძართვების გამტკიცება ბავშვობის ასაკიდან, არის იმის გარანტი, რომ ადამიანმა არ გადაიტანოს ინფარქტი და ინსულტი და იცხოვროს დიდხანს.

85)დღენაკლულ, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს, კვერცხის გულს უნიშნავენ 3 თვის ასაკიდან. მიეცით თამამად. ეს ევროსტანდარტია. მაგრამ, არ იყოს მაღაზიის. იყოს სოფლის კვერცხი, ოღონდ იმ დღის. 

86) წყალივით შარდი პათოლოგიაა, შარდის ფერი ნორმაში მოყვითალო უნდა იყოს.

87)ბავშვებში თირკმლის მწვავე უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზია ჰიპოვოლემია. თუნდაც დაავადებული არ იყოს თირკმელი. ამიტომ ზაფხულის დღეებში ბავშვს სითხე უნდა მიეწოდოს ხშირად. გამოშრობის შედეგად, ზაფხულში მითუმეტეს ცელქობის დროს, როცა ბავშვი ბევრს მოძრაობს, შეიძლება ბავშვს თირკმელი გაუჩერდეს.

88) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, ბავშვები ყველაზე ხშირად მოწამლული არიან, არაადეკვატურად დანიშნული სამკურნალო პრეპარატებით. 

89)პედიატრი თუ ჰიპოთირეოზს  დააფიქსირებს, მშობლებმა ბავშვი  სასწრაფოდ უნდა აჩვენოს ბავშვთა ენდოკრინოლოგს. დაგვიანების  შემთხვევაში, სრულიად საღ ბავშვს გონებრივი ჩამორჩენილობა განუვითარდება. ენდოკრინოლოგი, კონკრეტულად, ბავშვთა უნდა იყოს. 

90) თანამედროვე ეპოქაში ბავშვთა ასაკში, შაქრიან დიაბეტს ახასიათებს წონაში დაკლება, უმადობა და გემოს გაუკუღმართება.  ამიტომ, ბავშვთა ასაკში დიაბეტის დროს,  არ არის აუცილებელი, ბევრი შარდვა და წყლის დალევა და ოფლიანობა. წონაში დაკლება და უმადობა საგანგაშო სიმპტომები  უნდა იყოს მშობლისთვის. 

91) ბავშვთა ასაკში ხშირად არის ალერგიის ტიპი, რომელსაც ჰქვია დისჰიდროზული ეგზემა. ის ხშირად ეშლებათ-ჩუტყვავილაში. გამონაყარია კანზე ბუშტუკებით, რომელშიც წყალია. ამ დროს გამოკვლეული უნდა იყოს ბავშვის- ფარისებრი ჯირკვალი, კუჭნაწლავი და შაქრის ლატენტური მდგომარეობა. გამოცდილი ექიმი, ერთი შეხედვით, ანსხვავებს დისჰიდროზულ ეგზემას - ჩუტყვავილასაგან,  გარკვეული ნიშნების მიხედვით. მაგრამ, დისჰიდროზული ეგზემის დროს ,არ არის საკმარისი, მარტო ალერგიის მალამოთ მკურნალობა (რაც სამწუხაროდ, ხშირად ხდება). ამ დროს აუცილებლადაა პრობლემები ფარისებრ ჯირკვალში, შესაბამისად, კუჭ-ნაწლავშიც და ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს, გლუკოზის დონის პათოლოგიური ცვალებადობა. 

92) პედიატრიულ კონტიგენტში ზამთარსა და გაზაფხულზე,  ხშირია მწვავე ინფექციური დაავადება - ბავშვთა როზეოლა. იგი, უფრო მეტად,  3 თვიდან  3 წლამდე ბავშვებს ემართებათ. პედიატრული კათედრის მონაცემებით, ის  ექიმებს ძალიან ხშირად ეშლებათ, ალერგიაში ან წითურაში. არაადექვატური მკურნალობა იმუნიტეტის შეზღუდვას იწვევს. ახასიათებს კანზე გამონაყარი, ტემპერატურა, ზოგ შემთხვევაში - კეფის ლიმფური ჯირკვლების გადიდება.  მკაცრად უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკი. მას იწვევს ჰერპესის ვირუსის მე-6 ტიპი. მოსახლეობაში ეკონომიკური მდგომარეობის გამო,  დამკვიდრდა ზოგი დაავადების  თვითმკურნალობა. გამონაყრით მიმდინარე ყველა დაავადება, გამოცდილმა ექიმმა უნდა ნახოს.

93) თუ ბავშვმა ლაპარაკი დააგვიანა - ეს ან  ბავშვის პათოლოგიების ბრალია ან მშობლის დამოკიდებულების - ბავშვისადმი. თუ მარტო ბავშვის პრობლემაა გადამწყვეტი, მაშინ წინ წამოწეულია შემდეგი მიზეზები: ა) ბავშვს ანატომიური დეფექტი აქვს; ბ) ბავშვს   კუნთოვანი დეფექტი აქვს; გ)ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს; დ) ბავშვს სამშობიარო ტრავმა ან ძლიერი სამშობიარო ჰიპოქსია აქვს. თუ  მშობლის ბრალია, მაშინ შემდეგი მიზეზებია: ა) გენეტიკა; ბ) მშობლები ბავშვთან ხშირად  არ კონტაქტობენ; გ) მშობელი ჩქარა ელაპარაკება; დ) თუ  მშობელი მაგალითს არ უხსნის (მაგ. ავიღე ან დავდე სპილო და იღებს ან დებს სათამაშო სპილოს);  ე)მშობელი არ უკითხავს ნახატებიან წიგნს; ვ) თუ მშობელი არ უმღერის და მასაც არ აამღერებს; ზ) თუ მშობელი ე.წ. ენის მოჩლექით ესაუბრება, რაც ასაკში ადრეული იდიოტიის ხელშეწყობაა.

94) როცა ბავშვი ცერებრული დამბლით იბადება, მისი ან კლასიკური ფორმაა გამოხატული ან დამბლასთან ასოცირებული მოშლილობა ანუ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ცერებრალური დამბლა და ის გამოხატული იყოს, ორთოპედიული დეფორმაციით ან მეტყველების დაბრკოლებით. ამის მკურნალობა სასწრაფოა და პატარა ასაკშივე უნდა მოხდეს. ანუ ორთოპედიული ფეხსაცმლის ძებნაზე არ უნდა გადავერთოთ. ამ დროს ცერებრული დამბლის ტიპია დასაზუსტებელი. აგრეთვე, მეტყველების ნებისმიერ დონეზე მოშლა, ლოკალური არ არის.  ეს შეიძლება ცერებრალური დაბლის რაღაც ფორმა იყოს. ბავშვობაში გაუსწორებელი დეფექტი,  30 წლის შემდეგ სერიოზულ  პათოლოგიად იჩენს თავს.

95) კეფის კუნთების რიგიდობა ანუ თავის ძნელად მოხრა, ბაქტერიული მენინგიტის დროსაა ყველა ასაკში. მაგრამ,  პედიატრიულ კონტიგენტში კეფის კუნთების რიგიდობა, ყოველთვის არის შუა ყურის ანთების ერთ-ერთი მკვეთრი დადასტურება.

96) მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი ყველაზე ხშირია 2-დან 10 წლის ბავშვებში.

97) თუ ბავშვს კრუპოზული ტიპის ფილტვების ანთება აქვს, მაშინ არ ახველებს და ტკივილი აქვს ნაღვლის ბუშტის არეში. ასევე რამდენიმე  ტიპის მძიმე ფილტვის ანთებას ხველა საერთოდ არ ახასიათებს.

98) თუ ბავშვს ობსტრუქციული ბრონქიტი ჰქონდა რამდენჯერმე ( ასთმური სინდრომი), მას აქვს ლიმფური-ჰიპოპლაზური დიათეზი. ასეთ ბავშვს მკურნალობის სტრატეგია დიათეზის მხრიდან უნდა განუხორციელდეს.

100) ოთახის მტვერში, როგორც ადრე ავღნიშნავდი, მთავარი აგრესორი ტკიპებია. მათ უყვართ ბალიშში, ლეიბში და საბანში ყოფნა. მცოდნე ადამიანი, საწოლს ცივ ამინდშიც ანიავებს. რადგან, ოთახის  მტვრის ტკიპები, ყველაზე უფრო სიცივეში იღუპებიან. ასთმის და რინიტის მიზეზში, ყველაზე ხშირია, ოთახის მტვრისადმი ალერგია. დილით ლოგინი უცებ არ გაასწოროთ. თუ არ დაბერტყავთ, გაანიავეთ მაინც. მზეზე გამზევრება მხოლოდ ნესტის, სოკოსა და ზოგი მიკრობის პროფილაქტიკაა. ხოლო, ცივ ამინდში გამზევრება, კიდევ უფრო შედეგიანია, ალერგიისგან თავის დასაცავად და ტკიპების გასანადგურებლად. ასე რომ,  თუ თქვენ ყინვაში ლეიბს გამოამზევრებთ და ამაზე  თქვენს მოშურნე ნაცნობს ჩაეღიმება, ამაყად იყავით - თქვენ მაღალი დონის პიროვნება ბრძანდებით. 

101) პატარა ასაკის ბავშვებს, ნებისმიერმა საკვებმა, შეიძლება, გამოუვლინოს ალერგია. მაგრამ, მათ შორის ყველაზე ხშირია ალერგია-კვერცხზე და ძროხის რძეზე. 

102)პატარა ბავშვებს ალერგიული რეაქცია, თავად ანტიჰისტამინურ პრეპარატებზეც აქვთ. ამიტომ, სუპრასტინის ან მისი რომელიმე ჯგუფის პრეპარატის გაკეთების შემდეგ, დააკვირდით რეაქციებს: ლოყების შეწითლება, ოფლიანობა, მოუსვენრობა და სხვა. 

103) თუ ჩვილ ბავშვს ძროხის რძეზე ალერგია აქვს, მაშინ არა მარტო რძე უნდა გამოვრიცხოთ, არამედ რძის ნარევები და ხაჭოც. ასეთ ბავშვს ვაძლევთ ადაპტირებულ რძემჟავას, აციდოფილურ ნარევს. ან ჰიპოალერგენულ ნარევს. 

104) სტატისტიკურად დადგინდა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიას ყველაზე მეტად იწვევს: რძე, ხორბალი, კვერცხი და მიწის თხილი.

105) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასთმის შეტევის დაწყების ალბათობა, მაქსიმუმია, თუ ადამიანს აკლია  ა, და ცე ვიტამინი. განსაკუთრებით ა ვიტამინი.

106) ბირ-დოჯ--ნევინის სინდრომი თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომლითაც ხშირად იბადებიან ბავშვები. თავიდანვე პედიატრის მხრიდან, მართული ეს სინდრომი, ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიას იძლევა. დაუფიქსირებლობის შემთხვევაში კი, უამრავ გართულებებს იწვევს და ნაადრევ ინვალიდობას. ამ სინდრომის დროს: ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან, აქვთ კბილების პათოლოგია, გაპობილი სასა, კანის პიგმენტაციის პრობლემები, აკანთოზი იღლიის ფოსოში და სხვა. საერთოდ,  ყოველ მეხუთე ადამიანს, რაღაც სინდრომი აქვს. აუცილებელია, წლამდე ბავშვის აკადემიური შეფასება. საერთოდ, ბავშვს, რომელსაც კანის პიგმენტაციის პრობლემები აქვს, დეტალურად უნდა გადაუმოწმდეს ორგანული სტატუსი. აგრეთვე, დეტალური შესწავლა სჭირდება იმ ბავშვებს, რომლებიც სიმაღლეში ჩამორჩებიან.

107) დღეს როცა კონტროლის მექანიზმები შესამჩნევად მოშლილია და მაკონტროლებელი რგოლები არ არსებობს, მედიცინაში დანაშაულამდე მისული დარღვევები ხდება. ბევრს უყვარს ექიმბაშობა და ექიმობანას თამაში. მედიცინა კი, ყველაზე აკადემიური მეცნიერებაა. იგი ყოველდღე წინ მიდის და იცვლება. ექიმიც კი, თუ ის კრეატიული არ არის, შეიძლება ძალიან ჩამორჩეს მოვლენებს. დილეტანტობას და არაპროფესიონალების მიერ მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას, პაციენტი ფატალურ შედეგამდე მიჰყავს. არაერთხელ აღმინიშნავს, ოსტეოქონდროზის მკურნალობაზე, რომელსაც უნდა  ახორციელებდეს (ვარჯიშის სახით) მხოლოდ  ექიმი რეაბილიტოლოგი. ის  ზოგად თერაპევტსაც კი ეკრძალება. არასწორად ჩატარებულმა ოსტეოქონდროზის საწინააღმდეგო ვარჯიშმა, აგრეთვე,  არამიზანმიმართულად ჩატარებულმა მასაჟმა, შეიძლება ადამიანი,  თუნდაც, არა იმ მომენტში, მაგრამ  დროთა განმავლობაში დააინვალიდოს ან ინსულტი და სხვა ნევროლოგიური დაავადევა გამოიწვიოს. წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციისა და შესაბამისი დარგის კათედრის მკაცრ დოგმას-რა შემთხვევაში არ შეიძლება პედიატრიულ ასაკში ჩაუტარდეს ბავშვის მასაჟი: ა) კუჭ-ნაწლავის დაავადება, ღებინებით ან თუნდაც მცირე აშლილობით; ბ) ნებისმიერი თიაქარი ( საზარდულის, ბარძაყის, ჭიპის); გ) კანის, ფრჩხილების და თმის დაავადება; დ) გულის თანდაყოლილი მანკი (მასაჟისტმა უნდა ნახოს ექოსკოპიის საფუძველზე ექიმის დასკვნა, რომ ბავშვს არა აქვს გულის მანკი); ე) სისხლის დაავადებები; ვ) რაიმე მწვავე ან ცხელებით მიმდინარე დაავადება; ზ) სისხლდენისადმი მიდრეკილება; თ) ნებისმიერი ზომის ჩირქოვანი გამონაყარი კანზე.

108) ეკონომიკური მდგომარეობის გამო, პაციენტები ხშირად, ბოლომდე არ მიჰყვებიან  ექიმის მკურნალობას, რაც საბოლოო ჯამში, მათი სიცოცხლის შემცირების პირობაა. ოსტეომიელიტს (ძვლის ინფექცია), ყველა ასაკში, ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობა სჭირდება. შეიძლება გარეგნული ეფექტი განვითარდეს, მაგრამ თუ ის საფუძვლიანად არ არის ნამკურნალები, მას ყველა შემთხვევაში მოჰყვება თირკმლის მეორადი ამილოიდოზი. ( თირკმლის გადაგვარება). 

109) ადამიანების ხანმოკლე სიცოცხლე, პირდაპირ კავშირშია - დაავადებების დროს, მიტოვებულ და არაადეკვატურ მკურნალობასთან, ეკონომიკური მდგომარეობის გამო თვითმკურნალობასთანაც.  ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ცილა შარდის ანალიზში, 3 გრამზე მეტია, ეს არც პიელონეფრიტია და არც ჩვეულებრივი გლომერულონეფრიტი ( რომელიც სიცოცხლისთვის მეტად საშიშია). 3 გრამზე მეტი ცილის დროს, საჭიროა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია თირკმლის ცენტრში. რადგან, ეს შეიძლება იყოს: ლიპოიდური ნეფროზი, თირკმლის ამილოიდოზი, მემბრანული გლომერულოპათია ან სწრაფად პროგრესირებადი გლომერული ნეფრიტი. ყველა ჩამოთვლილი სიცოცხლისთვის მეტად საშიშია და ხშირად სიკვდილით მთავრდება. 

110)ნეფროტოქსიურმა (თირკმლის მიმართ ტოქსიურმა) ანტიბიოტიკმა, შეიძლება, ჯანმრთელი თირკმლის გაჩერება გამოიწვიოს-ყველა ასაკში. ძალიან სამწუხაროდ, ბევრ მაგალითს ვნახულობთ - არაადექვატურად დანიშნული ანტიბიოტიკის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელი დასკვნით, ყოველ ას რეცეპტში, სამოცი ანტიბიოტიკი არაადექვატურადაა დანიშნული. ანტიბიოტიკის არაადექვატური მიღება, ერთ-ერთი მიზეზია სიმსივნური პროცესების  წარმოშობის.  

111) ბავშვთა და  ზრდასრულთა ასაკში, კარდიალური ასთმის შეტევა, შეიძლება არ მოიხსნას, იმის გამო, რომ  ეს იზოლირებული შეტევა არაა.  კარდიალური ასთმის შეტევა, მწვავე გლომერულო  ნეფრიტის ერთ-ერთი  ყველაზე ხშირი გართულებაა. ანუ,  როცა ასთმის შეტევა ძნელად იხსნება და ხანგრძლივდება, ექიმი უნდა დაფიქრდეს, ფონურ გლომერულონეფრიტზე. გახანგრძლივებული ასთმისთვის გამოყენებული ჭარბი მედიკამეტები, ნეფრიტის ამ საშიშ სახეობას,  კიდევ  უფრო ამძიმებს. ანუ კარდიალური ასთმის შეტევისას, სასწრაფოდ ვიწყებთ თირკმლის კვლევას, გლომერულონეფრიტის მიმართულებით.

112) თირკმლები  ვიზუალურად შეუმჩნეველი , განსხვავებული ზომებით გამოირჩევა. მაგრამ, თუ ბავშვს ქრონიკული, უსიმპტომო პიელონეფრიტი აქვს, მისი განსხვავებული ზომები, ულტრა ბგერითი გამოკვლევის დროს იკვეთება. ანუ თუ ექოზე მკვეთრად ჩანს, თირკმლების სხვადასხვა ზომა, მაშინ ჩუმად მიმდინარე, უსიმპტომო პიელონეფრიტი უნდა გამოვრიცხოთ.  მითუმეტეს, თუ გენეტიკაში თირკმლის ხაზი დატვირთულია.

113) კატის კრუტუნი შუილის ერთ-ერთი ტიპია. ხოლო „კატის კნავილის“  სინდრომი გენეტიკური დაავადებაა. 

114) თუ მავნე ფაქტორმა 8-დან 12 კვირამდე ორსულზე ზეგავლენა მოახდინა,  ბავშვი შეიძლება თანდაყოლილი სიმახინჯით დაიბადოს.

115) უმკურნალოდ,როგორც იტყვიან, ფეხზე გადატანილი ფილტვების ანთება ან მშრალი პლევრიტი,  მომავალი ფილტვის კიბოს მნიშვნელივანი წინაპირობაა. ადამიანებმა ისწავლეს დიაგნოზი- ნეკნთა შუა ნევრალგია. სამწუხაროდ, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი თავს იიმედებს და ცდილობს ტკივილის სიმპტომები თვითნებურად მოათავსოს, ამ დიაგნოზის ფარგლებში. გახსოვდეთ!-თუ თქვენი ტკივილი ძლიერდება სუნთქვის დროს, გადადის კისერში, გადადის მუცელში,  თუ ტკივილი გულმკერდში ძლიერდება, დაზიანებულ მხარეს გადახრისას, მაშინ 99% სავარაუდოა მშრალი პლევრიტი. 

116) როცა ახალშობილი ბავშვი სტრიდორულად სუნთქავს, არ შეიძლება დარწმუნება, რომ ეს ნამდვილად იზოლირებული სტრიდორია. აორტის რკალის გაორება - გულის მანკია, რომლის დროსაც, ბავშვი სტრიდორულად სუნთქავს. ამიტომ, საჭიროა სასწრაფო გამოკვლევა.დაბალ დონედ ითვლება დაწესებულება, თუ სტრიდორის დაფიქსირების დროს, პედიატრი აორტის რკალის გაორებას არ გამორიცხავს. სტრიდორი, თითქმის, გახშირებულია.აორტის რკალის გაორების დროს, არ არის მყვირალა ჩივილები. უყურადღებობის შემთხვევაში, გული ადრეულ ასაკში ზიანდება. ამიტომ,  სტრიდორული სუნთქვის მოსმენისას (  რაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა), სასიცოცხლოდ აუცილებელია გულის გამოკვლევა. 

117)ერთი თვის ბავშვის  ნორმალური განვითარების მაჩვენებელია მხედველობის კონცენტრაციის უნარი. 

118) ერთი თვის ბავშვის  მხედველობის  ნორმალური განვითარების მაჩვენებელია, მოძრავ საგანზე თვალის გაყოლება. 

119) ერთი თვის ბავშვის სმენის ნორმალური განვითარების მაჩვენებელია, მოზრდილის ხმაზე მიყურადება.

120) ნორმალური განვითარების 5 თვის ბავშვი ლაპარაკს აღიქვამს.

121) ნორმალური განვითარების 7 თვის ბავშვმა ცოცვა უნდა დაიწყოს.   

122) ნორმალური განვითარების 3 თვის ბავშვმა სათამაშო უნდა აიღოს ხელით. 

123)  ჯანმრთელი ბავშვი 5 თვის ასაკში აორმაგებს დაბადების წონას. 

124) ჯანმრთელი ბავშვი თავისით ბრუნდება მუცელზე და ჯდება დახმარებით 4 -5 თვის ასაკიდან. 

125)  ფილტვების ანთების დროს ბავშვებში,  ჰიპოქსემიის ძირითადი მიზეზია - ზედაპირული სუნთქვა. ზედაპირული სუნთქვის დროს, ჟანგბადის მოხმარება უფრო ჭარბია.არასაკმარისად მარაგდება ჟანგბადით ქსოვილები.

126) ტუბერკულოზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: ცუდი კვება,  დიაბეტი, წითელა, პრედნიზოლონის ჯგუფი, ტოქსიკური ნივთიერებებით და გაზებით მოწამლვა. თანამედროვე ტუბერკულოზებმა ყველანაირად განიცადა სახეცვლილება. ამიტომ, ამ ფაქტორების გადატანის შემდეგ,  გახანგრძლივებული დაბალი ტემპერატურა, უმადობა ან პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ამ მიმართულებით უნდა გადაიხედოს.  უსისტემოდ გამოყენებული დექსამეტაზონის ფონზე,  შეიძლება ,ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია ადვილად წავიდეს. 

127)ასკარიდა ჭიამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს: ნაწლავების გადახლართვა ანუ გაუვალობა, ნაწლავის გახევა  ანუ პერფორაცია,  ღვიძლის დაჩირქება, ფილტვის ანთებაც. არის ფილტვის ანთების ტიპი, რომელსაც მხოლოდ ჭია იწვევს.

128) ბენზინის ხშირი შესუნთქვით, ბავშვს შიძლება ფილტვების ანთება დაემართოს. ამ შემთხვევაში ბავშვს საერთოდ არ ახველებს.მაგრამ, კლასიკური ფილტვების ანთება აქვს და არ ჩანს  რენტგენზე. ეს შეიძლება, ზრდასრულ ასაკში ფილტვების სიმსივნის საწინდარი დარჩეს. გამოცდილ ექიმს  არცერთი ტიპის ფილტვების ანთება არ გამოეპარება. როგორც იტყვიან, კარგი ექიმის ყური, კომპოზიტორის სმენას უთანაბრდება.  

129) ცხელ ამინდში ორგანიზმში გლუკოზა მატულობს, ამიტომ ნებისმიერი ასაკის დიაბეტიკი უნდა ერიდოს გადახურებას. ანუ შაქრის დონე სისხლში, ადვილად მატულობს სიცხეში.

130) თანდაყოლილ ჰიპოთირეოზს  ( რაც დღეს ძალიან გახშირდა)  კარგი პედიატრი აფიქსირებს ახალშობილობის პერიოდში. ხოლო თუ ჰიპოთირეოზი შეუმჩნეველი და უმკურნალო დარჩა, მაშინ, მის შედეგად განვითარებულ-ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენას, მეზობელიც კი შეამჩნევს -  5 ან 6 თვის ასაკში.

131) ჩვილობის ასაკში შაქრიანი დიაბეტის პერსპექტივად, შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი უტყუარი ნიშნები: გამოყელვა, რომელიც ძნელად რჩება, ხის ზედაპირზე შარდის მოხვედრის შემდეგ წებოვანი ლაქის დარჩენა, გახევებული საფენი შარდის გაშრობის შემდეგ, ძუძუს და საწოვარას სწრაფი და ხარბი წოვა. ანუ თუ ბარძაყის სახსარში ან სხვა ადგილზე გამოყელვა გახანგრძლივდა,მალამო კი არ უნდა შეცვალოთ - პროფესიონალს მიმართოთ.

132) თუ ბევრ წყალს სვამთ, ბევრს შარდავთ, მშრალი კანი გაქვთ და ოფლი თითქმის არ გამოგდით, ენდოკრინოლოგს მიმართეთ, უშაქრო დიაბეტის გამოსარიცხად. როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ასაკში.

133) ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ყველაზე მეტად საყურადღებოა თიმუსურ-ლიმფური დიათეზის დროს. ამ სტატუსის ფარგლებში ბავშვები, უხშირეს შემთხვევაში, მსუქნები არიან და სწორედ ეს ხდება, ამ მძიმე სიმპტომის მიმალვის მიზეზი. ბავშვებში უეცარი სიკვდილის ყველაზე მეტი სიხშირე, ამ სინდრომის დროსაა. ამ მდგომარეობას ახასიათებს: სტრიდორული სუნთქვა, მკრთალი კანი და სხვა, ეს სტატუსი ბავშვს ახალშობილობიდან აქვს. ასე რომ, თუ ბავშვი ასაკობრივ წონას აჭარბებს, მას ყოველთვის პრობლემა აქვს. 

134)  თუ წლამდე ბავშვს მედიკამენტს აძლევთ სიროფის სახით,  უნდა გაითვალისწინოთ დეტალები. თუ სითხის მცირე რაოდენობა ბავშვს გადაცდა, ის ამით არ იღუპება. მაგრამ,  მთელი ცხოვრება ექნება პრობლემური ფილტვი.  ხოლო, უახლოეს პერიოდში ექნება ასპირაციული პნევმონია ანუ გადაცდენითი ფილტვის ანთება, რომელსაც შეიძლება ჩივილებიც არ ჰქონდეს და ფილტვი უმკურნალოდ მორჩეს. ამიტომ, როცა აძლევთ მიქსტურას, ბავშვი წამოაყენეთ. არც ერთ შემთხვევაში მწოლიარე ან ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში, არ მისცეთ წამალი. ის შეიძლება სასულეში მთლიანად გადასცდეს და საბედისწერო აღმოჩნდეს. პირი რომ გააღოს, ამისთვის თითით მსუბუქად დააწექით ნიკაპზე. ეს რეფლექსია. კოვზი პირში არ შეიტანოთ. კოვზი ქვედა ტუჩზე დაადეთ და მიქსტურა ნელა ჩაასხით. შესაძლებელია გამოიყენოთ უნემსო შპრიცი. შპრიცი  ხახისკენ არ მიმართოთ. შეეცადეთ ენის ქვეშ ან გვერდით მიმართოთ. დგუშს ხელი სწრაფად არ დააჭიროთ, რომ გადაყლაპვა მოასწროს. 

135) თუ წლამდე ბავშვს ცხვირი გაჭედილი აქვს, ცხვირის წვეთები ხშირად უკან ბრუნდება და მშობელს ჰგონია რომ  არ უშველა. ამიტომ,  სანამ წვეთებს გამოიყენებთ, მანამ ზღვის მარილის ხსნარი (აფთიაქში ნაყიდი) ან გაზგასული ბორჯომი ჩააწვეთეთ. ცხვირი გამოირეცხება და წვეთებსაც შედეგი ექნება.

 

136) მზის საშუალო ინტენსივობის ეფექტი, გამოიყენეთ ყოველთვის ნებისმიერ სეზონზე, ვიტამინი დ, მხოლოდ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ გამომუშავდება. ვიტამინი დ არამარტო ჩვილებისთვისაა უნივერსალური, რადგან რაქიტის პროფილაქტიკაა, არამედ საშუალო და ხანდაზმული ასაკისთვის კიდევ უფრო აუცილებელია. მისი ნაკლებობისას, ადამიანს ტვინის ნორმალური მუშაობს ერღვევა, მეხსიერება უქვეითდება და ნაადრევი სკლეროზი ეწყება. გარდა ამისა, ვიტამინი D საჭირო რაოდენობა,  სასიცოცხლოდ აუცილებელია, ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. 

137)თუ ერთ წლამდე ბავშვს, შესაბამისი ფორმულის მიხედვით, წონის პრობლემა აქვს, თუნდაც პირველი  ხარისხით გამოხატული, პედიატრმა ის ბავშვი ენდოკრინოლოგთან უნდა გაგზავნოს. შემდეგ კი,  თუ ენდოკრინოლოგიური არაა მიზეზი, თავად დაადგინოს ეტიოლოგია და უმკურნალოს.

138)ბავშვს თუ რამდენიმე კბილი აქვს დაზიანებული, ის ჯანმრთელობის II ჯგუფს მიეკუთვნება.

139) პაროდონტოზი ( სისხლის დენა  ღრძილებიდან) არასოდეს არ არის იზოლირებული სინდრომი. ამიტომ,   მარტო სტომატოლოგის დანიშნულებით, საბოლოოდ ვერ მორჩება. როგორც ბავშვთა, ისე ზრდასრულ ასაკში, ღრძილიდან სისხლდენის მიზეზებია: ფოსფატ- დიაბეტი, ხელისგულ-ფეხისგულების დისკერატოზი, ზოგიერთი სისხლის პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. პაროდონტოზი სერიოზული სინდრომია, რომელსაც ყოველთვის აქვს, რაღაც დაავადების ფონი. ხაზგასმით  ვამბობ - პაროდონტოზს მარტო სტომატოლოგი ვერ მოარჩენს, დაავადებას შენიღბავს და ადამიანის მდგომარეობას დაამძიმებს. სტომატოლოგი სანამ სავლებებს და გელებს დანიშნავს, მანამ ამ პაციენტის პირად ექიმს უნდა დაუკავშირდეს.

140) ბავშვებში კბილების დაზიანების უფრო სწრაფი მიზეზი, შაქრის სიჭარბეა, ვიდრე ფოსფორის და კალციუმის დაქვეითება. ბევრი კანფეტი და საღეჭი რეზინი კბილებს აზიანებს. ბავშვისთვის კანფეტის ალტერნატივად, ყოველთვის გქონდეთ ხილი.

141) ტერფმრუდობის მკურნალობა  სასწრაფოა, სიცოცხლის პირველი დღეებიდან. ეს ის მდგომარეობაა, როცა მკურნალობის დაგვიანება საზიანოა და მთელი ცხოვრება აისახება, მისი უარყოფითი შედეგები ადამიანზე.                                                                                                                                                                                                           142) B2ვიტამინის მძლავრი დაქვეითებისას განსაკუთრებით ბავშვებში, სტომატიტი გამოიხატება. არ არსებობს შანსი, ბავშვს სტომატიტი ჰქონდეს ( დიდსაც) და B2 ვიტამინი არ იყოს დაქვეითებული. ამიტომ, სტომატიტის მკურნალობის პარალელურად, აუცილებლად მიიღეთ B  კომპლექსი და დაავადება უფრო მალე გაგივლით. 

143) თუ ადამიანს PPვიტამინის ნაკლებობა აქვს, მას მზის სინათლეზე კანის ფერი ეცვლება. ( PP ვიტამინზე, მომავალ თავებში ვისაუბრებთ დეტალურად).

144)წლამდე ბავშვებში სებორეული დერმატიტი,  B6 ვიტამინის ნაკლებობის გამოვლინებაა. ჩვილებში დამახასიათებელი, ხშირი გამონაყარი B6 ვიტამინის მკვეთრი ნაკლებობაა. 

145) თუ ბავშვი ზემდეტი დოზით-ფთივაზიდით მოიწამლა და ძილიანობა აღენიშნება, მაშინ მისი ანტიდოტია  B6.

146) თუ წლამდე ბავშვს,  რომელსაც ფონური დაავადება არა აქვს  და  ნორმალური  განვითარებისაა, აღენიშნება ქსოვილების ზოგადი შეშუპება. მას E ვიტამინის დეფიციტი აქვს. საერთოდ, ყველა შეშუპების მექანიზმში, ყველა ასაკში, ერთ-ერთი მიზეზია E ვიტამინის ნაკლებობა. 

147) თუ  A ვიტამინის ნაკლებობა აქვს ადამიანს, თვალის მხრივ მას გამოუვლინდება ღამის სიბრმავე, თვალის სიმშრალე,  ბიტოტის ლაქები, კერატომალაცია.

148) თუ  ბავშვი ლუმინალს სვამს, მას D ვიტამინი დაუქვეითდება  ორგანიზმში და შევსება ესაჭიროება.

149) დღენაკლულ ან უმწიფარ ჩვილს, რაქიტიც რომ არ ჰქონდეს, კრანიოტაბესი ( თავის უკანა მიდამოს გარბილება) მაინც აღენიშნება. ამიტომ, მარტო ამ  მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი ნიშნის გამო, რაქიტის დიაგნოზი არ უნდა დაისვას, ასეთ კატეგორიაში.

150) გლანდები და ბრანაწლავი იმუნიტეტის ერთ-ერთი კარდინალური საყრდენი ცენტრებია. თუ ბავშვს აქვს ქრონიკული, მორეციდივე ანგინა, რომელიც საფრთხეს უქმნის გულსა და თირკმლებს, ასეთი მდგომარეობა ტონზილექტომიის (ოპერაციის) ჩვენებას წარმოადგეს. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა  გურიაში ქალს არ ითხოვდნენ, თუ მას ბრმანაწლავი და გლანდები „მოცილებული“ არ  ჰქონდა.  ანუ ბავშვს, ერთი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა ჰქონდეს ჩირქოვანი ანგინა ტემპერატურით, რომ საუბარი დაიწყოს ოპერაციის აუცილებლობაზე. 

გარძელება იქნება

'.$TEXT['print'].'