"ოცნება", ეს არის ძალა, რომელიც არ გადაგვყრის რაღაც შარს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნება", ეს არის ძალა, რომელიც არ გადაგვყრის რაღაც შარს"

ისინი უმრავლესობას მოიპოვებენ,ვიცი ხალხის განწყობა-ეს განცხადება, მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ ნიკუშა შენგელაიამ, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა. შენგელაიამ 2016 წლის საპარლამენტო არცევნების სავარაუდო შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, "ქართულ ოცნება" დღეს ყველაზე დაბალანსებული ძალაა:

"მე მეჩვენება, რომ იმ სტაბილურობისთვის, დაბალანსებული პოლიტიკისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის დღეს დღეობით მეჩბენება, რომ " ქართული ოცნება" ყველაზე რეალური ძალაა, ყველანაირი კატაკლიზმების გარეშე დაბალანსებული ძალაა, ის დაკომპლექტებულია წესიერი, ნორმალური ადამიანებით, ვფიქრონ გიორგი კვირიკაშვილის თავკაცობით გაუძღვებიან ქვეყანას და დიახ, ვფიქრობ, რომ ისინი უმრავლეოსობას მოიპოვებენ, მე ვიცი ხალხის განწყობა, გარეთ ვარ და ვიცი ჩემს გარშემო ხალხის დამოკიდებულება ყველანაირი სოციალური ფენაზე მაქვს საუბარი და მაქსიმალურად შევეცდები გავაგებინო ხალხს, რომ ეს არის ძალა,რომელიც არ გადაგვყრის რაღაც შარს და ნელ-ნელა მიგვიყვანს იმ ქვეყნის დაბალანსებამდე. წინსვლას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ პირველ რიგში სტაბილურობაა საჭირო, ვფიქრობ ქართულ ოცნებას ეს შესწევს, რაც მთავარია ამ ძალის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც ჩემთვის, ისე ბევრი მოქალაქისთვის ეს არის გარანტი ამ ყველაფრის"- განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ. 

'.$TEXT['print'].'