"ოცნებას" ისევ მივცემ ხმას"-ქეთი დოლიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნებას" ისევ მივცემ ხმას"-ქეთი დოლიძე
 მე არ მრცხვენია არც ერთი ჩემი სიტყვის, 2016 წელსაც "ოცნებას" მივცემ ხმას"-ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, "ქართული ოცნების" სახელით გაცემულ დაპირებაზე 5 მლ. თითო სოფელს, განმარტებებს აკეთებს.
დოლიძე აცხადებს, რომ მან სპეციალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფული, სწორედ სოფლის მეურნეობაშია ჩადებული.
ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, განხორციელებული პროექტებს, სათანადო პიარს ვერ უკეთებს:  "ბევრი გაკეთდა და ბევრია გასაკეთებლი",-აცხადებს რეჟისორი.
"რაც შეეხება ჩემს დაპირებებს, სოფლებთან დაკავშირებით, როცა ვთქვი 5 მილიონი თითო სოფელს. მე არ მითქვამს, რომ გავწევდით ჯიბეებს და ჩაგვიყრიდნენ ამ ფულებს. საუბარი მქონდა იმ ხუთ წელზე, როცა სოფლების განვითარება თავლშისაცემი იქნებოდა. მე რაც მოვიძიე, ძალიან ბევრი ფულია დახარჯული, სწორედ სოფლების განვითარებაზე, მაგრამ, კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან, რატომ არ ხდება ამის პიარი, მოსახლეობამდე მიტანა? ტარანი თვლით არის ჩემო კარგებო. არის პრობლემები დასაქმების კუთხით, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა"-აღნიშნა რეჟისორმა.
'.$TEXT['print'].'