"შეუძლებელია "ნაციონალები" დაბრუნდნენ, "ოცნება" ჯანსაღი გუნდია"
ავტორი: გურიის მოამბე
"შეუძლებელია "ნაციონალები" დაბრუნდნენ, "ოცნება" ჯანსაღი გუნდია"

" როცა კონტექსტიდან ამოგლეჯ რაღაცას და გინდა რეიტინგი გაიკეთო, არასწორია.  ოცნების მინუსად მიმაჩნია ის, რომ არ გამოდიან და არ ლაპარაკობენ, რა გაკეთდა. ის წარსული ძალა რეიტინგს იწევდა და მიმაჩნია, რომ მართლაც წარსული ძალაა, რადგან შეუძლებელია ნაციონალები დაბრუნდნენ. შეიძლება 5 კაცი ან 10 კაცი შევიდეს პარლამენტში, ეს არაფერს არ შეცვლის.   ამ გუნდში "ოცნებაში", დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც მომწონს და ვთვლი, რომ ჯანსაღი გუნდია. მაქვს შენიშვნები, რასაც ღიად ვაფიქსირებ. არ ვარ პარტიის წევრი და ვერ გამოვალ სხვა აზრებით. რაც შეეხება ვივლი თუ არა რეგიონებში, მე ვიბძვოდი იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა"არჩევნების გზით და  არანაირი სისხლის ღვრით, ან გადატრიალებით არ გაეშვათ, ეს მე გავაკეთე.  ახლა მე მაქვს 4 წელი თავისუფალი. ვიბრძოდი იმისთვის, რომ ყველას ეკეთებინა თავისი საქმე... მე თავისუფლად ვსუნთქავ, მაგრამ ვხედავ სხვები როგორ სუნთქავენ. "-აღნიშნა მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ. 

'.$TEXT['print'].'