"კალაძე რომ პირდაპირ არის დაკავშირებული "შავ ძალებთან", ამაში ეჭვი არ მეპარება"-გია ბუღაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"კალაძე რომ პირდაპირ არის დაკავშირებული "შავ ძალებთან", ამაში ეჭვი არ მეპარება"-გია ბუღაძე

 ფერმწერი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პირდაპირ არის დაკავშირებული "შავ ძალებთან" და მისი ლექსიკაც საკმაოდ ძველბიჭურია: 

"ვერ გეტყვით, მსგავსი დაჯგუფება არის თუ არა, მაგრამ კალაძე რომ პირდაპირ არის დაკავშირებული "შავ ძალებთან", ამაში ეჭვი არ მეპარება.

თუ გამოთქმებს დავაკვირდებით, ვინ როგორ გამოხატავს აზრს, ჩანს ქუჩური ლექსიკა. მეც კარგად მახსოვს, როგორ "ძველბიჭობდნენ" "პლეხანოვზე", მთაწმინდაზე...

ლექსიკა ძალიან ძველბიჭურია და ალბათ ასეთი მორალიც აქვთ, მაგრამ ძირითადად "შავ ძალებთან" უფრო მგონია, რომ აქვთ კონტაქტი. შიშის დათესვა, აგრესია და მსავსი ქმედებები, რა თქმა უნდა, ქუჩის ფაქტორიდან გამომდინარეობს და თქვენ თუ გინდათ, "ძველბიჭობა" უწოდეთ."-განაცხადა ბუღაძემ.

'.$TEXT['print'].'