"ერთი დაუძინებელი მტერი გვყავს - რუსეთი, დენთით სავსე კასრზე ზის ჩვენი ქვეყანა"
ავტორი: გურიის მოამბე
"ერთი დაუძინებელი მტერი გვყავს - რუსეთი, დენთით სავსე კასრზე ზის ჩვენი ქვეყანა"

"ახლა როდესაც ნიშნისმოგებით მეკითხებიან "შენ ის კაცი არ იყავი ნაცებს, რომ ლანძღავდი? " ვპასუხობ - კი, ის კაცი ვიყავი, მაგრამ საკუთარი სამშობლო არ გამილანძღავს. არც რეფორმები და არც პოლიტიკური კურსი. მიუხედავად იმისა, რომ არავის ჰქონდა გაცილებით მეტი მიზეზი ლანძღვის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ უსამართლოდ მომექცნენ და გამცვალეს იმ ნაძირლებში, რომლებმაც ზურგში მახვილი ჩასცეს. მათ, ჩემს შემთხვევაში საკუთარი თანაპარტიელები დაიცვეს და არა სიმართლე, რის გამოც იძულებული გავხდი სამშობლო დამეტოვა...
მაგრამ პირად შუღლსა და მტრობას არასოდეს დავუბრმავებივარ ისე, საკუთარი ქვეყნის მტერი გავმხდარიყავი.
ამის მარტივი მიზეზი კი ის იყო და არის, რომ მეც და მათაც ერთი დაუძინებელი მტერი გვყავს - რუსეთი. 
სწორედ პირად ეგოისტობას ვძლიე და წარმოუდგენლადაც მიმაჩნდა შევკვროდი მტერს, პირადი შურისძიების მიზნით.
დიახ, მე მაშინ დავუჭირე მხარი ნაც.მოძრაობას, როდესაც მათი რეიტინგი მინიმუმადე დაეცა... როცა მათი "ერთგული რაინდები" ვირთხებივით გაიქცნენ და საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძვრნენ.
არასოდეს ვყოფილვარ ნაცმოძრაობის წეევრი და არც სამომავლოდ ვგეგმავ წევრობას, თუმცა ვაცხადებ, რომ მე მათ მხარს დავუჭერ და ყოველთვის ვიქნები მოკავშირე ჩემი ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში. ასეთივე მოკავშირე ვქნები ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის, რომელიც ცალსახად აღიარებს იმპერიას, საქართველოს დაუძინებელ მტრად.

მე შემიძლია მივუტეო პირად მტერს, მაგრამ სამშობლოს მტერს, ნურასუკაცრავად!

ხვდებით, რომ ღია შეტევაზე გადმოდიან ნაძირალა რუსეთუმეები?! აღარ ერიდებიან ეს მოღალატეები არაფერს.
შანსი არ არის, ესენი სისიხლის გარეშე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ეს რუსეთის დავალებაა, საქართველოს სამუდამოდ დასამარების.
დენთით სავსე კასრზე ზის ჩვენი ქვეყანა და ფითილი ბიძინას ხელშია. 
ნუ გვავიწყდებათ, რომ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ორი სპეცდანიშნულების ბრიგადა ემატება რაც შემთხვევითი არ არის.
ევროსტრუქტურებში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კულუარებში აღარ საუბრობენ. ამის შესახებ, სექტებრის დასწყისში ხამამაღალ განცხადებას გააკეთებენ დეპუტატები.
აშკარაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ორი არჩევანის წინაშეა, ან პროგრესი, ან რეგრესი.
არ გვაპატიებენ მომავალი თაობები უმოქმედობას, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამ სიბნელის დამარცხებას, საქართველოში მზე დიდიხნით ჩაესვენება"-წერს სულა სულაშვილი.

'.$TEXT['print'].'