სანდრა რულოვსი-ჩვენი რეიტინგი იზრდება, არა მგონია „ოცნება“ხელისუფლებში დარჩეს
ავტორი: თეა იოსელიანი
სანდრა რულოვსი-ჩვენი რეიტინგი იზრდება, არა მგონია „ოცნება“ხელისუფლებში დარჩეს

„არ არსებობს გეგმები, როგორ უნდა ჩამოვიდეს მიშა საქართველოში, საიდან, რა ფორმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის არჩევანზე_განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსმა პორტალ „გურიის მოამბის“ ინტერნეტ გადაცემა „მთავარ თემაში“ ,  სადაც მან ასევე ისაუბრა ქველმოქმედებიდან  პოლიტიკაში გადასვლის მიზეზბზე, წარსულ შეცდომებსა და განახლებული პარტიის სამოქმედო გეგმაზე, რა პრიორიტეტებზეც ისინი გამარჯვების შემთხვევაში მუშაობას დაიწყებენ:

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ძალადობა. ახლა შეიძლება გვენდოს ხალხი, იმის გამოც, რომ მე შევედი პოლიტიკაში. ჩემთვისაც ეს იყო პირობა, ამ გუნდთან ერთად, პარტიის ლიდერთან ერთად, რომელიც ჩემი მეუღლეა. ბევრი მისაუბრია, როგორ შეიძლება ეს აღარ განმეორდეს, რა გარანტიები გვექნება, რა იქნება სხვანაირად“-აღნიშნა სანდრა რულოვსმა. 

ამბობს, რომ პოლიტიკაში შესვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაშიც მხარი ოჯახმაც დაუჭირა. ძირითად მიზეზად, კი 2012 წლიდან ქვეყანის უკუსვლასა და რეგრესს ასახელებს:

„პოლიტიკაში შესვლა ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ, სხვანაირად არ გამოდიოდა. ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს კურსი არასწორად მიდის. რაც ჩვენ ვიმუშავეთ  ეს ათი წელიწადი, ეს არ უნდა იყოს დაკარგული და წყალში გადაყრილი. ამიტომ მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვიბრძოლო, რომ საგარეო კურსი შევცვალოთ ქვეყანაში. არ გეგონოთ რომ არ გვქონდა მოლოდინი 2012 წელს ეს ხელისუფლება გააგრძელებდა იმ კურსს, რაც ქვეყანაში იყო; განვითარების, დასაქმების,  ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ასე შემდეგ.  მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. იმედები გაგვიცრუვდა. ხალხი დარჩა მოტყუებული. თვითონაც გვეუბნებიან შეხვედრების დროს, რომ შეცდნენ 2012 წელს. მათ ჩვენ მივეცით თავისუფალი მოედანი, რომ ქვეყანაში კარგად დაეწყოთ და გაეკეთებინათ საქმე. მიშა საქართველოში არ იყო, ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს, ვინც უშლიდა, არ ვიცი უშლიდა თუ არა და თავიანთი გუნდით, რომელიც სამწუხაროდ პროფესიონალიზმით არ გამოირჩეოდა, გააგრძელეს საქმე.  ნაცვლად იმისა, განვითარებულიყო, ან შენარჩუნებულიყო მაინც რეფორმების გზა, მოხდა სტაგნაცია, რეგრესი და უკუსვლა.

_ვისაუბროთ თუნდაც სტაგნაციაზე, რეგრესსა და ხელისფლების შეცვლის აუცილებლობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლები ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ მხარს? არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, პოლიტიკური პარტიების მხრივ.  პოლიტოლოგების შეფასებებს თუ დავეყრდნობით, თქვნი პარტია რეიტინგის მხრივ არ არის მზარდი...

_ მე მგონი „ნაციონალების“ რეიტინგი იზრდება, რადგანაც ჩვენ გვაქვს რეალური დაპირებები, რაც ჩვენს ბროშურებში წერია, ეს არ არის ციფრები ჰაერიდან. ამაზე არის ზუსტი კალკულაცია გაკეთებული. ვიცით, რომ შეგვიძლია პენსია 50 ლარით გავზარდოთ. შეგვიძლია, ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ, სტაბილური ხელფასები პედაგოგებისთვის, სოციალური დახმარების აღდგენა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უსამართლოდ მოუხსნეს. ამის რეალური გარანტია არის, თუ ჩვენი ამომრჩეველი გამოგვიხატავს ნდობას.  დაპირებები სრულდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კეთდებოდა ბევრი რამ და ვითარდებოდა.

_ საქმე კეთდებოდა, ქვეყანა ვითარდებოდა, მაგრამ იყო ყველაზე მთავარი შეცდომები ადამიანის უფლებების დაცვა, ძალადობა, რის გამოც, 2012 წელს მოსახლეობამ უარი თქვა ‘ნაციონალების“ მმართველობაზე.

_ ერთ-ერთი შეცდომა იყო ძალადობა ჩვენი ხელისუფლების. ახლა შეგვიძლია გვენდოს ხალხი, იმის გამოც, რომ მე შევედი პოლიტიკაში. ჩემთვისაც ეს იყო პირობა, ამ გუნდთან ერთად, პარტიის ლიდერთან ერთად, რომელიც ჩემი მეუღლეა. ბევრი მისაუბრია, როგორ შეიძლება ეს აღარ განმეორდეს, რა გარანტიები გვექნება, რა იქნება სხვანაირად. ეს ხალხი, რომელიც იყვნენ თანამდებობაზე და დისკრედიტირებულია, აღარ დაბრუნდეს. მე მჯერა ამის.  ჩვენს ხელშია ახლა ეს ყველაფერი. ჩვენ, ახალი სახეები ძალიან ღირსეული კანდიდატები ვართ პარტიის სიაში. მე ვამაყობ, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის ამ სიაში. მე მგონი, ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდა რომ მე ჩავერთე პოლიტიკაში. იმიტომ რომ, მიცნობენ როგორც გულწრფელ, ალალ ადამიანს, რომელსაც გული სტკივა ამ ქვეყანაზე. ვისაც ბევრი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, მონაწილეობა აქვს მიღებული ჯანდაცვის რეფორმებში. მე ნამდვილად საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ ამას. არც ბიზნესი მინდა, არც გავლენის ბოროტად გამოყენება.

_ ბოლო დროს ძალიან აქტიურად იწერება სხვადასხვა მედიასაშუალებებში, თქვენი წარსული საქმიანობის შესახებ. არის  ბრალდებები, მათ შორის საკმაოდ მძიმეც...

_ დაიწეროს, მერე რა. მე მგონი ხალხი მიცნობს. 20 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ვიმოძრავე ამ ქვეყანაში. ძალიან რთული იყო ჩემთვის პოლიტიკაში გადასვლა, იციან, რომ არ მიზიდავს ეს ყველაფერი, გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს იმ საქმეში, რასაც ვემსახურებოდი, ადამიანებს ვეხმარებოდი, რა თქმა უნდა პოლიტიკა არის სხვა, აქ უნდა გააკეთო არჩევანი, მაგრამ ჩემი არჩევანი ყოველთვის იქნება გაჭირვებული ადამიანების დახმარება. ვესაუბრე ბევრ ადამიანს, პარტიის გარეთაც, ჩემი მშობლები, შვილები, მათ მე მხარი დამიჭირეს ამ გადაწყვეტილებაში.

_ თქვენი მეუღლის რეაქცია როგორი იყო თქვენს პოლიტიკურ არჩევანზე?

-         მიშასთვის მოულოდნელი არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ამაზე დიდი ხანი ვსაუბრობდით. მაგრამ, ბოლო სიტყვა მაინც მე ვთქვი. დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება.

_ და რატომ სამეგრელო?

_ სამეგრელო ჩემთვის ძალიან თბილი კუთხეა, ხშირად დავდიოდი იქ, მეგრული სიმღერაც ვიცი, ცოტა ენაც. არც ერთ რეგიონში არ მიჭირს საერთო ენის გამონახვა, მაგრამ სამეგრელო აფხაზეთთანაც ახლოს არის. ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს ქალაქებშიც და სოფლებშიც, მეც ზუსტად 22 სოფელი მაბარია ზუგდიდში.

_ ‘ოცნების“ შანსებს როგორ შეაფასებდით? ისინი სწორედ ამ ოთწლიანი მმართველობის შედეგებზე დაყრდნობით არიან დარწმუნებულები, რომ ისევ უმრავლესობით მოვლენ და უალტერნატივოები არიან.

_ ხალხი უყურებს არჩევნებს, როგორც ქულის დაწერას, როგორ იმუშავეს ამ ოთხი წლის განმავლობაში. მე არა მგონია, რომ მაღალი ქულა დაემსახურებინათ. ამიტომ, არა მგონია რომ ისევ უმრავლესობაში მოვიდნენ. თუმცა, ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია.  ძალიან ბევრი ადამიანისათვის, ეს არჩევანი საკმაოდ რთულია. ჩვენ საქმე ვიცით, მაგრამ იყო უარყოფითი მხარეები ჩვენი რეჟიმის. ამაზე ვმუშაობთ და მე ვარ ამის გარანტორი, რომ ეს არ განმეორდება.  მეორეს მხრივ, გულდაწყვეტილები არიან იმაზე, რაც მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ამიტომ, ბევრმა ჯერ არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი. გარკვეულ პარტიებსაც ექნება მხარდაჭერა, თუმცა დიდი არა. ყველაფერი უნდა აწონ-დაწონო, კარგად ჩახედო შენს შვილებს თვალებში, როგორი მომავალი გინდა მათთვის, რომელი პარტია, რომელი გუნდი უფრო გააკეთებს იმას, რაც სჭირდება ხალხს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ძლიერი და განვითარებადი. განათლებაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძლიერი ჯარი და ასე შემდეგ. არ მინდა საქართველო გაქრეს პოლიტიკური რუკიდან.

_ ბოლოს, მინდა გკითხოთ პარტიის ლიდერის საქართველოში მოსალოდნელ ჩამოსვლაზე 8 ოქტომბრის შემდეგ, რასაც ხშირად თვითონ ბატონი მიხეილი აანონსებს. ანუ, ასე დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში? 

_ არ არსებობს გეგმები, როგორ უნდა ჩამოვიდეს მიშა საქართველოში, საიდან, რა ფორმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის არჩევანზე. თუ ჩვენ ვიქნებით გამარჯვებული გუნდი, ის ან ჩამოვა საქართველოში, ან ჩაერთვება უკრაინიდან. იქაც ძალიან დიდი პოსტი უკავია და აქვს გავლენა კიევის მთავრობაზე. მე მგონი, იქაც არანაკლებად ბრძოლა არის საჭირო დამოუკიდებლობისა და ქვეყნის განვითარებისათვის. კიდევ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც იქ ჯერ არც დაწყებულა. ჩვენთან ამის შედეგები უკვე ვაჩვენეთ.  

გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ "გურიის მოამბის' ვებგვერდზე www. guriismoambe.com

'.$TEXT['print'].'