საქართველო მშობიარობისთვის ყველაზე ცუდი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველო მშობიარობისთვის ყველაზე ცუდი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში

საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ქვეყანაა მშობიარობისთვის.

ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 20-25 ქალი კვდება ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემებით. მათგან 3-4 თინეიჯერი გოგონაა. მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილ დედათა რაოდენობა 36-ია. ამ მაჩვენებლით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. მას მოსდევს რუმინეთი - 31 მსხვერპლით (100 000 ადამიანზე), სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი - 25 და ა.შ.

რა არის ამის მიზეზი?

  • დაბალი სქესობრივი განათლება - სკოლაში არ არის სქესობრივი განათლების საგანი; 
    მშობლების 83% არ ესაუბრება 18 წლამდე შვილებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე
  • 19 წლამდე ასაკის გოგონებში ორსულობის მაღალი მაჩვენებელი - ორსულების 10% თინეიჯერია, ამასთან თინეიჯერები მშობიარობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილი ქალების 16%-ს შეადგენენ
  • არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება


რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

  • სკოლებსა და ოჯახებში სქესობრი განათლების გაუმჯობესება
  • სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, განსაკუთრებით სასოფლო ტიპის დასახლებებში
  • კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდების დანერგვა


წყარო: JumpStart Georgia

'.$TEXT['print'].'