შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურია უმასპინძლებს
ავტორი: გურიის მოამბე
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურია უმასპინძლებს

პირველ, 2 და 3 სექტემბერს, ოზურგეთსა და შეკვეთილში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წელს პირველად “Check in Georgia”- ს ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფესტივალში საქართველოს, იტალიის, შვეიცარიის, თურქეთის და სომხეთის ანსამბლები მონაწილეობენ. დიდ ქართულ სცენაზე ამ  ქვეყნების  ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ჩატარდება და ორ მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს, კერძოდ, პირველ და 2 სექტემბერს, ქართულ და უცხოურ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს, 3 სექტემბერს კი  გალა კონცერტი შეკვეთილში გაიმართება, ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში “Black Sea Arena”, რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერია.

ავთანდილ სურგულაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: „საინიციატივო ჯგუფის იდეა იყო, ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გვექცია და მასზე ზრუნვა დავიწყეთ. სულ მალე  4 სართულიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგელობა გაიხსნება ოზურგეთში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ცენტრი იქნება. ნებისმიერ მსურველს, თავისუფალ დროს, შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს გურული სიმღერები. გარდა ამისა, შევქმენით ტურისტული მარშრუტები რეგიონში. ამით ხელს შევუწყობთ ფოლკტურიზმის განვითარებას. ჩვენი გურული ფოლკლორი უნიკალურია. საერთაშორისო ფესტივალი კი, პირელი ნაბიჯი იქნება ამ ჩვენი იდეის განხორციელების“.

 

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „Black Sea Arena“ - ს მხარდაჭერით გაიმართება. 

'.$TEXT['print'].'