ქალაქ ოზურგეთში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
ქალაქ ოზურგეთში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიხსნა

დღეს ქალაქ ოზურგეთში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალი პრესკონფერენციით გაიხსნა, სადაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს


,,
მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქალაქი მასპინძლობს ფესტივალს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. სიმბოლურია, რომ ფესტივალი ქალაქ ოზურგეთში - ფოლკლორის ქალაქში გაიხსნა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია, ვიმედოვნებ, რომ გურია და გურულები ფესტივალის მონაწილეებს ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ“- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ
ჯემალ ჭკუასელი, ლოტბარი,,მოგეხსენებათ, გურული სიმღერა მუსიკალური ფოლკორის უნიკალური მოვლენაა, ქართული ხალხური სიმღერა და კერძოდ, გურული ფოლკლორი მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური აზროვნების შედევრადაა აღიარებული, გამომდინარე აქედან, ფესტივალის გურიაში ჩატარებით, ვფიქრობ, სიმღერამ ადგილის დედა იპოვა“ .


საფესტივალო ღონისძიებების პირველი დღე ოზურგეთის დრამატულ თეატრში გურიის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროც შეუერთდა და დამთვალიერებელი საინფორმაციო კუთხესთან მიიწვია

ფესტივალი ხვალ ჭადრების ბაღში გაგრძელდება, სადაც იტალიის, შვეიცარიის, თურქეთისა და სომხეთის ფოკლორული ანსამბლები იქნებიან წარმოდგენილნი. 3 სექტემბერს კი ფესტივალი შეკვეთილში ,, Black Sea Arena-ზეგალა -კონცერტით დაიხურება.

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ,, Black Sea Arena”- მხარდაჭერით იმართება.

'.$TEXT['print'].'