ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულება, თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მეორე დღესვე დაიწყო. დღეს ასოციაცია ,,ატუ“-ს ტექნიკურმა დირექტორმა თენგიზ ჯიქიამ, არქიტექტორებმა და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა თეატრი დაათვალიერეს და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაგეგმეს.

ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე: ,,ქალაქ ოზურგეთში ჩამოსული ბიძინა ივანიშვილი თეატრის რეაბილიტაციას დაგვპირდა და როგორც ხედავთ, სიტყვა საქმედ იქცა. უკვე ჩამოვიდნენ არქიტექტორები, რათა რეაბილიტაცია, რაც შეიძლება, სწრაფად დაიწყოს. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს თეატრს ის არქიტექტურული სტილი შეუნარჩუნდება, რითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია. მალე ოზურგეთელებს გვექნება თეატრი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს.“

თენგიზ ჯიქია, ასოციაცია ,, ატუ“-ს ტექნიკური დირექტორი: ,,თეატრი დავათვალიერეთ, შენობის ყველა ნაწილი მოვინახულეთ და პროექტზე მუშაობას უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ეს თეატრი ისტორიული ძეგლია, შესაბამისად, მისი ისტორიული კვლევაც დაიწყება. წელს სამუშაოების დიდი მოცულობა შესრულდება, გაკეთდება სახურავი და მოხდება სცენის რეაბილიტაცია.’

ვასილ ჩიგოგიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ,,ძალიან ბედნიერები ვართ. მინდა ბატონ ბიძინას დიდი მადლობა გადავუხადო. თეატრის რეაბილიტაცია არა მარტო ჩვენი დასისთვის, არამედ მთელი ოზურგეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის განმავლობაში თეატრი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, ამ ხნის მანძილზე მცირე სცენით ვისარგებლებთ. თვის ბოლოს კი 149-ე თეატრალურ სეზონს გავხსნით და ორ პრემიერას წარმოვადგენთ.’’

 

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესია. შენობის მშენებლობას საფუძველი 1934-35 წლებში ჩაეყარა, თუმცა შენობის დამთავრება 60-იან წლებში მოხერხდა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატარი რეაბილიტაციას, უკვე მრავალი წელია, საჭიროებდა

'.$TEXT['print'].'