ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მცირე სცენაზე გადადის
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მცირე სცენაზე გადადის

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ პრესკონფერეცია გამართა. ჩიგოგიძე ჟურნალისტებს  თეატრალური სეზონის მომავალ გეგმებზე ესაუბრა.

149-ე თეატრალური სეზონი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ორი სპექტაკლით იხსნება. გიზო ჟორდანიას "ბოშები" ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მაყურებელმა უკვე იხილა, 30 სექტემბერს კი მაყურებელი პრემიერას ნახავს, მოწვეული რეჟისორის ლალი თაბაგარის საბავშვო სპექტაკლის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ჩვენება გაიმართება.  


 ვასილ ჩიგოგიძის თქმით, მალე თეატრის სრული რეკონსტრუქციის დაწყებასთან დაკავშირებით თეატრის დიდი სცენა დაიხურება და  სპექტაკლების ნახვა მცირე სცენაზე იქნება შესაძლებელი.

 

ოქტომბრის დასაწყისიდან სპექტაკლებს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოწვეული მოსახლეობა ნახავს. 

'.$TEXT['print'].'