კონკურსის-გამოცხადება_მეორე-რაუნდი
ავტორი: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
კონკურსის-გამოცხადება_მეორე-რაუნდი

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნესშესაძლებლობების მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში აცხადებს ბიზნეს იდეების კონკურსს ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთათვის.

კონკურსის მიზანი:

საქართველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა ბიზნესსაქმიანობების ხელშემწყობი პროექტის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი ყოფილი ან პოტენციური მიგრანტების ცხოვრების დონის ამაღლებას ისეთი სერვისების შექმნა და განვითარებით, რომლებიც მათ დაეხმარება არსებული სირთულეების დაძლევაში, მათი ბიზნეს უნარების გაუმჯობესებაში.

ბიზნეს იდეების კონკურსის მიზანი, დაფინანსების ოდენობა და საგრანტო ფონდი:

კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნესიდეები, რომელთა ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ დაფინანსება იდეის განსახორციელებლად. ბიზნესიდეების კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესიდეების მთლიანი საგრანტო ფონდი შეადგენს 100 000 ლარს.  საგრანტო პროგრამა ცხადდება როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ბიზნესის ხელშეწყობისათვის.

დამწყებთათვის პროგრამით გამოცხადებული წარმოდგენილი ერთი პროექტით გასაცემი გრანტის მინიმალური ოდენობა არის 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 5000 ლარი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 10%-ს.

მოქმედი ბიზნესის განვითარების მსურველთათვის ერთი პროექტით გასაცემი გრანტის მინიმალური ოდენობა შედგენს 5000 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 15000 ლარს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 20%-ს (5000 ლარის ზემოთ მიღებული დაფინანსება ექვემდებარება დაბრუნებას ფონდ დაბრუნდი საქართველოში (Back to Georgia)”-ს ანგარიშზე, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, სარგებლის გარეშე).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

დამწყებთათვის ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოსა და ფინანსური ორგანიზაციების წინაშე და რომელიც მიეკუთვნება ყოფილი და პოტენციურ მიგრანტის კატეგორიას. ერთიდაიგივე პირი შეიძლება  იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილ მხოლოდ ერთი პროექტის ავტორი.

მოქმედი ბიზნესის განვითარების კონკურსის მონაწილე იურიდიული პირი საქმიანობას უნდა ახორციელებდეს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ასევე მისი ვალდებულება იქნება აღნიშნულ ბიზნესში დაასაქმოს  პირები, რომლები მიეკუთვნებიან ყოფილი და პოტენციურ მიგრანტის კატეგორიას. ერთიდაიგივე იურიდიული პირი შეიძლება  იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილ მხოლოდ ერთი პროექტის ავტორი.

ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადის ფორმა მითითებული ფორმის მიხედვით, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია ამ მისამართზე: www.guria.ge/doc/სააპლიკაციო_ფორმა.docx

ან მოიკითხოს ქვემოთმოცემულ მისამართზე.

ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: gyrc.info@gmail.com  (სათაურში მიუთითეთ “ბიზნესიდეების კონკურსი“) ან ხელზე ჩაბარდეს ქვემოთმოცემულ მისამართზე.

 საკონტაქტო ინფორმაცია:

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ქ. ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4

საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი: ოთარ რევიშვილი

მობ.: 599 98 18 98

 

 საკონსკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 დეკემბერი.

'.$TEXT['print'].'