"ბრიყვ ხალხს ჰგონია, რომ ივანიშვილი საქართველოს დახმარებაზე ფიქრობს"!
ავტორი: გურიის მოამბე
"ბრიყვ ხალხს ჰგონია, რომ ივანიშვილი საქართველოს დახმარებაზე ფიქრობს"!
"როცა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა,  მისი გადაწყვეტილება სატელევიზიო ეთერიდან უარყოფითად შევაფასე. ამის გამო, მახსოვს, ეთერში ვიღაცებმა დარეკეს და მლანძღეს. არადა, კაცი, რომელიც თბილისს თავზე დაადგამს ისეთ სიმახინჯეს, როგორიც დაადგა, ნიშნავს, რომ ამ კაცს საქართველო და თბილისი ფეხებზე ჰკიდია და სასტიკად ამბიციურია!

მოსახლეობის დიდ ნაწილს, მიუხედავად მათზე ივანიშვილის 4-წლიანი ექსპერიმენტისა, მაინც არ შეეცვალა მასზე წარმოდგენა და კიდევ აქვს იმედი, რომ ის მას გადაარჩენს. არადა, ეს კაცი არ არის დაბადებული სხვისი ცხოვრებისა და სიცოცხლის გადამრჩენად - მას არც საქართველო აინტერესებს და არც მისი ხალხი, მისი ინტერესია, ისეთი მონური ხელისუფლების ყოლა, რომლის დახმარებითაც თავისი ბიზნესპროექტების განხორციელებასა და აქედან მილიონების შოვნას შეძლებს!.. 

 ის, რომ ივანიშვილი დიდ ფულს ხარჯავს ქველმოქმედებასა და ქვეყნის განვითარებაში,  კაპიკებია იმასთან შედარებით, რასაც სანაცვლოდ იღებს! საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ მილიარდერებსა და, ზოგადად, მდიდრებში, დაუწერელი კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც, ის ვალდებულია ფული დახარჯოს ქველმოქმედებაში ან ქვეყნის განვითარებაში. ივანიშვილის ქმედებაც გამოძახილია ამ დაუწერელი კანონისა და არა ვინმეს, ან რაიმეს სიყვარულისა. 

მან პოპულარობის მოსახვეჭად მოისყიდა ქართული ინტელიგენცია (თუ ასეთი ჰყავს საქართველოს) : მსახიობები, რეჟისორები და ა.შ. კავსაძეს რომ ფულს უხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგს ილაპარაკებს ივანიშვილზე, ხოლო თუ რაღაც საპროტესტო აზრი გაუჩნდება, ხმას მაინც არ ამოიღებს, რადგან ფულითაა მოჯადოებული...

  ვინ არის ივანიშვილი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის გარდა? მერე რა, რომ დიდი ფული აქვს? ფული ბევრს აქვს საქართველოში, რაც პანამის დოკუმენტებითაც კარგად გამოჩნდა, რატომ აქტიურობს ივანივილი და არა ისინი? პასუხი ერთია: ის აქედან შემოსავალს ელის, ბრიყვ ხალხს კი ჰგონია, რომ საქართველოს დახმარებაზე ფიქრობს"-აღნიშნავს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

 

'.$TEXT['print'].'