გაანებეთ ბიძინას თავი, მიშას ათჯერ მეტი ფული აქვს-ბადურაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
გაანებეთ ბიძინას თავი, მიშას ათჯერ მეტი ფული აქვს-ბადურაშვილი
"აღარ შეიძლება ამდენი სპეკულირება. ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ბიძინა კვერნაძე და ასეთი ხალხი, ნაციონალებმა ნოლზე დატოვეს ის ხალხი, ვინც ხელისგულზე უნდა გვეტარებინა... ანტი ქართველები, პროფესურას რა უქნეს? ჯავახიშვილში რომ ჩაკეტეს მარიკა ლორთქიფანიძე... გირგვლიანი, ბაუა, დედა, ბიჭი, სულ ყველა რა დღეში ჩაყარეს.  ბიძინა, იცით რა  ქნა? მაშინ, როცა ნაციონალები იყვნენ, გადაარჩინა სპორტი, ინტელიგენცია, მეცნიერება, რამდენი რამე გაჩუქა, აგიშენა. დაანებონ ამ სპეკულირებას თავი, დაანებონ თავი ამ ბიძინას ხსენებას.  მიშამ რატომ არ გააკეთა ერთი მაინც, ერთი მაინც დაეფინანსებინა მიშას, მილიარდები რომ გაიტანა საქართველოდან. ათჯერ მეტი ფული აქვს ვიდრე ბიძინას. ერთი კაცისთვის მაინც ეშველა"- განაცხადა გადაცემა "პრიორიტეტებში" სტუმრობისას მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა. 
'.$TEXT['print'].'