"ზის ახლა არხეინად, სვამს სტაფილოს წვენს, ერთობა ხეების ცქერით და"...
ავტორი: გურიის მოამბე
"ზის ახლა არხეინად, სვამს სტაფილოს წვენს, ერთობა ხეების ცქერით და"...

"არჩევნები გააყალბა, ვინც გაიყიდა იყიდა, ვინც აღარ სჭირდებოდა გადააგდო, რომელი პარტიაც აღარ უნდოდა მოიქნია, პარტიებიდან ზოგიერთი მათგანი მარტივ მამრავლებად დაშალა, ვინც ესიმპათიურება ისიც იყიდა, შეიფარა, ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსება გაუასმაგა, პარლამენტარის მანდატები უფეშქაშა, ზის ეხლა არხეინად სვამს სტაფილოს წვენს, ერთობა ხეებისა და პინგვინების ცქერით, ითვლის გაძვირებული ფასების შედეგად მიღებულ მილიონებს, ფიქრობს, რომ ფაქტიურად იყიდა საქართველო, თავისი შენაძენით ხარობს და იძინებს მშვიდად 22.00 საათზე. 
რაში ანაღვლებს ხალხის პრობლემები, გასაჭირი და ცრემლები, ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ ღობის ჩხირია"-წერს ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი "ლეიბორისტული პარტიიდან" ნათია შარაშენიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე. 

'.$TEXT['print'].'