2 აპრილს - TCR-ი რუსთავში, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
2 აპრილს - TCR-ი რუსთავში, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 2 აპრილს, TCR-ის (Touring Car Championship) საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპის ორი რბოლა გაიმართება, სადაც, ქართველ პილოტს, დათა ქაჯაიასაც ვიხილავთ, რომელიც, ამ სეზონიდან Alfa Romeo Giulietta-თი იასპარეზებს.
რუსთავის ავტოდრომი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force ძალისხმევას და მონდომებას არ იშურებენ, რათა რუსთავის ტრასამ FIA-ს ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილოს.
პირდაპირი ტრანსლაციის უფლება "იმედის" არხმა მიიღო, რაც ტრასაზე დამონტაჟებული 10 კამერის საშუალებით განხორციელდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" სალაროებსა და ვებგვერდ TKT.GE-ზე. A კატეგორიის ბილეთის ფასი 45 ლარს შეადგენს, ხოლო, B კატეგორიის - 25-ს, სულ 7000 ბილეთია ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ამ მოვლენის მთავარ გმირს, დათა ქაჯაიას, ის ახალი ავტომობილით კმაყოფილია (მისი წინა ავტომობილი VW Golf GTI იყო), იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებთან შედარებით უფრო სუსტი ძრავით მოუწევს გამოსვლა - 1.7 ტურბო ძრავი, მეტოქეების 2.0 ლიტრიან ძრავებთან შედარებით. სამომავლოდ "ჯულიეტაში" იგეგმება 2.0 ლიტრიანი ძრავის ჩადგმა, რომელზედაც ამჟამად ალფა რომეოსა და ფერარის ინჟინრები ერთობლივად მუშაობენ.

ყველა საჭირო და დამატებითი ინფორმაცია ქართველმა ქომაგებმა შეუძლიათ იხილონ ქართულენოვან ვებგვერდზე.


სასარგებლო ბმულები:

ბილეთების შეძენა: TKN.GE

ქართულენოვანTCR-ი: TCR.GE

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ვებგვერდი: RIM.GE

დათა ქაჯაია Facebook-ზე: Davit Kajaia /დათა ქაჯაია



'.$TEXT['print'].'